ეკონომიკური საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების თაობზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ა) საორგანიზაციო სამსახური;
ბ) ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის სამსახური;
გ) ეკონომიკური განვითარების სამსახური;
დ) საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური;
ე) იურიდიული სამსახური.
საორგანიზაციო სამსახური უზრუნველყოფს საბჭოს სხდომებისა და აპარატის ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას, ურთიერთობების კოორდინაციას, საბჭოს მიერ მიღებულ დავალებათა შესრულების კონტროლს. ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის სამსახური შეისწავლის და აანალიზებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და პერსპექტივებს; საბჭოსათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ინფორმაციის მოძიებასა და ანალიზს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროგნოზირებას; ეკონომიკური საფრთხეების გამოვლენისა და მათი თავიდან აცილების შესახებ შეიმუშავებს გასატარებელ ღონისძიებათა გეგმას და წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს; საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენას. ეკონომიკური განვითარების სამსახური კოორდინაციას უწევს ქვეყნის ეკონომიკის სტრატეგიული და სხვა სახის დოკუმენტების შემუშავებას; შესაბამის უწყებებთან ერთად შეიმუშავებს და კოორდინაციას უწევს ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებას; ახორციელებს ცალკეული სახელმწიფო უწყებების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმების ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის განმსაზღვრელ დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლს; უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზის მომზადებას და ეკონომიკური გარემოს ცვლილებებიდან გამომდინარე შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს, რომლებსაც წარუდგენს საბჭოს განსახილველად. საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური განსაზღვრავს ქვეყნის წინაშე მდგარ საგარეო ეკონომიკურ ამოცანებს და მათზე რეაგირების სტრატეგიას; შეიმუშავებს და ხელს უწყობს საქართველოს ხელსაყრელი ეკონომიკური რეპუტაციის ფორმირებას საერთაშორისო ასპარეზზე; წარმოადგენს საბჭოს უცხო ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. იურიდიული სამსახური კოორდინაციას უწევს ეკონომიკურ სფეროში სახელმწიფოს ერთიანი სამართლებრივი პოლიტიკის ფორმირებას და შემდგომში მისი განხორციელების პროცესს; შეიმუშავებს და მონაწილეობს ნორმატიული თუ სხვა სახის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში.
აპარატის უფლებამოსილებებია:
ა) საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური, სამართლებრივი და ანალიტიკური მხარდაჭერა, ქვეყნის ეკონომიკურ სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესის კოორდინაცია და მიღებული გადაწყვეტილების შესრულების კონტროლი;
ბ) ქვეყნის ეკონომიკის სფეროში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების კოორდინაცია და ორგანიზება;
გ) ქვეყნის ეკონომიკის სფეროში არსებული მდგომარეობის, საშინაო და საგარეო ვაჭრობის ძირითადი მიმართულებებისა და გამოწვევების შეფასებისა და პროგნოზირების უზრუნველყოფა;
დ) ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საბჭოს ინფორმაციული და ანალიტიკური უზრუნველყოფა ქვეყნის ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ვ) ქვეყნის ეკონომიკურ სფეროში შესაბამისი სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია;
ზ) ეკონომიკურ სფეროში საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების საერთო კონტროლი;
თ) შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება;
ი) საბჭოს სხდომებისა და სხდომის ოქმების მომზადება, ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა;
კ) საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საბჭოს გადაწყვეტილებათა აღსრულების მდგომარეობის შეფასებისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების უზრუნველყოფა;
ლ) საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის;
მ) სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა;
ნ) ეკონომიკის სფეროში სახელმწიფო სტრუქტურების უწყებათაშორისი თანამშრომლობის ორგანიზება.
ა) უზრუნველყოფს საბჭოს საქმიანობის ორგანიზებას და ხელს აწერს საბჭოს სხდომის ოქმს;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მუდმივი და დროებითი უწყებათაშორისი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის თაობაზე;
გ) კოორდინაციას უწევს მუდმივი და დროებითი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას;
დ) აპარატის საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა;
ე) უფლებამოსილია ცალკეულ დავალებათა შესრულების ვადით საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები/ექსპერტები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები;
ვ) ასრულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
აპარატის გაუქმება ან მის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
|
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ეკონომიკური საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების თაობზე“, №48, 13.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017668 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2194500-1/