თავი III — ტერორისტული საქმიანობის შედეგად შექმნილი ექსტრემალური სიტუაციების მართვა და კონტრტერორისტული ოპერაციების ჩატარება
1. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას, ტერორისტული აქტის აღკვეთის მიზნით ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიულ შტაბს უფლება აქვს მიიზიდოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა და კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის აუცილებელი ძალები და საშუალებები. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფენ კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისთვის აუცილებელ შეიარაღებას, სპეციალურ, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობისა და სხვა მატერიალურ საშუალებებს.
2. იარაღის, სპეციალური საშუალების გამოყენებისა და ფიზიკური იძულების ინტენსივობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, ტერორისტული ხასიათის დანაშაულისა და ტერორისტის ინდივიდუალურ თავისებურებათა გათვალისწინებით.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6955 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6955
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ძალები და საშუალებები 1. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას, ტერორისტული აქტის აღკვეთის მიზნით ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიულ შტაბს უფლება აქვს მიიზიდოს აღმასრულებელი ხელისუფლებისახელისუფლების ორგანოთა და ადგილობრივიკომპეტენციის თვითმმართველობისფარგლებში ორგანოთამუნიციპალიტეტის აუცილებელი ძალები და საშუალებები. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფენ კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისათვისჩატარებისთვის აუცილებელ შეიარაღებას, სპეციალურ, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობისა და სხვა მატერიალურ საშუალებებს. 2. იარაღის, სპეციალური საშუალების გამოყენებისა და ფიზიკური იძულების ინტენსივობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, ტერორისტული ხასიათის დანაშაულისა და ტერორისტის ინდივიდუალურ თავისებურებათა გათვალისწინებით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 11/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება