საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (34)
შემდგომი ცვლილებები (32)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
5
+
საქართველოს მთავრობის დადგენილება №46 2014 წლის 10 იანვარი ქ.თბილისიპროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების საფუძველზე:
+
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტი“.
+
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანება.
2. ამ დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის ამოქმედებამდე არსებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების ფორმები ინარჩუნებენ ძალას მათი მარაგის სრულ ამოწურვამდე.
3. ამ რეგლამენტით დამტკიცებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების ფორმების ნუმერაცია გაგრძელდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების ფორმის ბოლო ნომრიდან.
4. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის, როგორც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციაში გატარების მიზნით, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ უწყებებთან შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.
საქართველოს მთავრობის 201 4 წლის 17 იანვრის დადგენილება №90 – ვებგვერდი, 21.01.2014წ.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის №96 ბრძანება.
+
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, №46, 10.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017666 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2193366-2/