წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
წყალდაცვითი ზოლის შესახებ
წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს ზედაპირული წყლის ობიექტების წყალდაცვითი ზოლების საზღვრების დადგენის წესს, არეგულირებს საქმიანობის რეჟიმს ამ ზოლში წყლის რესურსების დაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად და სავალდებულოა როგორც სახელმწიფო ორგანოებისთვის, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.
1. წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები.
2. ზედაპირული წყლის ობიექტების წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მათი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების დაბინძურების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად.
3. მდინარეების წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, კალაპოტის მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბო ფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, წყაროები და მცირე შენაკადები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან მდინარეთა ნაპირებს.
4. მდინარეების წყალდაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით:
ა) 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარეებისთვის - 10 მეტრი.
ბ) 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარეებისთვის - 20 მეტრი.
გ) 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარეებისთვის - 30 მეტრი.
დ) 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარეებისათვის - 50 მეტრი.
5. ტბებისა და წყალსაცავების წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილი იქნეს შემაღლებული და ციცაბო ფერდობიანი ნაპირები, აგრეთვე ხევები, წყაროები და მცირე შენაკადები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან ტბებისა და წყალსაცავების ნაპირებს.
6. იმ ტბებისა და წყალსაცავებისათვის, რომლებიც არ გამოიყენება სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგებისათვის, წყალდაცვითი ზოლის სიგანე განისაზღვრება:
ა) წყლის მაქსიმალური ზვირთცემისას წყლით დაფარული შესაბამისი სანაპირო ხაზის კიდიდან 300 მეტრით, გარდა ამ მუხლის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ბ) სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელი ობიექტებისათვის, წყლის მაქსიმალური ზვირთცემისას წყლით დაფარული შესაბამისი სანაპირო ხაზის კიდიდან არანაკლებ 30 მეტრით.
7. მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლის სიგანე აითვლება არხის ნაპირებიდან არანაკლებ 4 მეტრისა ორივე მხარეს და დგინდება თითოეული კონკრეტული არხისთვის საქართველოს სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
1. წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში აკრძალულია:
ა) მშენებლობა ან მოქმედი საწარმოების გაფართოება და რეკონსტრუქცია, გარდა კანონით პირდაპირ დადგენილი შემთხვევებისა;
ბ) საჰაერო დაფრქვევის გზით მრავალწლოვანი ნარგავების, ნათესი კულტურებისა და ტყის სავარგულების შხამქიმიკატებით შეწამვლა;
გ) მინერალური სასუქებისა და შხამქიმიკატების, აგრეთვე სხვადასხვაგვარი საყოფაცხოვრებო, სამეურნეო და სამრეწველო ნარჩენების შენახვა-დაგროვება, დასაწყობება ან დამარხვა;
დ) ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატების, აგრეთვე ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენება და მათი შესანახი საწყობების განთავსება;
ე) სასაფლაოებისა და ცხოველთა სამარხების მოწყობა;
ვ) სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებების რეცხვა;
ზ) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საცავი ობიექტების (გარდა შიდა წყლის ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ნავთობპროდუქტების საწყობებისა), ავტოგასამართი სადგურების, სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების ობიექტების აგება;
თ) მეცხოველეობის, მეღორეობისა და მეფრინველეობის ფერმების, ობიექტების, კომპლექსების, მათ შორის, ნაკელსაცავებისა და წუნწუხშემკრებების აგება;
ი) ხემცენარეების ჭრა, გადარგვა და გატანა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი პროექტის ან/და თანხმობის გარეშე.
2. წყალდაცვით ზოლში დაშვებულია არსებული საწარმოს ექსპლუატაციის პირობის/ტექნოლოგიური სქემის ცვლილება ან/და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა, თუ ის მიერთებულია კანალიზაციის ცენტრალიზებულ სისტემასთან ან აღჭურვილია/აღიჭურვება შესაბამისი რეზერვუარებით ან/და სანიაღვრე წყლების საკანალიზაციო სისტემებით ან/და სხვა მოწყობილობებით, რომლებიც გამორიცხავენ წყლის ობიექტის დაბინძურებასა და დანაგვიანებას, აგრეთვე არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტის ექსპლუატაციის პირობის ცვლილება/მოდერნიზაცია.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №477 – ვებგვერდი, 29.09.2021წ.
1. წყლის ობიექტებში და წყალდაცვით ზოლებში მშენებლობა, ფსკერის დაღრმავება და ასაფეთქებელი სამუშაოები, სასარგებლო წიაღისეულის, ტორფის, საპროპელის, დაძირული მერქნის მოპოვება, კაბელის, მილსადენისა და სხვა კომუნიკაციების გაყვანა, ტყის ჭრა (გარდა მოვლითი ჭრებისა), ბურღვითი და სხვა საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. წყლის ობიექტებზე და წყალდაცვით ზოლებში განლაგებული ჰიდროტექნიკური ნაგებობანი, როგორც წესი, უნდა აღიჭურვონ სათანადო ტექნიკური საშუალებებით, რათა მთლიანად გამოირიცხოს მდინარის დაბინძურებისა და დანაგვიანების შესაძლებლობა.
3. წყალდაცვითი ზოლის ტყეებში აკრძალულია ყოველგვარი ჭრა, გარდა მოვლითი ჭრებისა და ნებადართულია მხოლოდ იმ სატყეო - სამეურნეო ღონისძიებათა ჩატარება, რომლებიც არ იწვევენ წყლის ობიექტების დაბინძურებას, დანაგვიანებას ან/და დაშრობას.
4. ქალაქებში, დაბებსა და სოფლის ტიპის დასახლებულ პუნქტებში ზედაპირული წყლის ობიექტების წყალდაცვითი ზოლის დადგენა ხორციელდება გენერალური გეგმების შესაბამისად, რომლებშიც გადაწყვეტილია გარემოს დაცვის ყველა საინჟინრო, სანიტარიული და ჰიგიენური საკითხი.
5. წყალდაცვით ზოლში დაშვებულ საქმიანობაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებააღმჭურველი აქტების გაცემის პროცესში დაცული უნდა იყოს „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
6. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში არსებული წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში საქმიანობა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით.

წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში ტყითსარგებლობას აკონტროლებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დაცული ტერიტორიების სააგენტო, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია, შეაჩეროს ან აკრძალოს ტყით სარგებლობა, თუ ეს უარყოფითად მოქმედებს წყლის მდგომარეობაზე.

1. წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში მიწის ნაკვეთების საკუთრებაში და სარგებლობაში გადაცემისა და ტყითსარგებლობის წესებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.
2. წყალდაცვითი ზოლის მიწები შეიძლება გადაეცეს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ან სარგებლობაში მიწის კანონმდებლობით დადგენილი წესით და “წყლის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის პირობით.
3. “წყლის შესახებ” საქართველოს კანონით და ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება ფიზიკური და იურიუდიული პირების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე, თუ ეს მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი დადგენილი წყალდაცვითი ზოლის ფარგლებშია.
წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში მიწის გამოყენებას აკონტროლებენ სამინისტრო და ამისთვის უფლებამოსილი სხვა სახელმწიფო ორგანოები.

1. პასუხისმგებლობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს სამართალდამრღვევს სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურებისაგან.
1
1
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №440
2013 წლის 31 დეკემბერი
ქ.თბილისი
წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
+
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების საფუძველზე,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი ,,წყალდაცვითი ზოლის შესახებ“.
+
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წყალდაცვითი ზოლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1998 წლის 7 მაისის №59 ბრძანება.
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
ტექნიკური რეგლამენტი
წყალდაცვითი ზოლის შესახებ
მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების საგანი🔗
წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს ზედაპირული წყლის ობიექტების წყალდაცვითი ზოლების საზღვრების დადგენის წესს, არეგულირებს საქმიანობის რეჟიმს ამ ზოლში წყლის რესურსების დაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად და სავალდებულოა როგორც სახელმწიფო ორგანოებისთვის, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.
მუხლი 2. ძირითადი დებულებები🔗
1. წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები.
2. ზედაპირული წყლის ობიექტების წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მათი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების დაბინძურების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად.
3. მდინარეების წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, კალაპოტის მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბო ფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, წყაროები და მცირე შენაკადები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან მდინარეთა ნაპირებს.
4. მდინარეების წყალდაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით:
ა) 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარეებისთვის - 10 მეტრი.
ბ) 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარეებისთვის - 20 მეტრი.
გ) 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარეებისთვის - 30 მეტრი.
დ) 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარეებისათვის - 50 მეტრი.
5. ტბებისა და წყალსაცავების წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილი იქნეს შემაღლებული და ციცაბო ფერდობიანი ნაპირები, აგრეთვე ხევები, წყაროები და მცირე შენაკადები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან ტბებისა და წყალსაცავების ნაპირებს.
6. იმ ტბებისა და წყალსაცავებისათვის, რომლებიც არ გამოიყენება სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგებისათვის, წყალდაცვითი ზოლის სიგანე განისაზღვრება:
ა) წყლის მაქსიმალური ზვირთცემისას წყლით დაფარული შესაბამისი სანაპირო ხაზის კიდიდან 300 მეტრით, გარდა ამ მუხლის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ბ) სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელი ობიექტებისათვის, წყლის მაქსიმალური ზვირთცემისას წყლით დაფარული შესაბამისი სანაპირო ხაზის კიდიდან არანაკლებ 30 მეტრით.
7. მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლის სიგანე აითვლება არხის ნაპირებიდან არანაკლებ 4 მეტრისა ორივე მხარეს და დგინდება თითოეული კონკრეტული არხისთვის საქართველოს სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
7. მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლის სიგანე აითვლება არხის ნაპირებიდან არანაკლებ 4 მეტრისა ორივე მხარეს და დგინდება თითოეული კონკრეტული არხისთვის საქართველოს სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
მუხლი 3. წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში მოქმედი აკრძალვები🔗
1. წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში აკრძალულია:
წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში აკრძალულია:
ა) მშენებლობა ან მოქმედი საწარმოების გაფართოება და რეკონსტრუქცია, გარდა კანონით პირდაპირ დადგენილი შემთხვევებისა;
ბ) საჰაერო დაფრქვევის გზით მრავალწლოვანი ნარგავების, ნათესი კულტურებისა და ტყის სავარგულების შხამქიმიკატებით შეწამვლა;
ბ) საჰაერო დაფრქვევის გზით მრავალწლოვანი ნარგავების, ნათესი კულტურებისა და ტყის სავარგულების შეწამვლა შხამქიმიკატებით;
გ) მინერალური სასუქებისა და შხამქიმიკატების, აგრეთვე სხვადასხვაგვარი საყოფაცხოვრებო, სამეურნეო და სამრეწველო ნარჩენების შენახვა-დაგროვება, დასაწყობება ან დამარხვა;
გ) შხამქიმიკატებისა და მინერალური სასუქების, აგრეთვე, სხვადასხვაგვარი საყოფაცხოვრებო, სამეურნეო და სამრეწველო ნარჩენების შენახვა - დაგროვება, დასაწყობება ან დამარხვა;
დ) ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატების, აგრეთვე ფეთქებადი ნივთიერებების გამოყენება და მათი შესანახი საწყობების განთავსება;
დ) ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენება;
ე) სასაფლაოებისა და ცხოველთა სამარხების მოწყობა;
ე) სასაფლაოების და ცხოველთა სამარხების მოწყობა.
ვ) სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებების რეცხვა;
ზ) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საცავი ობიექტების (გარდა შიდა წყლის ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ნავთობპროდუქტების საწყობებისა), ავტოგასამართი სადგურების, სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების ობიექტების აგება;
თ) მეცხოველეობის, მეღორეობისა და მეფრინველეობის ფერმების, ობიექტების, კომპლექსების, მათ შორის, ნაკელსაცავებისა და წუნწუხშემკრებების აგება;
ი) ხემცენარეების ჭრა, გადარგვა და გატანა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი პროექტის ან/და თანხმობის გარეშე.
2. წყალდაცვით ზოლში დაშვებულია არსებული საწარმოს ექსპლუატაციის პირობის/ტექნოლოგიური სქემის ცვლილება ან/და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა, თუ ის მიერთებულია კანალიზაციის ცენტრალიზებულ სისტემასთან ან აღჭურვილია/აღიჭურვება შესაბამისი რეზერვუარებით ან/და სანიაღვრე წყლების საკანალიზაციო სისტემებით ან/და სხვა მოწყობილობებით, რომლებიც გამორიცხავენ წყლის ობიექტის დაბინძურებასა და დანაგვიანებას, აგრეთვე არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტის ექსპლუატაციის პირობის ცვლილება/მოდერნიზაცია.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №477 – ვებგვერდი, 29.09.2021წ.
მუხლი 4. წყლის ობიექტებში და წყალდაცვით ზოლებში მოქმედი სპეციალური მოთხოვნები🔗
1. წყლის ობიექტებში და წყალდაცვით ზოლებში მშენებლობა, ფსკერის დაღრმავება და ასაფეთქებელი სამუშაოები, სასარგებლო წიაღისეულის, ტორფის, საპროპელის, დაძირული მერქნის მოპოვება, კაბელის, მილსადენისა და სხვა კომუნიკაციების გაყვანა, ტყის ჭრა (გარდა მოვლითი ჭრებისა), ბურღვითი და სხვა საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. წყლის ობიექტებზე და წყალდაცვით ზოლებში განლაგებული ჰიდროტექნიკური ნაგებობანი, როგორც წესი, უნდა აღიჭურვონ სათანადო ტექნიკური საშუალებებით, რათა მთლიანად გამოირიცხოს მდინარის დაბინძურებისა და დანაგვიანების შესაძლებლობა.
3. წყალდაცვითი ზოლის ტყეებში აკრძალულია ყოველგვარი ჭრა, გარდა მოვლითი ჭრებისა და ნებადართულია მხოლოდ იმ სატყეო - სამეურნეო ღონისძიებათა ჩატარება, რომლებიც არ იწვევენ წყლის ობიექტების დაბინძურებას, დანაგვიანებას ან/და დაშრობას.
4. ქალაქებში, დაბებსა და სოფლის ტიპის დასახლებულ პუნქტებში ზედაპირული წყლის ობიექტების წყალდაცვითი ზოლის დადგენა ხორციელდება გენერალური გეგმების შესაბამისად, რომლებშიც გადაწყვეტილია გარემოს დაცვის ყველა საინჟინრო, სანიტარიული და ჰიგიენური საკითხი.
5. წყალდაცვით ზოლში დაშვებულ საქმიანობაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებააღმჭურველი აქტების გაცემის პროცესში დაცული უნდა იყოს „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
6. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში არსებული წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში საქმიანობა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №477 – ვებგვერდი, 29.09.2021წ.
მუხლი 5. წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში ტყითსარგებლობის კონტროლი🔗
წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში ტყითსარგებლობას აკონტროლებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დაცული ტერიტორიების სააგენტო, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია, შეაჩეროს ან აკრძალოს ტყით სარგებლობა, თუ ეს უარყოფითად მოქმედებს წყლის მდგომარეობაზე.
წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში ტყითსარგებლობას აკონტროლებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ეროვნული სატყეო სააგენტო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცული ტერიტორიების სააგენტო, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი, წესით, უფლებამოსილია შეაჩეროს ან აკრძალოს ტყით სარგებლობა, თუ ეს უარყოფითად მოქმედებს წყლის მდგომარეობაზე
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №477 – ვებგვერდი, 29.09.2021წ.
მუხლი 6. წყალდაცვითი ზოლის მიწის ნაკვეთების საკუთრებაში, სარგებლობაში გადაცემისა და ტყითსარგებლობის წესი🔗
1. წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში მიწის ნაკვეთების საკუთრებაში და სარგებლობაში გადაცემისა და ტყითსარგებლობის წესებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.
2. წყალდაცვითი ზოლის მიწები შეიძლება გადაეცეს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ან სარგებლობაში მიწის კანონმდებლობით დადგენილი წესით და “წყლის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების დაცვის პირობით.
3. “წყლის შესახებ” საქართველოს კანონით და ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება ფიზიკური და იურიუდიული პირების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე, თუ ეს მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი დადგენილი წყალდაცვითი ზოლის ფარგლებშია.
მუხლი 7. წყალდაცვით ზოლში მიწის გამოყენების კონტროლი🔗
წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში მიწის გამოყენებას აკონტროლებენ სამინისტრო და ამისთვის უფლებამოსილი სხვა სახელმწიფო ორგანოები.
წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში მიწის გამოყენებას აკონტროლებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და სხვა ამისთვის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №477 – ვებგვერდი, 29.09.2021წ.
მუხლი 8. პასუხისმგებლობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევისათვის🔗
1. პასუხისმგებლობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
1. პასუხისმგებლობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს სამართალდამრღვევს სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურებისაგან.
2. სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს სამართალდამრღვევს სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურებისაგან.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, №440, 31.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017640 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2187020-1/