საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემუშავების მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (2013 წლის 20 სექტემბერი, №1154-Iს) მე-2 მუხლის 11 პუნქტის გათვალისწინებითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑6 მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
|
|
დებულება
1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს (შემდგომში – საბჭო) მიზანია შეიმუშავოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგია.
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
საბჭოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საზღვრის დაცვის სისტემის რეფორმირებისა და აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის კუთხით საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად წინადადებების მოამზადება;
ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა;
გ) საზღვრის დაცვის სფეროში არსებული ვითარების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
დ) სახელმწიფო საზღვრის რეფორმის სფეროში განხორციელებული, მიმდინარე თუ დაგეგმილი საერთაშორისო (ორმხრივი თუ მრავალმხრივი) დახმარების პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი დასკვნების შემუშავება.
1. საბჭო უფლებამოსილია:
ა) გამოითხოვოს, მოისმინოს და განიხილოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის სფეროში მონაწილე უწყებათა ანგარიშები და მათი ანალიზის საფუძველზე საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად შეიმუშავოს რეკომენდაციები და წინადადებები;
ბ) მოამზადოს წინადადებები საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
გ) მოიწვიოს ექსპერტები საქართველოს საზღვრის დაცვის სისტემის რეფორმირების საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შესამუშავებლად;
დ) საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად შეიმუშავოს რეკომენდაციები შესაბამის სფეროში სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს საქმიანი ურთიერთობა საზღვარგარეთის ანალოგიური პროფილის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
2. საბჭო ვალდებულია, 2014 წლის 1 მარტამდე შეიმუშავოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგია.
1. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. საბჭოს წარმოადგენს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე.
3. საბჭოს თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს საბჭოს მუშაობას, უძღვება საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგსა და საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები, ასევე, იწვევს რიგგარეშე სხდომებს.
4. კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც.
5. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭო.
6. საბჭოს მდივანი ხელმოსაწერად ამზადებს საბჭოს სხდომის ოქმებს და უგზავნის საოქმო ჩანაწერს საბჭოს წევრებს; ატყობინებს მათ სხდომის ჩატარების თარიღს და უგზავნის სხდომის დღის წესრიგს.
7. საბჭოს ყველა წევრი უფლებამოსილია, საბჭოს თავმჯდომარეს სხდომის მოწვევამდე წერილობით წარუდგინოს დღის წესრიგში შესატან საკითხთა ნუსხა. გამონაკლის შემთხვევებში, საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები.
8. საბჭოს თითოეულ წევრს გააჩნია თანაბარი უფლებები.
9. საბჭოს სხდომები იმართება არანაკლებ 10 დღეში ერთხელ.
10. რიგგარეშე სხდომების მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან საბჭოს ერთ-ერთი წევრის (წევრების) წერილობითი თხოვნის საფუძველზე.
11. საბჭოს წევრებისათვის საბჭოს სხდომაზე დასწრება სავალდებულოა. საბჭოს წევრის მიერ უფლებამოსილების დელეგირება დაუშვებელია.
12. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი ვერ ესწრება სხდომას, იგი ვალდებულია, წინასწარ წერილობითი ფორმით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს. ამასთან, საბჭოს წევრი უფლებამოსილია, წერილობით დააფიქსიროს თავისი პოზიცია დღის წესრიგში შეტანილ თითოეულ საკითხთან მიმართებაში.
13. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კოლეგიური წესით, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
14. საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. საბჭოს მდივანს ირჩევს საბჭო.
საბჭოს გაუქმება, აგრეთვე მის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №49
2014 წლის 14 იანვარი
ქ.თბილისი
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ
+
მუხლი 1
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემუშავების მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (2013 წლის 20 სექტემბერი, №1154-Iს) მე-2 მუხლის 11 პუნქტის გათვალისწინებითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑6 მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემუშავების მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (2013 წლის 20 სექტემბერი, №1154-Iს) მე-2 მუხლის 11 პუნქტის გათვალისწინებითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე;
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;
–
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი;
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე;
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, საბჭოს თავმჯდომარე
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
–
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი;
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის დადგენილება №150 – ვებგვერდი, 18.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №439 – ვებგვერდი, 27.08.2018წ.
–
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი
გიორგი თაბუაშვილი–
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე–
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
ირაკლი გეგეჭკორი–
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
თამარ ბერუჩაშვილი–
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური–
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.+
მუხლი 2
დამტკიცდეს საბჭოს თანდართული დებულება.
+
დაევალოს საბჭოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის 2014 წლის 1 მარტამდე შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა.
მუხლი 3. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №439 – ვებგვერდი, 27.08.2018წ.
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს დებულება
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს (შემდგომში – საბჭო) მიზანია შეიმუშავოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგია.
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
მუხლი 2. საბჭოს ამოცანები და ფუნქციები🔗
საბჭოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საზღვრის დაცვის სისტემის რეფორმირებისა და აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის კუთხით საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად წინადადებების მოამზადება;
ა) საზღვრის დაცვის სისტემის რეფორმირებისა და აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით მომზადებული წინადადებების საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;
ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა;
გ) საზღვრის დაცვის სფეროში არსებული ვითარების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
დ) სახელმწიფო საზღვრის რეფორმის სფეროში განხორციელებული, მიმდინარე თუ დაგეგმილი საერთაშორისო (ორმხრივი თუ მრავალმხრივი) დახმარების პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი დასკვნების შემუშავება.
დ) სახელმწიფო საზღვრის მართვის სფეროში დონორი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №439 – ვებგვერდი, 27.08.2018წ.
მუხლი 3. საბჭოს უფლება-მოვალეობანი🔗
1. საბჭო უფლებამოსილია:
ა) გამოითხოვოს, მოისმინოს და განიხილოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის სფეროში მონაწილე უწყებათა ანგარიშები და მათი ანალიზის საფუძველზე საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად შეიმუშავოს რეკომენდაციები და წინადადებები;
ბ) მოამზადოს წინადადებები საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
გ) მოიწვიოს ექსპერტები საქართველოს საზღვრის დაცვის სისტემის რეფორმირების საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შესამუშავებლად;
დ) საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად შეიმუშავოს რეკომენდაციები შესაბამის სფეროში სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს საქმიანი ურთიერთობა საზღვარგარეთის ანალოგიური პროფილის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს საქმიანი ურთიერთობა საზღვარგარეთის ანალოგიური პროფილის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
2. საბჭო ვალდებულია, 2014 წლის 1 მარტამდე შეიმუშავოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგია.
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ცალკეული საკითხის შესწავლის მიზნით, შექმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფები.
2. (ამოღებულია - 24.08.2018 №439).
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №439 – ვებგვერდი, 27.08.2018წ.
მუხლი 4. საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია🔗
1. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. საბჭოს წარმოადგენს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე.
3. საბჭოს თავმჯდომარე უძღვება საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგსა და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები, ასევე იწვევს რიგგარეშე სხდომებს.
4. კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც.
5. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭო.
6. (ამოღებულია - 24.08.2018 №439).
7. საბჭოს ყველა წევრი უფლებამოსილია, საბჭოს თავმჯდომარეს სხდომის მოწვევამდე წერილობით წარუდგინოს დღის წესრიგში შესატან საკითხთა ნუსხა. გამონაკლის შემთხვევებში, საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები.
8. საბჭოს თითოეულ წევრს გააჩნია თანაბარი უფლებები.
9. საბჭოს სხდომები იმართება არანაკლებ 10 დღეში ერთხელ.
10. რიგგარეშე სხდომების მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან საბჭოს ერთ-ერთი წევრის (წევრების) წერილობითი თხოვნის საფუძველზე.
10. რიგგარეშე სხდომების მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, საბჭოს ერთ-ერთი წევრის (წევრების) ან საბჭოს სამდივნოს წერილობითი თხოვნის საფუძველზე.
11. საბჭოს წევრებისათვის საბჭოს სხდომაზე დასწრება სავალდებულოა. საბჭოს წევრის მიერ უფლებამოსილების დელეგირება დაუშვებელია.
12. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი ვერ ესწრება სხდომას, იგი ვალდებულია, წინასწარ წერილობითი ფორმით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს. ამასთან, საბჭოს წევრი უფლებამოსილია, წერილობით დააფიქსიროს თავისი პოზიცია დღის წესრიგში შეტანილ თითოეულ საკითხთან მიმართებაში.
121. საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან, ექვს თვეში ერთხელ საბჭოს წარუდგინონ ანგარიში უწყებათშორისი თანამშრომლობის შესახებ.
13. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კოლეგიური წესით, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
14. საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. საბჭოს მდივანს ირჩევს საბჭო.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №439 – ვებგვერდი, 27.08.2018წ.
მუხლი 41. საბჭოს სამდივნო და მისი ფუნქციები🔗
1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში იქმნება საბჭოს სამდივნო, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე.
2. საბჭოს სამდივნო:
ა) უზრუნველყოფს საბჭოს მუშაობის კოორდინაციას;
ბ) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომებს, ამზადებს სხდომის ოქმებს, საბჭოს შემადგენლობაში შემავალ უწყებებს ატყობინებს სხდომის ჩატარების თარიღს და ათანხმებს დღის წესრიგს მონაწილე უწყებებთან;
გ) ახორციელებს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგს;
დ) საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს წარუდგენს წინადადებებს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების შექმნის (ექსპერტების მოწვევის) შესახებ და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;
ე) ახორციელებს სახელმწიფო საზღვრის მართვის სფეროში დონორი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზს, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებასა და საბჭოსთვის წარდგენას;
ვ) საზღვრის დაცვის სისტემის რეფორმირებისა და აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის კუთხით ამზადებს და საბჭოს წარუდგენს წინადადებებს;
ზ) დადგენილი წესით ასრულებს საბჭოს ცალკეულ დავალებებს.
3. სამდივნოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სამდივნოს ყველა წევრი.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 აგვისტოს დადგენილება №439 – ვებგვერდი, 27.08.2018წ.
მუხლი 5. საბჭოს გაუქმება და დებულებაში ცვლილების შეტანა🔗
საბჭოს გაუქმება, აგრეთვე მის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“, №49, 14.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017669 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2195383-1/