ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (10)
შემდგომი ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ტექნიკური რეგლამენტი - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესი
1. სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულების დასადგენად სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში საერთო სამშენებლო სამუშაოებზე ზედნადები ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 10%-ით. ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმა სამონტაჟო და სპეციალური სამშენებლო სამუშაოებისათვის განისაზღვროს ცხრილი №1-ის მიხედვით, გეგმური მოგება ყველა სახის სამუშაოებისათვის არაუმეტეს 8%-ით.
2. ცხრილი №1-ის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტში მოცემულ საერთო სამშენებლო სამუშაოებზე გეგმური მოგება უნდა დაერიცხოს პირდაპირი დანახარჯებისა და ზედნადები ხარჯების ჯამს, ხოლო ცხრილი №1-ის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტში მოცემულ სამუშაოებზე პირდაპირი დანახარჯებისა და ზედნადები ხარჯების ჯამს მოწყობილობის ღირებულების გამოკლებით.
ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმა სამონტაჟო და სპეციალურ სამშენებლო სამუშაოებზე
ცხრილი №1
3. სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის დროს: ა) შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. ზედნადები ხარჯები და გეგმური მოგება ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულ სამუშაოებს (პირდაპირ დანახარჯებს) უნდა დაერიცხოს მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით; ბ) სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მიერ დაქირავებული სამშენებლო მანქანა-მექანიზმებისა და ინვენტარის ქირავნობის ღირებულება შესრულებული სამუშაოების აქტში გათვალისწინებული უნდა იყოს ზედნადები ხარჯების და გეგმური მოგების დარიცხვის გარეშე; გ) იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო კომპანიის მიერ ცხრილი №1-ის პირველ და მე-2 პუნქტში მოცემული სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად დანადგარებისა და მოწყობილობების შეძენა ხორციელდება უშუალოდ მწარმოებლისგან, შემდგომი მოწოდებით უშუალოდ სამშენებლო მოედანზე (საშუამავლო კომპანიის გარეშე), მათ თვითღირებულებას შესრულებული სამუშაოების აქტში დაერიცხება გეგმური მოგება.
|
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“, №55, 14.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017674 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2195703-1/