საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.01.2014 ბოლო ცვლილება 20.05.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№39
სარეგისტრაციო კოდი
460080000.10.003.017575
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №39

2014 წლის 6 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1
დამტკიცდეს  საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი  პროგრამა (შემდგომში – პროგრამა), დანართის შესაბამისად.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
+



დანართი

 

საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის

 სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა


+
მუხლი 1. „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა“ (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს იმ ღონისძიებათა ნუსხას, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ოლიმპიური თამაშებისა და სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებისათვის საქართველოს სპორტსმენთა (მათ შორის, ვეტერან სპორტსმენთა) მაღალ დონეზე მომზადებასა და წარმატებით ასპარეზობას.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 მარტის დადგენილება №74 - ვებგვერდი, 18.03.2025წ.

მუხლი 2. საქართველოს სპორტის სამინისტრომ (შემდგომში − სამინისტრო), ა(ა)იპ – საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, ა(ა)იპ – საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტსა და ეროვნულ სპორტულ ფედერაციებთან თანამშრომლობის გზით:

ა) უზრუნველყოს ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშებისათვის საქართველოს სპორტსმენთა მომზადება და თამაშებში მონაწილეობის ორგანიზება;

ბ) მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ოლიმპიური და პარალიმპიური მზადების ციკლში ჩაბმული სპორტსმენების უზრუნველყოფას საწვრთნელი პირობებით, ინვენტარით, აგრეთვე ხელი შეუწყოს სპორტული კალენდრით გათვალისწინებულ საერთაშორისო შეჯიბრებებში მათ მონაწილეობასა და მათი მატერიალური და სოციალური პირობების გაუმჯობესებას;

გ) გაატაროს აუცილებელი ღონისძიებები, საქართველოს ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდისათვის ერთიანი სპორტული ფორმებისა და ეკიპირებით უზრუნველსაყოფად;

დ) შესაბამის უწყებებთან ერთად შეიმუშაოს წინადადებები:

დ.ა) ოლიმპიური და პარალიმპიური მზადების ცენტრების შექმნის მიზნით, შესაბამისი სპორტული ობიექტების შერჩევის თაობაზე;

დ.ბ) სპორტის სფეროში სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნისა და მისი შემდგომი ფუნქციონირების შესახებ;

ე) ხელი შეუწყოს ა(ა)იპ – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ა(ა)იპ – საქართველოს პარალიმპიური კომიტეტისა და ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ შესაქმნელ საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური ნაკრები გუნდებისა და ეროვნული სპორტული ფედერაციების ადმინისტრაციული ჯგუფების საქმიანობას;

 ვ) ხელი შეუწყოს ვეტერან სპორტსმენთა ასპარეზობას შესაბამის სპორტულ ღონისძიებებზე.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის დადგენილება №135 – ვებგვერდი, 02.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 მარტის დადგენილება №75 - ვებგვერდი, 13.03.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 მარტის დადგენილება №74 - ვებგვერდი, 18.03.2025წ.

მუხლი 3. ზამთრისა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისათვის მოსამზადებელი სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სამინისტროს წინადადების საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის დადგენილება №135 – ვებგვერდი, 02.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 მარტის დადგენილება №75 - ვებგვერდი, 13.03.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 მარტის დადგენილება №74 - ვებგვერდი, 18.03.2025წ.

მუხლი 4. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს  XXXI და შემდგომი წლების ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისათვის მზადების ციკლისა და ფინალური თამაშების მონაწილე (სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში) სპორტსმენთა, მწრთვნელთა, ნაკრები გუნდების საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წასახალისებლად,  სპორტულ შეჯიბრებებზე მიღწეული შედეგების მიხედვით დაწესდეს შემდეგი ფულადი პრიზები (ლარებში):

1. ოლიმპიურ თამაშებზე:

ა) I ადგილი – 170 000,  გუნდური პირველობა – 340 000;

ბ) II ადგილი – 102 000,  გუნდური პირველობა – 204 000;

გ) III ადგილი –  68 000,  გუნდური პირველობა – 136 000;

დ) IV ადგილი –  20 400,  გუნდური პირველობა – 40 800;

ე) V ადგილი –13 600,  გუნდური პირველობა – 27 200;

ვ) VI ადგილი – 6 800,  გუნდური პირველობა – 13 600.

2. მსოფლიოს ჩემპიონატებზე:

ა) I ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 85 000, გუნდური პირველობა – 170 000;

ბ) II ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 68 000, გუნდური პირველობა – 136 000;

გ) III ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 51 000, გუნდური პირველობა – 102 000.

3. ევროპის ჩემპიონატებზე:

ა) I ადგილი        (პირადი, პირად-გუნდური) – 51 000, გუნდური პირველობა – 102 000;

ბ) II ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 34 000, გუნდური პირველობა – 68 000;

გ) III ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 25 500, გუნდური პირველობა – 51 000.

4. მსოფლიოს ჩემპიონატებზე ახალგაზრდებს შორის:

ა) I ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 34 000, გუნდური პირველობა – 68 000;

ბ) II ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 25 500, გუნდური პირველობა – 51 000;

გ) III ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 17 000, გუნდური პირველობა – 34 000.

5. ევროპის ჩემპიონატებზე ახალგაზრდებს შორის:

ა) I ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 25 500, გუნდური პირველობა – 51 000;

ბ) II ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 17 000, გუნდური პირველობა – 34 000;

გ) III ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 8 500, გუნდური პირველობა – 17 000.

6. მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჭაბუკებს შორის:

ა) I ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) -17 000, გუნდური პირველობა – 34 000;

ბ) II ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 10 200, გუნდური პირველობა – 20 400;

გ) III ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 6 800, გუნდური პირველობა – 13 600.

7. ევროპის ჩემპიონატებზე ჭაბუკებს შორის:

ა) I ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 8 500, გუნდური პირველობა – 17 000;

ბ) II ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 5 100, გუნდური პირველობა – 10 200;

გ) III ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 3 400, გუნდური პირველობა – 6 800.

8. სპორტსმენთა პირად მწვრთნელებსა და ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებს მიეცეთ თითოეულს პირად შეჯიბრებებში მიღწეული შედეგისათვის სპორტსმენებისათვის განსაზღვრული საპრიზო თანხის 50-50 პროცენტი.

9. ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებს მიეცეთ პირად-გუნდურ და გუნდურ პირველობებში მიღწეული შედეგისათვის განსაზღვრული საპრიზო თანხის 50 პროცენტი.

10. ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალს მიეცეს სპორტსმენთა ჯამური საპრიზო თანხის 30 პროცენტი.

11. საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის ადმინისტრაციულ ჯგუფს მიეცეს ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენთა ჯამური საპრიზო თანხის 20 პროცენტი.

12. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების ადმინისტრაციულ ჯგუფს მიეცეს ამ მუხლის „2-7“ პუნქტებში გათვალისწინებულ შეჯიბრებებზე სპორტსმენთა ჯამური საპრიზო თანხის 10 პროცენტი.

13. ზაფხულის ოლიმპიური თამაშების (2015 წლის 1 იანვრის შემდეგ ასევე ზამთრის ოლიმპიური თამაშების) თითოეულ ლიცენზირებულ მონაწილეზე („ველური ბარათის“ მფლობელის გარდა), შესაბამის ეროვნულ სპორტულ ფედერაციას დამატებით მიეცეს 85 000 ლარი.

14. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი პრიზები ვრცელდება სროლის სახეობებში მსოფლიო თასის ფინალურ გათამაშებასა და ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო თასზე (გუნდური) მიღწეულ ანალოგიურ შედეგებზე.

15. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გუნდური პირველობებისთვის გათვალისწინებული ფულადი პრიზები ვრცელდება საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების მიერ ჩოგბურთში ,,დევისის თასის“ (მამაკაცთა შორის) და „ფედერაციის თასის“ (ქალთა შორის) უმაღლესი ჯგუფის გათამაშებებზე მიღწეულ ანალოგიურ შედეგებზე და აღნიშნულ სახეობაში დაწესდეს შემდეგი დამატებითი ფულადი პრიზები:

ა) „ფედერაციის თასზე“ ევრო-აფრიკის ზონის მეორე ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისათვის - 40 000 ლარი;

ბ) „ფედერაციის თასზე“ პირველ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისათვის - 60 000 ლარი;

გ) „დევისის თასზე“ ევრო-აფრიკის ზონის მეორე ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისათვის - 40 000 ლარი;

დ) „დევისის თასზე“ ევრო-აფრიკის ზონის პირველ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისათვის - 60 000 ლარი.

16. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი პრიზები ვრცელდება ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის თასზე (გუნდური) მიღწეულ ანალოგიურ შედეგებზე.

17. იმ სახეობებთან მიმართებით, რომლებშიც შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციების მიერ ფიქსირდება რეკორდები, დაწესდეს შემდეგი ფულადი პრიზები (ეროვნული ნაკრებების (დიდებს შორის) დონის შეჯიბრებებში):

ა) ოლიმპიური რეკორდის დამყარებისთვის − 300 000 ლარი;

ბ) მსოფლიო რეკორდის დამყარებისთვის − 200 000 ლარი;

გ) ევროპის რეკორდის დამყარებისთვის − 100 000 ლარი;

დ) სპორტსმენთა პირადი მწვრთნელებისა და ნაკრები გუნდების მთავარი მწვრთნელებისათვის − თითოეულისათვის რეკორდის დამყარებისთვის სპორტსმენებისათვის განსაზღვრული საპრიზო თანხის 50 პროცენტი;

ე) ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალისათვის − რეკორდის დამყარებისთვის სპორტსმენებისათვის განსაზღვრული ჯამური საპრიზო თანხის 30 პროცენტი;

ვ) საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების ადმინისტრაციული ჯგუფისათვის − რეკორდის დამყარებისთვის სპორტსმენებისათვის განსაზღვრული ჯამური საპრიზო თანხის 10 პროცენტი.

18. ამ მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრული ოდენობების შესაბამისად, ფულადი პრიზები ძალოსნობაში გაიცეს ორჭიდის შეჯიბრებებში (ატაცსა და აკვრაში) ჯამში დამყარებული რეკორდებისთვის.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის დადგენილება №690 – ვებგვერდი, 23.12.2014

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის დადგენილება №135 – ვებგვერდი, 02.03.2020წ.

მუხლი 4​1. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს XXXI და შემდგომი წლების ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისათვის მზადების ციკლში საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობისათვის, 2015 წლის ბაქოს I და შემდგომი წლების ევროპის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სპორტსმენთა, მწვრთნელთა და ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალის წასახალისებლად მიღწეული შედეგების მიხედვით დაწესდეს შემდეგი ფულადი პრიზები (ლარებში):

1. სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში:

ა) I ადგილი - 68 000, გუნდური პირველობა -136 000;

ბ) II ადგილი - 51 000, გუნდური პირველობა -102 000;

გ) III ადგილი - 34 000, გუნდური პირველობა - 68 000.

2. სპორტის სათამაშო სახეობებში:

ა) I ადგილი - 272 000;

ბ) II ადგილი - 204 000;

გ) III ადგილი - 136 000.

3. სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებს, სპორტსმენთა პირად მწვრთნელებს და ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალს მიეცეთ ფულადი პრიზები ამ პროგრამის მე-4 მუხლის ,,8-10“ პუნქტებით განსაზღვრული ოდენობების შესაბამისად.

4. ამ მუხლით განსაზღვრული ფულადი პრიზები შესაბამისი ოდენობებით ვრცელდება ევროპის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეულ შედეგებზე.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის დადგენილება №690 – ვებგვერდი, 23.12.2014

მუხლი 4​2. მსოფლიოს ქვიშის თამაშებზე (სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში პირად შეჯიბრებებში და გუნდურ პირველობებზე და სპორტის სათამაშო სახეობების შეჯიბრებებში) მიღწეული შედეგებისთვის სპორტსმენებს/გუნდებს, სპორტსმენთა პირად მწვრთნელებს, ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებსა და საექიმო პერსონალს მიეცეთ ფულადი პრიზები, ამ პროგრამის 4​1 მუხლის პირველი − მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ოდენობების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის დადგენილება №135 – ვებგვერდი, 02.03.2020წ.

მუხლი 5. საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ეგიდით გასამართი შეჯიბრებების (პარალიმპიური თამაშები, დიდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი/მსოფლიოს თასი და ევროპის ჩემპიონატი/ევროპის თასი) გამარჯვებულებს, პრიზიორებს (ასევე პარალიმპიურ თამაშებში IV − VI ადგილებზე გასულებს), ნაკრები გუნდებისა და სპორტსმენთა პირად მწვრთნელებს, საექიმო და ადმინისტრაციულ პერსონალს და აგრეთვე ა(ა)იპ − საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს (პარალიმპიური თამაშების თითოეულ ლიცენზირებულ მონაწილეზე) მიეცეთ ფულადი პრიზები, ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი − მე-3 და მე-8 − მე-13 პუნქტებით განსაზღვრული ოდენობებით.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის დადგენილება №135 – ვებგვერდი, 02.03.2020წ.

მუხლი 6. ზამთრის ოლიმპიურ სახეობებში 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ გასამართი  შეჯიბრებების (ზამთრის ოლიმპიური თამაშები, დიდებს, ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის მსოფლიოსა და  ევროპის ჩემპიონატები) გამარჯვებულებს,  პრიზიორებს (ასევე  ზამთრის ოლიმპურ თამაშებზე IV- VI ადგილებზე გასულებს), ნაკრები გუნდებისა და სპორტსმენთა პირად  მწვრთნელებს, ნაკრები გუნდების საექიმო და ადმინისტრაციულ პერსონალს (ეროვნული სპორტული ფედერაციების და საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის ადმინისტრაციულ ჯგუფები) მიეცეთ ფულადი პრიზები ამ პროგრამის მე-4 მუხლის „1-12“ პუნქტებით განსაზღვრული ოდენობებით.

მუხლი 7. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს XXXI და შემდგომი წლების ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისათვის მზადების ციკლში ახალგაზრდა პერსპექტიულ სპორტსმენთა წახალისების მიზნით, 2014 წლის ნანჯინგის II და შემდგომი წლების მსოფლიო ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მონაწილეთათვის, აგრეთვე, მწვრთნელებისა და ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალისათვის დაწესდეს მიღწეული შედეგების მიხედვით შემდეგი ოდენობის ფულადი პრიზები (ლარებში):

1. სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში:

ა) I ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 42 500;

ბ) II ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 25 500;

გ) III ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 17 000.

2. სპორტის სათამაშო სახეობებში:

ა) I ადგილი - 85 000;

ბ) II ადგილი - 51 000;

გ) III ადგილი - 34 000.

3. სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში:

ა) სპორტსმენთა პირად მწვრთნელებსა და ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებს მიეცეთ თითოეულს პირად შეჯიბრებებში მიღწეული შედეგისათვის სპორტსმენებისათვის განსაზღვრული საპრიზო თანხის 50-50 პროცენტი;

ბ) ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებს მიეცეთ პირად-გუნდურ და გუნდურ პირველობებში მიღწეული შედეგისათვის განსაზღვრული საპრიზო თანხის 50 პროცენტი;

გ) ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალს მიეცეს სპორტსმენთა ჯამური საპრიზო თანხის 30 პროცენტი.

4. ამ მუხლით განსაზღვრული ფულადი პრიზები, შესაბამისი ოდენობებით, ვრცელდება მსოფლიოს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებსა და აგრეთვე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ეგიდით გასამართ მსოფლიოს ახალგაზრდულ პარალიმპიურ თამაშებში მიღწეულ შედეგებზე.

5. მსოფლიოს ზაფხულისა და ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების თითოეულ ლიცენზირებულ მონაწილეზე („ველური ბარათის“ მფლობელის გარდა) შესაბამის ეროვნულ სპორტულ ფედერაციას დამატებით მიეცეს 17 000 ლარი.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის დადგენილება №690 – ვებგვერდი, 23.12.2014

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის დადგენილება №135 – ვებგვერდი, 02.03.2020წ.

მუხლი 7​1. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს XXXI და შემდგომი წლების ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისათვის მზადების ციკლში ახალგაზრდა პერსპექტიულ სპორტსმენთა წახალისების მიზნით, 2015 და შემდგომი წლების ევროპის ახალგაზრდობის ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური ფესტივალების მონაწილეთათვის, აგრეთვე, მწვრთნელების და ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალისათვის დაწესდეს მიღწეული შედეგების მიხედვით შემდეგი ოდენობის ფულადი პრიზები (ლარებში):

1. სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში:

ა) I ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 10 200, გუნდური პირველობა - 20 400;

ბ) II ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 6 800, გუნდური პირველობა - 13 600;

გ) III ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 5 100, გუნდური პირველობა - 10 200.

2. სპორტის სათამაშო სახეობებში:

ა) I ადგილი - 40 800;

ბ) II ადგილი - 27 200;

გ) III ადგილი - 20 400.

3. სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში:

ა) სპორტსმენთა პირად მწვრთნელებსა და ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებს მიეცეთ თითოეულს პირად შეჯიბრებებში მიღწეული შედეგისათვის სპორტსმენებისათვის განსაზღვრული საპრიზო თანხის 50-50 პროცენტი;

ბ) ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებს მიეცეთ პირად-გუნდურ და გუნდურ პირველობებში მიღწეული შედეგისათვის განსაზღვრული საპრიზო თანხის 50 პროცენტი;

გ) ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალს მიეცეს სპორტსმენთა ჯამური საპრიზო თანხის 30 პროცენტი.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის დადგენილება №690 – ვებგვერდი, 23.12.2014

მუხლი 8. სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში მოასპარეზე საქართველოს სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებზე წარმატებით გამოსვლის ხელშეწყობის  მიზნით, აღნიშნულ სახეობებში მოასპარეზე საქართველოს სპორტსმენთა, მათ მწრთვნელთა და აგრეთვე, ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალის წასახალისებლად სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით დაწესდეს შემდეგი ფულადი პრიზები (ლარებში):

1. სამბო:

ა) ეროვნული ნაკრები:

ა.ა.) მსოფლიოს ჩემპიონატი:

I  ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 17 000,

II ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 8 500,

III ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 5 100;

ა.ბ) ევროპის ჩემპიონატი:

I  ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 8 500,

II ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 5 100,

III ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 1 700;

ბ) ახალგაზრდული ნაკრები:

ბ.ა) მსოფლიოს პირველობა:

I  ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 5 100,

II ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 3 400,

III ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 1 700;

ბ.ბ) ევროპის პირველობა:

I  ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 3 400,

II ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 1 700,

III ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) -  850;

გ) ჭაბუკთა ნაკრები:

გ.ა) მსოფლიოს პირველობა:

I  ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 3 400;

გ.ბ) ევროპის პირველობა:

I  ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 1 700;

დ) სპორტსმენთა პირად მწვრთნელებსა და ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებს მიეცეთ თითოეულს პირად შეჯიბრებებში მიღწეული შედეგისათვის განსაზღვრული საპრიზო თანხის 50 პროცენტი;

ე) ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებს მიეცეთ პირად-გუნდურ პირველობებში მიღწეული შედეგისათვის განსაზღვრული საპრიზო თანხის 50 პროცენტი;

ვ) ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალს მიეცეს სპორტსმენთა ჯამური საპრიზო თანხის 20 პროცენტი.

2. მკლავჭიდი:

ა) ეროვნული ნაკრები:

ა.ა.) მსოფლიოს ჩემპიონატი:

I  ადგილი – 17 000,

II ადგილი – 8 500,

III ადგილი – 5 100;

ა.ბ) ევროპის ჩემპიონატი:

I  ადგილი – 8 500,

II ადგილი – 5 100,

III ადგილი – 1 700;

ბ) ახალგაზრდული ნაკრები:

ბ.ა) მსოფლიოს პირველობა:

I  ადგილი – 5 100,

II ადგილი – 3 400,

III ადგილი – 1 700;

ბ.ბ) ევროპის პირველობა:

I  ადგილი – 3 400,

II ადგილი – 1 700,

III ადგილი – 850;

გ) ჭაბუკთა ნაკრები:

გ.ა) მსოფლიოს პირველობა:

I  ადგილი – 3 400;

გ.ბ) ევროპის პირველობა:

I  ადგილი – 1 700;

დ) ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებს მიეცეთ თითოეულს მათი ნაკრები გუნდის სპორტსმენთა   საპრიზო თანხის 50 პროცენტი;

ე) ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალს მიეცეს სპორტსმენთა ჯამური საპრიზო თანხის 20 პროცენტი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი პრიზები ვრცელდება მკლავჭიდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის  გასამართ ანალოგიურ შეჯიბრებებზე მიღწეულ იგივე შედეგებზე.

 4. ჭადრაკი:

 ა) ეროვნული ნაკრები:

 ა.ა) საჭადრაკო ოლიმპიადა:

 I ადგილი – 170 000,

 II ადგილი – 119 000,

 III ადგილი – 85 000,

IV ადგილი – 51 000,

 V ადგილი – 34 000,

 VI ადგილი – 17 000;

ა.ბ) მსოფლიოს ჩემპიონატზე:

I ადგილი პირადი - 34 000, გუნდური - 51 000;

II ადგილი პირადი - 25 500, გუნდური - 34 000;

III ადგილი გუნდური - 51 000;

 ა.გ) ევროპის ჩემპიონატზე:

 I  ადგილი  პირადი – 11 900, გუნდური – 25 500,

 II ადგილი   პირადი – 8 500,  გუნდური – 17 000,

 III ადგილი  პირადი – 5 100, გუნდური – 10 200;

ბ) 20 წლის ასაკობრივ ჯგუფში:

  მსოფლიოს ჩემპიონატზე:

 I  ადგილი – 8 500,

 II ადგილი – 5 100,

 III ადგილი – 3 400;

გ) 16 და 18  წლის ასაკობრივ ჯგუფებში:

 გ.ა) მსოფლიოს ჩემპიონატზე:

 I  ადგილი – 5 100,

 II ადგილი – 3 400,

 III ადგილი – 1 700;

 გ.ბ) ევროპის ჩემპიონატზე:

 I ადგილი – 3 400,

 II ადგილი – 1 700,

 III ადგილი – 850;

დ) სპორტსმენთა პირად მწვრთნელებსა და ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებს მიეცეთ თითოეულს პირად შეჯიბრებებში მიღწეული შედეგისათვის განსაზღვრული საპრიზო თანხის 50-50 პროცენტი;

ე) ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებს მიეცეთ გუნდურ პირველობებში მიღწეული შედეგისათვის განსაზღვრული საპრიზო თანხის 50 პროცენტი.

5. კარატე (სპორტული/კონტაქტური - WKF/WKO ვერსია):

ა) ეროვნული ნაკრები:

ა.ა) მსოფლიოს ჩემპიონატი:

I ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) -17 000;

II ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 8500;

III ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 5100;

ა.ბ) ევროპის ჩემპიონატი:

I ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 8500;

II ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 5100;

III ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 1700;

ბ) ახალგაზრდული ნაკრები (22 წლამდე):

ბ.ა) მსოფლიოს პირველობა:

I ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 5100;

II ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 3400;

III ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) -1700;

ბ.ბ) ევროპის პირველობა:

I ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 3400;

II ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) – 1700;

III ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 850;

გ) ჭაბუკთა ნაკრები:

გ.ა) მსოფლიოს პირველობა:

I ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 3400;

გ.ბ) ევროპის პირველობა:

I ადგილი (პირადი, პირად-გუნდური) - 1700;

დ) სპორტსმენთა პირად მწვრთნელებსა და ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებს მიეცეთ თითოეულს პირად შეჯიბრებებში მიღწეული შედეგისათვის განსაზღვრული საპრიზო თანხის 50-50 პროცენტი;

ე) ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებს მიეცეთ პირად-გუნდურ პირველობებში მიღწეული შედეგისათვის განსაზღვრული საპრიზო თანხის 50 პროცენტი;

ვ) ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალს მიეცეს სპორტსმენთა ჯამური საპრიზო თანხის 20 პროცენტი.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის დადგენილება №690 – ვებგვერდი, 23.12.2014

მუხლი 9. სპორტის სათამაშო სახეობებში მოასპარეზე საქართველოს ნაკრები გუნდების საერთაშორისო შეჯიბრებებზე წარმატებით გამოსვლის ხელშეწყობის  მიზნით, აღნიშნული ნაკრები გუნდების წევრების, მწრთვნელების, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წასახალისებლად, სპორტულ შეჯიბრებებზე მიღწეული შედეგების მიხედვით  დაწესდეს შემდეგი ფულადი პრიზები  (ლარებში):

1. ფეხბურთი:

ა) ეროვნული ნაკრები გუნდი:

ა.ა) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლისათვის – 1 360 000;

ა.ბ) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის – 340 000;

ა.გ) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში საპრიზო ადგილის დაკავებისთვის:

I ადგილი – 3 400 000,

II  ადგილი – 2 550 000,

III  ადგილი – 1  700 000;

ა.დ) ევროპის  ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლისათვის – 850 000;

ა.ე) ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის – 170 000;

ა.ვ) ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში საპრიზო ადგილის დაკავებისთვის:

I ადგილი –1 700 000,

II ადგილი – 1 360 000,

III ადგილი – 1 020 000;

ბ) ახალგაზრდული ნაკრები გუნდი:

ბ.ა) ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლისათვის – 340 000;

ბ.ბ) ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის – 85 000;

ბ.გ) ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში საპრიზო ადგილის დაკავებისთვის:

I ადგილი – 680 000,

II ადგილი – 510 000,

III ადგილი – 340 000;

ბ.დ) ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლების მოპოვებისათვის – 510 000;

გ) ოლიმპიური ნაკრები გუნდი:

გ.ა) ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის  – 170 000;

გ.ბ) ოლიმპიურ თამაშებზე საპრიზო ადგილის დაკავებისთვის:

I ადგილი –1 700 000,

II ადგილი – 1 360 000,

III ადგილი – 1 020 000;

დ) 20-წლამდელთა ნაკრები გუნდი:

დ.ა) მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის – 85 000;

დ.ბ) მსოფლიოს ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის დაკავებისთვის:

I ადგილი – 1 020 000,

II ადგილი – 680 000,

III ადგილი – 510 000;

ე) 19-წლამდელთა ნაკრები გუნდი:

ე.ა)  ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლისათვის – 170 000;

ე.ბ) ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის – 51 000;

ე.გ) ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში საპრიზო ადგილის დაკავებისთვის:

I ადგილი – 510 000,

II ადგილი – 340 000,

III ადგილი – 255 000;

ე.დ) 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლების მოპოვებისათვის – 255 000;

ვ) 17-წლამდელთა ნაკრები გუნდი:

ვ.ა) მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლისათვის – 170 000;

ვ.ბ) მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის – 51 000;

ვ.გ) მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში საპრიზო ადგილის დაკავებისთვის:

I ადგილი – 510 000,

II ადგილი – 340 000,

III ადგილი – 170 000;

ვ.დ) ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლის შემთხვევაში – 85 000;

ვ.ე) ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის – 34 000;

ვ.ვ) ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში საპრიზო ადგილის დაკავებისთვის:

I ადგილი – 255 000,

II ადგილი – 170 000,

III ადგილი – 85 000.

2. კალათბურთი (ეროვნული ნაკრები):

ა) ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლისათვის – 255 000;

ბ) ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის პირველ ეტაპზე ქვეჯგუფში მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის – 85 000;

გ) ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ჯგუფიდან გასვლისათვის – 255 000;

დ) ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ჯგუფიდან გასვლის შემდეგ მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის – 170 000;

ე) ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში საპრიზო ადგილის დაკავებისთვის:

I ადგილი – 850 000;

II ადგილი –  680 000;

III ადგილი –  510 000;

ვ) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში ასპარეზობის უფლების მოპოვებისათვის – 510 000;

ზ) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის პირველ ეტაპზე ქვეჯგუფში მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის  – 170 000;

თ) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის პირველი ეტაპის ქვეჯგუფიდან გასვლისათვის (16 საუკეთესო გუნდში მოხვედრისათვის) – 510 000;

ი) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის პირველი ეტაპის ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ (16 საუკეთესო გუნდში) მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის – 340 000;

კ) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში საპრიზო ადგილის დაკავებისთვის:

I ადგილი –1 700 000;

II ადგილი – 1 360 000;

III ადგილი – 1 020 000.

ლ) ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლების მოპოვებისათვის – 510 000;

მ) ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის – 170 000;

ნ) ოლიმპიურ თამაშებზე საპრიზო ადგილის დაკავებისთვის:

 I ადგილი –1 700 000;

 II ადგილი – 1 360 000;

III ადგილი – 1 020 000.

3. რაგბი:

ა) რაგბი 7-ში კაცთა და ქალთა ეროვნული ნაკრები გუნდები:

ა.ა) ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლების მოპოვებისათვის - 255 000;

ა.ბ) ოლიმპიურ თამაშებზე თითოეული გამარჯვებისათვის - 45 000;

ა.გ) რაგბის ევროპის ფედერაციის (Rugby Europe) ეგიდით ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის - 5 100;

ა.დ) რაგბის ევროპის ფედერაციის (Rugby Europe) ევროპის სერიის საერთო ჯამში საპრიზო ადგილის დაკავებისათვის:

I ადგილი – 425 000;

II ადგილი – 255 000;

III ადგილი – 170 000;

ა.ე) რაგბის საერთაშორისო ფედერაციის (World Rugby) მსოფლიო სერიის შესარჩევ თამაშებზე ასპარეზობის უფლების მოპოვებისათვის - 34 000;

ა.ვ) რაგბის საერთაშორისო ფედერაციის (World Rugby) მსოფლიო სერიის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლების მოპოვებისათვის - 80 000;

ა.ზ) რაგბის საერთაშორისო ფედერაციის (World Rugby) ეგიდით ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის - 7 650;

ა.თ) მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლების მოპოვებისათვის - 170 000;

ა.ი) მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის - 42 500.

ბ) თხუთმეტკაცა რაგბში ეროვნული ნაკრები გუნდი:

ბ.ა)  მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლების მოპოვებისათვის – 680 000;

ბ.ბ) ევროპის ერთა თასის მოპოვებისათვის – 170 000;

ბ.გ) მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე მოპოვებული თითოეული  გამარჯვებისათვის – 170 000;

ბ.დ) რაგბის საერთაშორისო (World Rugby) და ევროპის (Rugby Europe) ფედერაციების ეგიდით ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის - 59 500.

4. ხელბურთი, წყალბურთი, ფრენბურთი:

ა) ეროვნული ნაკრები გუნდი:

ა.ა)  ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლების მოპოვების შემთხვევაში – 340 000;

ა.ბ) ოლიმპიური თამაშების ფინალური ეტაპზე მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის – 85 000;

ა.გ) ოლიმპიურ თამაშებზე საპრიზო ადგილის დაკავებისთვის:

I ადგილი – 850 000,

II ადგილი – 510 000,

III ადგილი –  340 000;

ა.დ) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლისათვის – 255 000;

ა.ე) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის – 85 000;

ა.ვ) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში საპრიზო ადგილის დაკავებისთვის:

I ადგილი – 680 000,

II ადგილი – 340 000,

III ადგილი – 255 000;

ა.ზ) ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლისათვის – 170 000;

ა.თ) ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის – 51 000;

ა.ი) ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში საპრიზო ადგილის დაკავებისთვის:

I ადგილი – 425 000,

II ადგილი – 255 000,

III ადგილი – 170 000;

ბ) ახალგაზრდული ნაკრები გუნდი:

ბ.ა) მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლისათვის – 136 000;

ბ.ბ) მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის – 25 500;

ბ.გ) მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში საპრიზო ადგილის დაკავებისთვის:

I ადგილი – 170 000;

II ადგილი – 119 000;

III ადგილი – 85 000;

ბ.დ)  ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლისათვის – 85 000;

ბ.ე) ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის – 17 000;

ბ.ვ) ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში საპრიზო ადგილის დაკავებისთვის:

I ადგილი – 119 000,

II ადგილი – 85 000,

III ადგილი – 51 000;

გ) ჭაბუკთა ნაკრები გუნდი:

გ.ა) მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლისათვის – 102 000;

გ.ბ) მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის – 17 000;

გ.გ) მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში საპრიზო ადგილის დაკავებისთვის:

I ადგილი – 85 000,

II ადგილი – 51 000,

III ადგილი – 34 000;

გ.დ) ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში გასვლისათვის – 68 000;

გ.ე) ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში მოპოვებული თითოეული გამარჯვებისათვის – 8 500;

გ.ვ) ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში საპრიზო ადგილის დაკავებისთვის:

I ადგილი – 68 000,

II ადგილი – 34 000,

III ადგილი – 25 500.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის დადგენილება №690 – ვებგვერდი, 23.12.2014
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 მარტის დადგენილება №75 - ვებგვერდი, 13.03.2024წ.

მუხლი 9​1. ვეტერან სპორტსმენთა ხელშეწყობის მიზნით, სპორტის ოლიმპიურ სახეობებსა და ჭადრაკში ვეტერანთა შორის შეჯიბრებებზე მიღწეული შედეგებისათვის, აღნიშნულ შეჯიბრებებზე წარმოდგენილი საქართველოს ვეტერანთა ნაკრები გუნდების წევრებისა და მწვრთნელებისთვის დაწესდეს შემდეგი ფულადი პრიზები (ლარში):

1. სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ სახეობებსა და ჭადრაკში:

ა) მსოფლიო ჩემპიონატებზე:

ა.ა) I ადგილი (პირადი) – 15 000;

ა.ბ) II ადგილი (პირადი) – 10 000;

ა.გ) III ადგილი (პირადი) – 5 000;

ბ) ევროპის ჩემპიონატებზე:

ბ.ა) I ადგილი (პირადი) – 10 000;

ბ.ბ) II ადგილი (პირადი) – 7 000;

ბ.გ) III ადგილი (პირადი) – 3 000.

2. სპორტის ოლიმპიურ სათამაშო სახეობებში:

ა) მსოფლიო ჩემპიონატებზე:

ა.ა) I ადგილი − 30 000;

ა.ბ) II ადგილი − 20 000;

ა.გ) III ადგილი − 10 000;

ბ) ევროპის ჩემპიონატებზე:

ბ.ა) I ადგილი − 20 000;

ბ.ბ) II ადგილი − 10 000;

ბ.გ) III ადგილი − 5 000.

3. ამ მუხლით განსაზღვრული ფულადი პრიზები გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამავე მუხლში მითითებული შეჯიბრებები გათვალისწინებულია შესაბამისი სპორტის სახეობის საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის კალენდარული გეგმით.

4. სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ სახეობებსა და ჭადრაკთან მიმართებით, ამ მუხლით დადგენილი ფულადი პრიზები გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ შეჯიბრებაში მონაწილეობს არანაკლებ 20 ქვეყნის წარმომადგენელი და ამ შეჯიბრების ფარგლებში შესაბამის სახეობაში /დისციპლინაში/წონით კატეგორიაში/კონკრეტულ ასპარეზობაში (რომელშიც თამაშდება მედლების ერთი კომპლექტი) მონაწილეობს არანაკლებ 10 ვეტერანი სპორტსმენი (მათ შორის, საქართველოდან არაუმეტეს 3 ვეტერანი სპორტსმენი), ხოლო სპორტის შესაბამისი სახეობის ყველაზე მძიმე წონით კატეგორიაში შეიძლება მონაწილეობდეს არანაკლებ 6 სპორტსმენი და ამ შემთხვევაში, თუკი მონაწილეთა საერთო რაოდენობა არ აღემატება 9 ვეტერან სპორტსმენს, საქართველოდან მონაწილეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2 ვეტერან სპორტსმენს (თუ მონაწილეთა საერთო რაოდენობა 9 ვეტერან სპორტსმენს აღემატება, საქართველოდან მონაწილეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 ვეტერან სპორტსმენს).

5. სპორტის ოლიმპიური სათამაშო სახეობების შეჯიბრებებთან მიმართებით, ამ მუხლით დადგენილი ფულადი პრიზები გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ შეჯიბრებაში მონაწილეობს არანაკლებ 12 ნაკრები გუნდი.

6. ვეტერანთა ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს მიეცეს ფულადი პრიზი:

ა) სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ სახეობებსა და ჭადრაკთან მიმართებით, ვეტერანთა ნაკრები გუნდის წევრების მიერ შესაბამის შეჯიბრებაზე ნაჩვენები ყველაზე მაღალი შედეგისთვის განსაზღვრული ფულადი პრიზის ოდენობით;

ბ) სპორტის ოლიმპიური სათამაშო სახეობების შეჯიბრებებთან მიმართებით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით შესაბამისი შედეგისთვის დაწესებული ფულადი პრიზის 20%-ის ოდენობით.

7. სპორტის ოლიმპიური სათამაშო სახეობების შეჯიბრებებისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი პრიზები ვეტერან სპორტსმენებს შორის გადანაწილდეს სამინისტროსათვის აღნიშნულ სახეობებში საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 მარტის დადგენილება №74 - ვებგვერდი, 18.03.2025წ.

მუხლი 10. სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ (როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის) და არაოლიმპიურ სახეობებში გუნდურ და პირადგუნდურ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისა და სპორტის ცალკეული სათამაშო სახეობისათვის განსაზღვრული ფულადი პრიზები (სპორტსმენებს, მწვრთნელებს, სათამაშო სახეობებში – აგრეთვე საექიმო და ადმინისტრაციულ პერსონალს შორის) გადანაწილდეს სამინისტროსათვის აღნიშნულ სახეობებში საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის დადგენილება №135 – ვებგვერდი, 02.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 მარტის დადგენილება №75 - ვებგვერდი, 13.03.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 მარტის დადგენილება №74 - ვებგვერდი, 18.03.2025წ.

მუხლი 11. საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ეგიდით გასამართ გუნდურ და პირადგუნდურ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისათვის ფულადი პრიზები (სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს შორის) გადანაწილდეს სამინისტროსათვის ა(ა)იპ – საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის დადგენილება №135 – ვებგვერდი, 02.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 მარტის დადგენილება №75 - ვებგვერდი, 13.03.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 მარტის დადგენილება №74 - ვებგვერდი, 18.03.2025წ.

მუხლი 12. სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ (როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის) და არაოლიმპიურ სახეობებსა და საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ეგიდით გასამართ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით საექიმო პერსონალისათვის განსაზღვრული თანხები გადანაწილდეს სამინისტროსათვის ა(ა)იპ – საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის დადგენილება №135 – ვებგვერდი, 02.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 მარტის დადგენილება №75 - ვებგვერდი, 13.03.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 მარტის დადგენილება №74 - ვებგვერდი, 18.03.2025წ.

მუხლი 13

1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება:

ა) გარდა ამ პროგრამით განსაზღვრული ფულადი პრიზებისა, დამატებითი ფულადი პრიზების გაცემის შესახებ, ამავე პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევისთვის;

ბ) ამ პროგრამით გათვალისწინებულ შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის ფულადი პრიზების გაცემის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ შეჯიბრებებში ვერ იქნა მიღწეული ამავე პროგრამით გათვალისწინებული შედეგები;

გ) იმ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისათვის ფულადი პრიზების გაცემის შესახებ, რომლისთვისაც ამ პროგრამით არ არის გათვალისწინებული ფულადი პრიზების გაცემა.

2. ამ პროგრამით გათვალისწინებული ფულადი პრიზების გაცემას, მათ შორის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამინისტრო.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 17 მარტის დადგენილება №74 - ვებგვერდი, 18.03.2025წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №39, 06.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 460080000.10.003.017575 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2186543-4/