საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
|
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №52
2014 წლის 14 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ
+
მუხლი 1🔗
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 59-ე მუხლის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგულირების მიზნით, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების მიღებამდე, აღიარებულ და საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვებულ იქნეს 1992 წლამდე მოქმედი სამშენებლო ნორმები და წესები, ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტები და მათი ის ნაწილები, რომელთა ალტერნატივა არ არსებობს საქართველოში მიღებული ტექნიკური რეგლამენტების სახით და რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომლის მონაწილეც არის საქართველო.
+
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
|
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“, №52, 14.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017671 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2195713-1/