1. შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოში მცხოვრებ პირს დროულად მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია პროფილაქტიკური აცრის არსის, აუცილებლობის, მოსალოდნელი კლინიკური გამოსავლის, აცრასთან დაკავშირებული რისკის და აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაძლო შედეგების შესახებ. აღნიშნული პირის არასრულწლოვანების ან შეზღუდული ქმედუნარიანობის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელმა ეს ინფორმაცია მის კანონიერ წარმომადგენელს უნდა მიაწოდოს.
2. პირის მიერ პროფილაქტიკურ აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ადგენს სამინისტროს მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამის დოკუმენტს.
3. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ.
4. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია სტატისტიკური მონაცემების შესახებ ანგარიში სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოს.
5. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ნოზოკომიური ინფექციების პრევენცია და კონტროლი.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3365 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.03.2015 კანონი №3365
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.05.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები გადამდები დაავადებების პროფილაქტიკის სფეროში 1. შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოში მცხოვრებ პირს დროულად მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია პროფილაქტიკური აცრის არსისაარსის, და აუცილებლობის, მოსალოდნელი კლინიკური გამოსავლის, აცრასთან დაკავშირებული რისკისარისკის და აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაძლო შედეგების შესახებ. აღნიშნული პირის ქმედუუნარობისაარასრულწლოვანების დაან შეზღუდული ქმედუნარიანობის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელმა ეს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მის კანონიერ წარმომადგენელს.წარმომადგენელს უნდა მიაწოდოს. 2. პირის მიერ პროფილაქტიკურ აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ადგენს სამინისტროს მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამის დოკუმენტს. 3. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ. 4. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია სტატისტიკური მონაცემების შესახებ ანგარიში სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოს. 5. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ნოზოკომიური ინფექციების პრევენცია და კონტროლი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 12/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება