სხვა სუბიექტები, რომლებიც მონაწილეობენ ტერორიზმთან ბრძოლაში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: ახორციელებენ ტერორისტული აქტისა და ტერორისტული ხასიათის სხვა დანაშაულის გამოვლენისაკენ, თავიდან აცილებისა და აღკვეთისაკენ მიმართულ ღონისძიებებს, შეიმუშავებენ და ახორციელებენ გამაფრთხილებელ, რეჟიმულ, ორგანიზაციულ და სხვა სახის ღონისძიებებს; უზრუნველყოფენ კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების პირობებს იმ ობიექტებზე, რომლებიც მათი მმართველობის სფეროს განეკუთვნება; ასეთი ოპერაციის ჩატარებისას შესაბამის დანაყოფს გამოუყოფენ მატერიალურ-ტექნიკურ, ფინანსურ, სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებებს, სამედიცინო მოწყობილობებსა და მედიკამენტებს, მიაწვდიან ტერორიზმთან ბრძოლისათვის და დასახული დავალების შესრულებისათვის აუცილებელ ინფორმაციასა და სხვა საშუალებებს.