1. ტურისტული მომსახურების გამწევი ორგანიზაციები ვალდებული არიან აცნობონ ტურისტებს:
ა) შესაბამის ქვეყანაში ვიზიტთან დაკავშირებით ინფიცირების რისკის შესახებ;
ბ) პროფილაქტიკური აცრებისა და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების საჭიროების შესახებ.
2. ტურისტული მოგზაურობის დროს პროფილაქტიკური აცრები და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებები ფინანსდება მოქალაქის ხარჯით.
3. მივლინების მიზნით მოგზაურობის დროს პროფილაქტიკური აცრები და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებები ფინანსდება დამსაქმებლის ხარჯით.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 27.06.2007).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 12/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება