დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №719 |
|
2014 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. დამტკიცდეს თანდართული „დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტი“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ჩამოსხმული სასმელი წყლის ხარისხისადმი წაყენებული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 27 ნოემბრის №306/ნ ბრძანება.
|
მუხლი 1. გამოყენების სფერო და ტექნიკური რეგულირების ობიექტი
1. ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103–ე მუხლის მე–5 ნაწილის, ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის, 23–ე მუხლის პირველი პუნქტის და ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების თანმდევ საფუძველს წარმოადგენს ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და საერთაშორისო დოკუმენტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება, საქართველოს კლიმატურ-გეოგრაფიული პირობების, ნატურალური მინერალური წყლებისა და წყაროს წყლების გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური და ქიმიური შედგენილობის თავისებურებების გათვალისწინებით და ადგენს უვნებლობის ნორმებს ადამიანის ჯანმრთელობისათვის. 3. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება კომერციული მიზნით დაფასოებულ ნატურალურ მინერალურ წყლებსა და წყაროს წყლებზე, რომელიც ჩამოსხმულია სამომხმარებლო ტარაში და განკუთვნილია სარეალიზაციოდ, როგორც სურსათი. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები, ასევე, ვრცელდება სუფრის წყალზე მხოლოდ ჩამოსხმის, შეფუთვის, ტრანსპორტირებისა და შენახვის ნაწილში. 4. ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება სამკურნალო მინერალურ წყლებზე. 5. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლის, წყაროს წყლისა და ასევე, სუფრის წყლის ჩამოსხმის, შეფუთვის, ტრანსპორტირებისა და შენახვისადმი, ხოლო მისი დაცვა სავალდებულოა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სუბიექტისათვის, რომელიც აწარმოებს წყლის პროდუქციას ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. 6. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ყველა მაჩვენებლის ტესტირება/გამოცდა ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით, შესაბამისი გამოცდის მეთოდების გამოყენებით. მუხლი 2. ძირითადი ტერმინები და განმარტებები
ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნატურალური მინერალური წყალი – გაბინძურებისაგან ბუნებრივად დაცული, მიწისქვეშა წყლის ერთი საბადოდან წარმოებული (ჩამოსხმული) წყალი, რომლისთვისაც დამახასიათებელია სტაბილური ქიმიური შედგენილობა, ტემპერატურა, დებიტი და დამტკიცებული მარაგები, ხოლო, მისი დამუშავების დროს გამოყენებულია ისეთი ტექნოლოგია, რომელსაც არ შეუძლია გამოიწვიოს მისი ბუნებრივი მიკრობიოლოგიური და ქიმიური შედგენილობის ცვლილება. ნატურალურ მინერალურ წყალს შეიძლება ჰქონდეს სამკურნალო თვისებები და დადებით ზეგავლენას ახდენდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე; ბ) წყაროს წყალი – გაბინძურებისაგან ბუნებრივად დაცული, მიწისქვეშა წყლის ერთი საბადოდან წარმოებული (ჩამოსხმული) წყალი, რომლისთვისაც დამახასიათებელია სტაბილური ქიმიური შედგენილობა და ტემპერატურა, ხოლო, მისი დამუშავების დროს გამოყენებულია ისეთი ტექნოლოგია, რომელსაც არ შეუძლია გამოიწვიოს მისი ბუნებრივი მიკრობიოლოგიური და ქიმიური შემადგენლობის ცვლილება. წყაროს წყლის დებიტი შესაძლოა არ იყოს სტაბილური და მარაგი არ იყოს დამტკიცებული. წყაროს წყალს შეიძლება ჰქონდეს სამკურნალო თვისებები და დადებით ზეგავლენას ახდენდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე; გ) გაზირებული (კარბონიზებული) ნატურალური მინერალური წყალი - ნატურალური მინერალური წყალი, რომელიც ნაწილობრივ ან მთლიანად გაზირებულია სხვა საბადოდან მოპოვებული ნახშირორჟანგით; დ) ბუნებრივად გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი - ნატურალური მინერალური წყალი, რომელშიც ნახშირორჟანგის შემცველობა მისი ჩამოსხმის შემდეგ ისეთივეა, როგორც მისი საბადოდან მოპოვებისას. ამავე ჯგუფს მიეკუთვნება ნატურალური მინერალური წყალი, რომელსაც დამატებული აქვს იმავე საბადოდან მოპოვებული ნახშირორჟანგი, თუ დამატებულის რაოდენობა არ აღემატება ჩამოსხმის დროს დაკარგული ნახშირორჟანგის რაოდენობას; ე) საბადოს გაზით გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი - ნატურალური მინერალური წყალი, რომელიც გაზირებულია იმავე საბადოდან მიღებული ნახშირორჟანგით და ნახშირორჟანგის შემცველობა ჩამოსხმულ პროდუქციაში მეტია, ვიდრე საბადოდან მოპოვების დროს; ვ) არაგაზირებული ნატურალური მინერალური წყალი - რომელიც არ შეიცავს ნახშირორჟანგის შემცველობას; ზ) დაფასოებული ნატურალური მინერალური და წყაროს წყალი –რომელიც ჩამოსხმულია სამომხმარებლო ტარაში და განკუთვნილია სარეალიზაციოდ, როგორც სურსათი; თ) ფილტრაცია - წყლის წვრილფოროვან მასალაში გატარება შეწონილი ნაწილაკებისაგან გათავისუფლების მიზნით; ი) დეკანტაცია – წყლიდან ნალექის მოშორება გადაწურვის გზით; კ) აერაცია - წყლის გამდიდრება ჰაერის ჟანგბადით. მუხლი 3. მოთხოვნები ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლისადმი
დაფასოებული ნატურალური მინერალური წყალი და წყაროს წყალი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანომდებლობით და ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. დაფასოებული ნატურალური მინერალური წყალი და წყაროს წყალი უნდა იწარმოებოდეს დამტკიცებული ტექნოლოგიური ინსტრუქციის დაცვით. მუხლი 4. უვნებლობის მაჩვენებლები
1. ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების მიხედვით, დაფასოებული ნატურალური მინერალური წყალი და წყაროს წყალი უნდა შეესაბამებოდეს №1 ცხრილში მოცემულ მოთხოვნებს:
ცხრილი №1
2. მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით დაფასოებული ნატურალური მინერალური წყალი და წყაროს წყალი უნდა შეესაბამებოდეს №2 ცხრილში მოყვანილ მოთხოვნებს:
ცხრილი №2
3. დაფასოებული ნატურალური მინერალური წყალი ქიმიური მაჩვენებლების მიხედვით, უნდა აკმაყოფილებდეს №3 ცხრილში მოყვანილ ნორმებს:
ცხრილი №3
4. რადიაციული უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით, დაფასოებული ნატურალური მინერალური წყალი და წყაროს წყალი უნდა შეესაბამებოდეს №4 ცხრილში მოყვანილ მოთხოვნებს:
ცხრილი №4
5. დაფასოებულ ნატურალურ მინერალურ წყალსა და წყაროს წყალში პერმანგანატული ჟანგვადობა არ უნდა აღემატებოდეს 3,0 O2 მგ/ლ-ს. 6. დაფასოებისას, ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის დასაგაზად იყენებენ ბუნებრივი წარმოშობის ნახშირორჟანგს, რომლის მასური კონცენტრაცია მზა პროდუქციაში უნდა იყოს არანაკლებ: ა) სუსტად გაზირებული - 0,1 %; ბ) ძლიერ გაზირებული - 0,3 %. 7. ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის დამუშავებისას, არასტაბილური კომპონენტების მოცილება აერაციის, ფილტრაციის, დეკანტაციის და სხვა მეთოდებით და საჭიროების შემთხვევაში, ნახშირორჟანგის დამატება ან მოცილება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ აღნიშნული პროცესები არ გამოიწვევს წყლის ტიპის შეცვლას და ხარისხის გაუარესებას. 8. დაფასოებული ნატურალური მინერალური წყალი და წყაროს წყალი არ უნდა შეიცავდეს ნავთობპროდუქტებს, ფენოლის შენაერთებს, ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს, პესტიციდებს და პოლიქლორბიფენილებს, მინერალურ ზეთებს, პოლიციკლურ არომატულ ნახშირწყალბადებს. მუხლი 5. ჩამოსხმა, შეფუთვა, ნიშანდება
1. დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლის, წყაროს წყლისა და სუფრის წყლის ჩამოსხმა დაშვებულია მინის ბოთლებში, აგრეთვე, პოლიეთილენტერეფტალატის (პეტ) ბოთლებში და ისეთი მასალისაგან დამზადებულ ჭურჭელში, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტისაგან ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას პროდუქციის შენახვის მთელი ვადის განმავლობაში. 2. დაფასოებული წყლის ბოთლები (მიუხედავად მოცულობისა) ჰერმეტულად უნდა დაიხუფოს სურსათთან შეხებისათვის დაშვებული მასალისაგან დამზადებული თავსახურით. 3. დაფასოებული წყლის შეფუთვა უნდა უზრუნველყოფდეს უვნებლობის მაჩვენებლების დაცვას, პროდუქციის ხარისხის მდგრად შენარჩუნებას შენახვის მთელი ვადის განმავლობაში და დაცვას მექანიკური დაზიანებისაგან. 4. საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაციისათვის განკუთვნილი დაფასოებული წყლის თითოეული ერთეულის ნიშანდება/ეტიკეტირება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდების აღნიშნული საკითხები რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. ნებადართულია აღნიშვნები, რომლებიც უკავშირდება წყლის პროფილაქტიკურ, სამკურნალო და გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას იმ პირობით, თუ ისინი შედგენილია ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის საფუძველზე და დადასტურებულია ფარმაკოლოგიური და კლინიკური გამოცდების შედეგად, რომლებშიც ჩატარებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. თუ ნატურალურ მინერალურ წყალში ფტორიდების შემცველობა აღემატება 1.5 მგ/ლ-ს, ეტიკეტირებისას უნდა მიეთითოს: „შეიცავს 1.5 მგ/ლ-ზე მეტ ფტორიდებს და არ არის რეკომენდებული მისი ხანგრძლივად მოხმარება 7 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის“. 6. ნატურალური მინერალური წყლის ეტიკეტზე აუცილებელია ფტორიდების შემცველობის მითითება. მუხლი 6. ტრანსპორტირება და შენახვა
1. დაფასოებული წყლის გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალებები არ უნდა იყოს დაბინძურებული; ტრანსპორტირება არ უნდა მოხდეს ტოქსიკურ, მავნე, კოროზიულ, აქროლად ან მძაფრი არომატის მქონე პროდუქტთან ერთად; ტრანსპორტირების დროს დაცული უნდა იქნეს მზის სხივების, ყინვისა და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისაგან. 2. დაფასოებული წყალი უნდა ინახებოდეს გარემოს ბუნებრივი პირობების მავნე ზემოქმედებისაგან დაცულ სათავსში, გრილ, მშრალ, ვენტილირებად საწყობში. აკრძალულია მისი შენახვა გარემოს კლიმატური ცვლილებების უშუალო ზემოქმედების პირობებში, ასევე, შენახვა სითბოს წყაროსთან ახლოს და ტოქსიკური, კოროზიული, აქროლადი და მძაფრი სუნის მქონე პროდუქტთან ერთად. მუხლი 7. შესაბამისობის შეფასების პროცედურა
1. დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის შესაბამისობის შეფასების პროცედურები ხორციელდება შემდეგი ფორმებით: ა) ბიზნესოპერატორის მიერ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენა; ბ) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან კონკრეტული პროდუქციის შესაბამისობის შეფასების მიზნით, ბიზნესოპერატორის მიერ შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენა შესაბამისობის შემფასებელი ორგანოსთვის. 2. დამუშავების მეთოდების შესახებ ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოს. მუხლი 8. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები
1. ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ნებისმიერი ბიზნესოპერატორი ვალდებულია, განსაზღვროს პროდუქტის ბაზარზე განთავსების, სახიფათო პროდუქტის ამოღების წესი, აწარმოოს ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მაჩვენებლებთან შესაბამისობის შეფასების წესი და პროცედურა და განახორციელოს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მაჩვენებლების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი, მიღებული შედეგების აღრიცხვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით. 2. ბიზნესოპერატორის მიერ ჩამოსხმული წყლის ხარისხის კონტროლისათვის წლის განმავლობაში გამოსაკვლევი ნიმუშების მინიმალური რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს №5 ცხრილში მოცემულ მოთხოვნებს:
ცხრილი №5
3. ამ მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრულ ნიმუშების რაოდენობაში არ შედის აუცილებელი საკონტროლო სინჯები, რომლებიც უნდა შესრულდეს მილსადენების რემონტისა და სხვა ტექნიკური სამუშაოების შემდეგ. 4. ჩამოსხმული წყლის ხარისხის შიდა კონტროლის სისტემის ფორმატი და დიზაინი წარმოადგენს ბიზნესოპერატორის პასუხისმგებლობას.
[1] კწე - კოლონიის წარმომქმნელი ერთეული.
[2] გაზირებული (კარბონიზებული) ნატურალური მინერალური წყლებისათვის, რომელთა საერთო მინერალიზაცია აღემატება 1500 მგ/ლ-ს, ფტორიდების (F) დასაშვები მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 10.0 მგ/ლ-ს. [3] გაზირებული (კარბონიზებული) ნატურალური მინერალური წყლებისათვის, რომელთა საერთო მინერალიზაცია აღემატება 1500 მგ/ლ-ს, ბარიუმის (Ba) დასაშვები მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 5.0 მგ/ლ-ს.
|
დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103–ე მუხლის მე–5 ნაწილის, ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს თანდართული „დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტი“. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ჩამოსხმული სასმელი წყლის ხარისხისადმი წაყენებული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 27 ნოემბრის №306/ნ ბრძანება.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტი
მუხლი 1. გამოყენების სფერო და ტექნიკური რეგულირების ობიექტი🔗
მუხლი 1. გამოყენების სფერო და ტექნიკური რეგულირების ობიექტი🔗
1. ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103–ე მუხლის მე–5 ნაწილის, ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის, 23–ე მუხლის პირველი პუნქტის და ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების თანმდევ საფუძველს წარმოადგენს ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და საერთაშორისო დოკუმენტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება, საქართველოს კლიმატურ-გეოგრაფიული პირობების, ნატურალური მინერალური წყლებისა და წყაროს წყლების გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური და ქიმიური შედგენილობის თავისებურებების გათვალისწინებით და ადგენს უვნებლობის ნორმებს ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
3. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება კომერციული მიზნით დაფასოებულ ნატურალურ მინერალურ წყლებსა და წყაროს წყლებზე, რომელიც ჩამოსხმულია სამომხმარებლო ტარაში და განკუთვნილია სარეალიზაციოდ, როგორც სურსათი. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები, ასევე, ვრცელდება სუფრის წყალზე მხოლოდ ჩამოსხმის, შეფუთვის, ტრანსპორტირებისა და შენახვის ნაწილში.
4. ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება სამკურნალო მინერალურ წყლებზე.
5. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლის, წყაროს წყლისა და ასევე, სუფრის წყლის ჩამოსხმის, შეფუთვის, ტრანსპორტირებისა და შენახვისადმი, ხოლო მისი დაცვა სავალდებულოა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სუბიექტისათვის, რომელიც აწარმოებს წყლის პროდუქციას ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
6. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ყველა მაჩვენებლის ტესტირება/გამოცდა ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით, შესაბამისი გამოცდის მეთოდების გამოყენებით.
ბ1) სუფრის წყალი – ყველა სხვა წარმოებული (დაფასოებული) მიწისქვეშა ან ზედაპირული წყალი. იგი შესაძლებელია, მოიპოვებოდეს ერთდროულად რამდენიმე წყლის ობიექტიდან;
კ) აერაცია - წყლის გამდიდრება ჰაერის ჟანგბადით;
ლ) მწარმოებელი – ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლის, წყაროს წყლისა და სუფრის წყლის წარმოებასთან და რომლის სახელი, სავაჭრო ან სხვა განმასხვავებელი ნიშანი განთავსებულია მზა/დასრულებულ პროდუქტზე;
მ) კაპტაჟი – ჰიდროტექნიკური წყალშემკრები ნაგებობა, რომელიც უზრუნველყოფს მინერალური წყლის ზედაპირული და ნიადაგქვეშა წყლების შერევისა და სხვაგვარი დაბინძურებისაგან დაცვას და წყლის ბუნებრივი ქიმიური და მიკრობიოლოგიური შედგენილობის სტაბილურობას;
ნ) ჭაბურღილი – სათანადო კონსტრუქციით აღჭურვილი ნაგებობა, რომელიც უზრუნველყოფს მიწისქვეშა წყლის საბადოს ექსპლუატაციას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 იანვრის დადგენილება №16 – ვებგვერდი, 22.01.2018წ.
1. დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის წარმოება უნდა განხორციელდეს დამტკიცებული ტექნოლოგიური ინსტრუქციის შესაბამისად და აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. წყლის მიწოდება, გარდა სუფრის წყლისა, წყლის საბადოსა და წყლის ჩამომსხმელ საწარმოს შორის უნდა განხორციელდეს მხოლოდ მათი დამაკავშირებელი მილსადენის საშუალებით.
3. წყლის ექსპლუატაციისთვის გამოყენებული ყველა სახის აღჭურვილობა, მოწყობილობა და მათი მონტაჟი უნდა უზრუნველყოფდეს წყლის დაცვას დაბინძურებისაგან და მისი ბუნებრივი ქიმიური და მიკრობიოლოგიური შედგენილობის სტაბილურობას.
4. წყალაღების ადგილი დაცული უნდა იქნეს დაბინძურებისაგან.
5. კაპტაჟი დაცული უნდა იქნეს სათანადო ვენტილაციის მქონე კაპტაჟზედა დახურული ნაგებობით, რომლის ირგვლივ მოწყობილი უნდა იქნეს სანიტარიული დაცვის ზონა.
6. ჭაბურღილი უნდა შედგებოდეს ჭაბურღილის მილის, საცავი კოლონისა და ჭაბურღილის პირის აღჭურვილობისაგან, ხოლო მიმდებარე ტერიტორია მოწყობილი უნდა იქნეს „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 იანვრის დადგენილება №16 – ვებგვერდი, 22.01.2018წ.
მუხლი 4. უვნებლობის მაჩვენებლები🔗
1. ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების მიხედვით, დაფასოებული ნატურალური მინერალური წყალი და წყაროს წყალი უნდა შეესაბამებოდეს №1 ცხრილში მოცემულ მოთხოვნებს:
ცხრილი №1
2. მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით დაფასოებული ნატურალური მინერალური წყალი და წყაროს წყალი უნდა შეესაბამებოდეს №2 ცხრილში მოყვანილ მოთხოვნებს:
ცხრილი №2
220C
370C
100 კწე[1]
20 კწე საერთო კოლიფორმული ბაქტერიები, 250 მლ-შიარ დაიშვება
Escherichia coli, 250 მლ-ში
არ დაიშვება
არ დაიშვება
Streptococcus faecalis, 250 მლ-ში
არ დაიშვება
Pseudomonas aeruginosa, 250 მლ-ში
არ დაიშვება
არ დაიშვება.
3. დაფასოებული ნატურალური მინერალური წყალი ქიმიური მაჩვენებლების მიხედვით, უნდა აკმაყოფილებდეს №3 ცხრილში მოყვანილ ნორმებს:
ცხრილი №3
3.0
კადმიუმი (Cd) 0.003 მანგანუმი (Mn)0.5
ნიკელი (Ni) 0.02ნიტრატები (NO3 )
50
ნიტრიტები (NO2)
0.1
სელენი (Se) 0.010 სპილენძი (Cu)1.0
სტიბიუმი (Sb) 0.005 ტყვია (Pb) 0.010 ქრომი (Cr) 0.050 ციანიდები (CN-ზე გადათვლით)0.07
5.0[2]
ბარიუმი (Ba)1.0[3].
31. გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქიმიური მაჩვენებლებისა, დაფასოებული წყაროს წყლის ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ცხრილი №4
0,1
საერთო β - რადიაქტიურობა1,0.
5. დაფასოებულ ნატურალურ მინერალურ წყალსა და წყაროს წყალში პერმანგანატული ჟანგვადობა არ უნდა აღემატებოდეს 3,0 O2 მგ/ლ-ს.
6. დაფასოებისას, ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის დასაგაზად იყენებენ ბუნებრივი წარმოშობის ნახშირორჟანგს, რომლის მასური კონცენტრაცია მზა პროდუქციაში უნდა იყოს არანაკლებ: ა) სუსტად გაზირებული - 0,1 %; ბ) ძლიერ გაზირებული - 0,3 %.7. (ამოღებულია - 17.01.2018, №16).
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 იანვრის დადგენილება №16 – ვებგვერდი, 22.01.2018წ.
მუხლი 41. დაფასოებული წყლის დამუშავების მეთოდები🔗
1. დაფასოებული წყლის ჩამოსასხმელად გამოყენებული მეთოდების ეფექტურობაზე პასუხისმგებელია მწარმოებელი.
2. მწარმოებელი ვალდებულია, დაფასოებული წყლის ჩამოსასხმელად გამოყენებული მეთოდების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო).
3. გამოყენებული მეთოდები არ უნდა ცვლიდეს წყლის თვისებების განმსაზღვრელ ბუნებრივ ქიმიურ კომპონენტებსა და წყლის ტიპს.
4. დასაშვებია დამუშავების შემდეგი მეთოდების გამოყენება:
ა) არასტაბილური კომპონენტების მოცილება ფილტრაციით, დეკანტაციით, აერაციითა და, საჭიროების შემთხვევაში, ნახშირორჟანგის დამატებით;
ბ) რკინის, მანგანუმის, გოგირდის ნაერთებისა და დარიშხანის მოცილება ოზონით გამდიდრებული ჰაერით;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მეთოდის გამოყენებისას წარმოქმნილი ნალექის მაქსიმალური ზღვრები უნდა შეესაბამებოდეს ცხრილ №5-ით განსაზღვრულ მაჩვენებლებს;
დ) ფტორის მოსაცილებლად გააქტიურებული ალუმინის ჟანგის გამოყენება;
ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მეთოდის გამოყენებისას ალუმინის იონების ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 200 მკგ/ლ-ს.
5. დასაშვებია ასევე სხვა მეთოდების გამოყენება ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით.
6. აკრძალულია წყლის გაუსნებოვნება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით ან დამუშავების ისეთი მეთოდის გამოყენება, რომელიც ცვლის წყლის მიკრობიოლოგიურ შედგენილობას.
ცხრილი №5
ნალექი
მაქსიმალური ზღვარი (მკგ/ლ)
გახსნილი ოზონი
50
ბრომატები
3
ბრომოფორმები (ტრიბრომმეთანი)
1
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 იანვრის დადგენილება №16 – ვებგვერდი, 22.01.2018წ.
მუხლი 5. ჩამოსხმა, შეფუთვა, ნიშანდება🔗
1. დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლის, წყაროს წყლისა და სუფრის წყლის ჩამოსხმა დაშვებულია მინის ბოთლებში, აგრეთვე, პოლიეთილენტერეფტალატის (პეტ) ბოთლებში და ისეთი მასალისაგან დამზადებულ ჭურჭელში, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტისაგან ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას პროდუქციის შენახვის მთელი ვადის განმავლობაში.
2. დაფასოებული წყლის ბოთლები (მიუხედავად მოცულობისა) ჰერმეტულად უნდა დაიხუფოს სურსათთან შეხებისათვის დაშვებული მასალისაგან დამზადებული თავსახურით.
3. დაფასოებული წყლის შეფუთვა უნდა უზრუნველყოფდეს უვნებლობის მაჩვენებლების დაცვას, პროდუქციის ხარისხის მდგრად შენარჩუნებას შენახვის მთელი ვადის განმავლობაში და დაცვას მექანიკური დაზიანებისაგან.
4. საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაციისათვის განკუთვნილი დაფასოებული წყლის თითოეული ერთეულის ნიშანდება/ეტიკეტირება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდების აღნიშნული საკითხები რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. ნებადართულია აღნიშვნები, რომლებიც უკავშირდება წყლის პროფილაქტიკურ, სამკურნალო და გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას იმ პირობით, თუ ისინი შედგენილია ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის საფუძველზე და დადასტურებულია ფარმაკოლოგიური და კლინიკური გამოცდების შედეგად, რომლებშიც ჩატარებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
41. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, ჩამოსხმული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ეტიკეტზე განთავსებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ჩამოსხმული წყლის აღწერა (არაგაზირებული, ბუნებრივად გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი, საბადოს გაზით გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი, გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი);
ბ) სპეციფიკური კომპონენტების დასახელება და რაოდენობა;
გ) ადგილი, სადაც ხდება წყლის მოპოვება, ექსპლუატაცია და წყაროს დასახელება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
გ.ა) კომერციული/სავაჭრო დასახელების ტექსტში შეიძლება მოცემულ იქნეს მუნიციპალიტეტის, სოფლის ან/და ადგილის დასახელება, იმ პირობით, რომ ის ეხება მხოლოდ იმ წყალს, რომლის წყაროს ექსპლუატაციაც ხდება აღწერაში მითითებულ ადგილზე და შეცდომაში არ შეჰყავს მომხმარებელი;
გ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ წყლის კომერციული/სავაჭრო დასახელება განსხვავდება ამ წყლის მოპოვების ან ექსპლუატაციის ადგილის დასახელებისგან, კომერციული/სავაჭრო დასახელების ტექსტში წყლის მოპოვების ან ექსპლუატაციის ადგილის დასახელებისათვის გამოყენებული შრიფტის ზომა 1,5-ჯერ უნდა აღემატებოდეს ეტიკეტზე გამოყენებულ ყველაზე დიდი ზომის შრიფტს;
დ) ინფორმაცია წყლის ნებისმიერი დამუშავების შესახებ, შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
დ.ა) წყლის ოზონირებული აირით დამუშავების შემთხვევაში, სპეციფიკური კომპონენტების მონაცემებთან ახლოს უნდა განთავსდეს წარწერა: „წყალი დამუშავდა დაშვებული ოზონირებული აირით, ჟანგვითი მეთოდით“;
დ.ბ) წყლის გააქტიურებული ალუმინის ჟანგით დამუშავების შემთხვევაში, სპეციფიკური კომპონენტების მონაცემების გვერდით უნდა განთავსდეს წარწერა: „წყალი დაექვემდებარა დამუშავებას ადსორბციის ნებადართული მეთოდით.
5. თუ ნატურალურ მინერალურ წყალში ფტორიდების შემცველობა აღემატება 1.5 მგ/ლ-ს, ეტიკეტირებისას უნდა მიეთითოს: „შეიცავს 1.5 მგ/ლ-ზე მეტ ფტორიდებს და არ არის რეკომენდებული მისი ხანგრძლივად მოხმარება 7 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის“.
6. ნატურალური მინერალური წყლის ეტიკეტზე აუცილებელია ფტორიდების შემცველობის მითითება.
7. დასაშვებია ცხრილ №6-ით განსაზღვრული აღნიშვნების გამოყენება:
ცხრილი №6
აღნიშვნა
კრიტერიუმი
მინერალების ძალიან დაბალი შემცველობა
მინერალური მარილების შემცველობა
არ აღემატება 50 მგ/ლ-ს
მინერალების დაბალი შემცველობა
მინერალური მარილების შემცველობა
არ აღემატება 500 მგ/ლ-ს
მინერალური მარილებით მდიდარი
მინერალური მარილების შემცველობა
აღემატება 1500 მგ/ლ-ს
შეიცავს ბიკარბონატებს
ბიკარბონატის შემცველობა
აღემატება 600 მგ/ლ-ს
შეიცავს სულფატებს
სულფატების შემცველობა აღემატება
200 მგ/ლ-ს
შეიცავს ქლორიდებს
ქლორიდების შემცველობა აღემატება 200 მგ/ლ-ს
შეიცავს კალციუმს
კალციუმის შემცველობა აღემატება 150 მგ/ლ-ს
შეიცავს მაგნიუმს
მაგნიუმის შემცველობა აღემატება 50 მგ/ლ-ს
შეიცავს ფტორიდებს
ფტორიდების შემცველობა აღემატება
1,0 მგ/ლ-ს
შეიცავს რკინას
ორვალენტიანი რკინის შემცველობა
აღემატება 1,0 მგ/ლ-ს
მჟავე
თავისუფალი ნახშირორჟანგის
შემცველობა აღემატება 250 მგ/ლ-ს
შეიცავს ნატრიუმს
ნატრიუმის შემცველობა აღემატება 200 მგ/ლ-ს
გამოიყენება ჩვილი ბავშვის საკვების მოსამზადებლად
--
გამოიყენება ნატრიუმის დაბალი შემცველობის დიეტისათვის
ნატრიუმის შემცველობა ნაკლებია 20 მგ/ლ-ზე
შეიძლება გამოიწვიოს დიარეა
--
შეიძლება იყოს დიურეტიკი (შარდმდენი)
-- .
8. აკრძალულია:
ა) ერთი და იმავე წყაროდან ჩამოსხმული წყლის რეალიზაცია ერთზე მეტი კომერციული/სავაჭრო დასახელებით;
ბ) ეტიკეტზე ისეთი აღნიშვნების, დასახელებების, სავაჭრო ნიშნების, ილუსტრაციების, სიმბოლოებისა და სხვა ნიშნების გამოყენება, რომლებიც მიუთითებს ისეთ მახასიათებლებზე, რომლებიც წყალს არ გააჩნია;
გ) ყველა ის აღნიშვნა, რომელიც უკავშირდება ნატურალური მინერალური წყლის პროფილაქტიკურ, სამკურნალო, გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე, თუ იგი არ არის დადასტურებული შესაბამისი ფიზიკურ-ქიმიური გამოკვლევების საფუძველზე და დადასტურებულია ფარმაკოლოგიური და კლინიკური გამოცდების შედეგად, რომლებიც ჩატარებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
დ) იმ მწარმოებლის მიერ, რომელსაც არა აქვს ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლება, ეტიკეტზე საქართველოში დაცული ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის ადგილწარმოშობის დასახელების განთავსება, ასევე ამ ადგილწარმოშობის დასახელების მიბაძვა, თუნდაც თარგმანში, ან ისეთ სიტყვებთან ერთად, როგორებიცაა: „ტიპის“, „სტილის“, „მსგავსი“, „ნაირი“, „მეთოდით“ და ა.შ.;
ე) ეტიკეტზე ისეთი სიმბოლოების გამოყენება, რომლებსაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი წყლის წარმოშობის ადგილის, განსაკუთრებული ხარისხის ან თვისებების შესახებ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 იანვრის დადგენილება №16 – ვებგვერდი, 22.01.2018წ.
მუხლი 6. ტრანსპორტირება და შენახვა🔗
1. დაფასოებული წყლის გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალებები არ უნდა იყოს დაბინძურებული; ტრანსპორტირება არ უნდა მოხდეს ტოქსიკურ, მავნე, კოროზიულ, აქროლად ან მძაფრი არომატის მქონე პროდუქტთან ერთად; ტრანსპორტირების დროს დაცული უნდა იქნეს მზის სხივების, ყინვისა და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისაგან.
2. დაფასოებული წყალი უნდა ინახებოდეს გარემოს ბუნებრივი პირობების მავნე ზემოქმედებისაგან დაცულ სათავსში, გრილ, მშრალ, ვენტილირებად საწყობში. აკრძალულია მისი შენახვა გარემოს კლიმატური ცვლილებების უშუალო ზემოქმედების პირობებში, ასევე, შენახვა სითბოს წყაროსთან ახლოს და ტოქსიკური, კოროზიული, აქროლადი და მძაფრი სუნის მქონე პროდუქტთან ერთად.
ა) მწარმოებლის მიერ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენა;
ბ) მწარმოებლის მიერ შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენა შესაბამისობის შემფასებელი ორგანოსთვის, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან კონკრეტული პროდუქციის შესაბამისობის შეფასების მიზნით.
2. დამუშავების მეთოდების შესახებ მწარმოებელი ვალდებულია, ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოს.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 იანვრის დადგენილება №16 – ვებგვერდი, 22.01.2018წ.
მუხლი 8. მწარმოებლის ვალდებულებები🔗
1. ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ნებისმიერი მწარმოებელი ვალდებულია, განსაზღვროს პროდუქტის ბაზარზე განთავსების, სახიფათო პროდუქტის ამოღების წესი, აწარმოოს ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მაჩვენებლებთან შესაბამისობის შეფასების წესი და პროცედურა და განახორციელოს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მაჩვენებლების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი, მიღებული შედეგების აღრიცხვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით.
2. მწარმოებლის მიერ ჩამოსხმული წყლის ხარისხის კონტროლისათვის წლის განმავლობაში გამოსაკვლევი ნიმუშების მინიმალური რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს №7 ცხრილში მოცემულ მოთხოვნებს:
ცხრილი №7
ჩამოსხმული წყლის წარმადობა დღე-ღამეში (მ3)
დღე/ღამეში (მ3)
1
> 10 ≤ 60
12
> 60
დღეში ყოველ დამატებით 5 მ3 –ზე + 1 ნიმუში.
დღეში ყოველ დამატებით 5 მ3 -ზე + 1 ნიმუში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნიმუშების რაოდენობაში არ შედის აუცილებელი საკონტროლო სინჯები, რომლებიც უნდა შესრულდეს მილსადენების რემონტისა და სხვა ტექნიკური სამუშაოების შემდეგ.
4. ჩამოსხმული წყლის ხარისხის შიდა კონტროლის სისტემის ფორმატი და დიზაინი წარმოადგენს მწარმოებლის პასუხისმგებლობას.
მუხლი 9. დაფასოებული სასმელი წყლის სახელმწიფო კონტროლი🔗
დაფასოებული სასმელი წყლის სახელმწიფო კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ახორციელებს:
ა) სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის დროს საქართველოს ტერიტორიაზე;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური – საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 იანვრის დადგენილება №16 – ვებგვერდი, 22.01.2018წ.
მუხლი 10. დაფასოებული წყლის კატეგორიის მინიჭება🔗
დაფასოებულ წყალს კატეგორიებს – „ნატურალური მინერალური წყალი“, „წყაროს წყალი“ და „სუფრის წყალი“ – ანიჭებს სააგენტო კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 იანვრის დადგენილება №16 – ვებგვერდი, 22.01.2018წ.
[3] გაზირებული (კარბონიზებული) ნატურალური მინერალური წყლებისათვის, რომელთა საერთო მინერალიზაცია აღემატება 1500 მგ/ლ-ს, ბარიუმის (Ba) დასაშვები მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 5.0 მგ/ლ-ს.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.12.2022.
- როდის იქნა მიღებული „დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“?
- „დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 26.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №719. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.018338.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.12.2022.
- რამდენი მუხლისგან შედგება „დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.12.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, №719, 26.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018338 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2656313/