თავი III — ტერორისტული საქმიანობის შედეგად შექმნილი ექსტრემალური სიტუაციების მართვა და კონტრტერორისტული ოპერაციების ჩატარება
1. კონტრტერორისტული ოპერაცია დამთავრებულად ჩაითვლება, როდესაც საბოლოოდ აღიკვეთება ტერორისტული აქტი და კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში მყოფი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული საფრთხე.
2. კონტრტერორისტული ოპერაციის დამთავრებულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონტრტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელი, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება მოსახლეობას მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ან მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი სხვა ფორმით.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 27.06.2007).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 11/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება