თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№717
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 05/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №717

2008 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ

1. „თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოწონებულ იქნეს თვითმმართველი ქალაქი ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოების წარდგინებები (თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 8 აგვისტოს №50 და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 9 სექტემბრის 12/1 განკარგულებები) თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ, კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ეგრეთ წოდებული „ფერიის სასაფლაოსა“ და „ბათუმგორის“ ტერიტორიების თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცევის თაობაზე.

2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, რომ განიხილოს თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი             გ. მგალობლიშვილი