ტექნიკური რეგლამენტის - „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №54
2014 წლის 14 იანვარი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის - „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების საფუძველზე:
+
მუხლი 1 დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი - გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა.🔗
+
მუხლი 2 ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანება „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“.🔗
+
მუხლი 3 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.🔗
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ“, №54, 14.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017673 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2195792-4/