გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიების გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№732
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 06/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №732

2008 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიების გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოების მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფართობებზე გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიების გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარებაზე.

2. ზემოაღნიშნული აუქციონის საწყისი ფასი თითოეულ ლოტზე განისაზღვროს ამ განკარგულების დანართის შესაბამისად.

3. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი გადაიხადოს შემდეგნაირად:

ა) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი შეადგენს 50 000-დან 500 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა გამარჯვებულმა გადაიხადოს აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარულ დღეში;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი შეადგენს 500 000-დან 1 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა გამარჯვებულმა გადაიხადოს აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 60 კალენდარულ დღეში;

გ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი შეადგენს 1 000 000-დან 5 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა გამარჯვებულმა გადაიხადოს აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 90 კალენდარულ დღეში;

დ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი შეადგენს 5 000 000-დან 20 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა გამარჯვებულმა გადაიხადოს აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 6 თვეში, კვარტალურად, გადასახდელი თანხის პროპორციულად;

ე) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი შეადგენს 20 000 000 ლარზე მეტს, აღნიშნული თანხა გამარჯვებულმა გადაიხადოს აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 9 თვეში, კვარტალურად, გადასახდელი თანხის პროპორციულად.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი   გ. მგალობლიშვილი