გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №17 |
|
2014 წლის 3 იანვარი ქ.თბილისი |
ა) საწარმოო და არასაწარმო ობიექტების ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების ტექნიკური რეგლამენტი (დანართი 1);
ბ) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტი (დანართი 2);
გ) ტექნიკური რეგლამენტი ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი საქმიანობებისთვის (დანართი 3);
დ) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის ფორმა (დანართი 4).
|
ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების
ტექნიკური რეგლამენტი
1. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ყველა იმ საწარმოო და არასაწარმო ობიექტებზე, რომლებიც ახორციელებენ ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვებას და რომელთა საქმიანობაც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას.
2. საწარმოო და არასაწარმო ობიექტების ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების ტექნიკური რეგლამენტი დგინდება ჩამდინარე წყალში შესაბამისი ინგრედიენტისათვის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის განსაზღვრით და მდგომარეობს შემდეგში:
3. მე-2 პუნქტში მოყვანილ ცხრილში ნიშანი - *-ით აღნიშნული ინგრედიენტების ჩაშვევის პირობები არ ვრცელდება იმ წყალმოსარგებლეებზე (პროფილისა და წარმადობის მიუხედავად), რომელთა ჩამდინარე წყლები ჩაედინება ზედაპირული წყლის ობიექტში ან წყლის ობიექტის გარკვეულ მონაკვეთზე, რომელიც განსაზღვრულია როგორც დაცული ზონა, ანუ რომელიც: ა) განკუთვნილია წყალაღებისთვის მოსახლეობის წყალმომარაგების მიზნით; ბ) განკუთვნილია ეკონომიკურად მნიშვნელოვანი წყლის მობინადრეების სახეობების დაცვისათვის; გ) განკუთვნილია მოსახლეობის დასვენებისათვის. 4. მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წყალმოსარგებლე ვალდებულია ჩამდინარე წყლის ხარისხი მოიყვანოს შესაბამისობაში კანონმდებლობით დადგენილ ზედაპირული წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებთან. 5. ზედაპირული წყლის ობიექტებში არ შეიძლება ჩაშვებულ იქნეს ისეთი დამაბინძურებელი ნივთიერებები, რომელთათვისაც არ არის დადგენილი ზედაპირული წყლის ობიექტებში ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები, ან არ არსებობს ანალიტიკური კვლევის მეთოდები. 6. ზედაპირული წყლის ობიექტებში დაუშვებელია გაუწმენდავი ან არასაკმარისად გაწმენდილი და ინფექციური დაავადებების გამომწვევების შემცველი ჩამდინარე წყლების ჩაშვება. დანართი 2 ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტი 1. ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ყოველი ამოღებისას, ცალკეული წყალმოსარგებლე, რომლის საქმიანობა არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას, შეიმუშავებს ,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის პროექტს”, რომელსაც ითანხმებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი. 2. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტი დგინდება 5 წელიწადში ერთხელ. 3. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის ფორმა განსაზღვრულია დანართი 4-ით. დანართი 3 ტექნიკური რეგლამენტი ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი საქმიანობებისთვის 1. ტექნიკური რეგლამენტი მტკიცდება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ყველა იმ საქმიანობისთვის, რომლებიც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას. 2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების იმ საქმიანობების, რომლებიც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას. განმახორციელებელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის სავალდებულოა შემუშავდეს “ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში”, “ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. ტექნიკური რეგლამენტით დგინდება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ცალკეულ გაფრქვევის წყაროში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობები. 4. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ცალკეულ გაფრქვევის მილში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობები (Cx, მგ/მ3) გაფრქვევის მილის სიმაღლის (H, მ), გაფრქვევის მილის დიამეტრის (D, მ) და მავნე ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაციისგან (Cმ, მგ/მ3) დამოკიდებულებით განისაზღვრება შემდეგი ფორმულით: Cx=30Cm(H+D)/D,
სადაც მავნე ნივთიერებათა მაქსიმალური კონცენტრაციის მნიშვნელობები აიღება შემდეგი ცხრილის მიხედვით: 5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ სტაციონარულ ობიექტში რამდენიმე გაფრქვევის მილის არსებობის შემთხვევაში და ამავე დროს, ორი ან ორზე მეტი მათგანიდან ერთიდაიგივე სახეობის მავნე ნივთიერების გაფრქვევისას, მე-5 პუნქტის თანახმად, ცალკეულ გაფრქვევის მილში განსაზღვრული მავნე ნივთიერების გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობა მცირდება იმდენჯერ, რამდენი გაფრქვევის მილიცაა იმავე სახეობის მავნე ნივთიერების გაფრქვევით სტაციონარულ ობიექტში. 6. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში გაფრქვევის მილის გარეშე მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემთხვევაში, თითოეულ ამ წყაროსთვის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის მაქსიმალურ მნიშვნელობებად აიღება მე-2 პუნქტში წარმოდგენილ დოკუმენტში დადგენილ შესაბამის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის მაჩვენებლები. დანართი 4
ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის ფორმა შეთანხმებულია ______________________________ ______________________________ ______________________________ (უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა) ______________________________ (უფლებამოსილი პირის ხელმოწერა) “______” “_____________” 20____ წ.
მოქმედების ვადა ______________ ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღებაზე 20 – 20– წლების პერიოდისათვის საწარმოს დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ადგილმდებარეობა, მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––– გამოშვებული პროდუქცია (რაოდენობა წელიწადში) ––––––––––––– მუშაობის რეჟიმი (სამუშაო დღეების რაოდენობა/წელ., სამუშაო საათების რაოდენობა/დღ.) –––––––––––––––––––––––––––––––––– ზედაპირული წყლის ობიექტი, საიდანაც ხდება წყლის ამოღება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– წყლის ამოღების წერტილი (მანძილი შესართავიდან, კმ) _________________________ ამოღებული წყლის რაოდენობა: ათასი კუბ.მ
საწარმოს ხელმძღვანელი ___________________________ ____________________________ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
“_____” “________________” 20 წ. ბ.ა. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.08.2025.
- როდის იქნა მიღებული „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“?
- „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 03.01.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.017608.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 7 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.08.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.08.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“, №17, 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017608 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2189418/