ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (18 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №66 |
|
2014 წლის 15 იანვარი ქ. თბილისი |
1. დამტკიცდეს ტექნიკური რეგლამენტი – ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები (დანართი №1).
2. ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები სავალდებულოა ყველა პირისთვის (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა), რომელიც ახორციელებს ბავშვთა 24-საათიან მომსახურებას (გარდა მინდობით აღზრდისა, ნებართვის მქონე სტაციონარული დაწესებულებისა, ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებისა, სკოლა-პანსიონისა და ისეთი მომსახურებისა, რომელიც ხორციელდება წელიწადში არაუმეტეს 3 თვისა) ან/და არაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებისთვის.
3. ამ დადგენილებით დამტკიცებული სტანდარტები არაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებისთვის, რომლებიც არ არიან შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული სავალდებულოა შესასრულებლად 2016 წლის 1 იანვრიდან.
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის იმ ფილიალებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ დადგენილებით დამტკიცებული „ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტითა და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ.ბ“, „გ.ბ.გ“ და „გ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნას, 2015 წლის 1 იანვრამდე:
ა) ბენეფიციართა/აღმზრდელთა თანაფარდობა განისაზღვროს ყოველ 10 ბენეფიციარზე არანაკლებ ერთი აღმზრდელი;
ბ) საძინებელ ოთახში განთავსდეს არაუმეტეს 10 ბენეფიციარისა და ერთი კარადა არაუმეტეს 5 – ბენეფიციარისათვის;
გ) საპირფარეშოს/საპირფარეშოებს, საშხაპეს/საშხაპეებს, პირსაბანს/პირსაბანებს 16 ბენეფიციარზე არანაკლებ ერთისა, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 10 ბენეფიციარზე არანაკლებ ერთისა, რომელ(ებ)იც მორგებულია შშმ ბენეფიციართა საჭიროებებზე.
5. 2016 წლის 1 იანვრამდე ამ დადგენილებით დამტკიცებული სტანდარტების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მომსახურების ადგილზე ცალკე მდგომი შენობის არსებობა არ ვრცელდება 2012 წლის 1 ივლისამდე სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მქონე პირებზე.
6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს №01-59/ნ ბრძანება.
|
მუხლი 1. ინფორმაცია მომსახურების შესახებ (სტანდარტი №1)
1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარმა (მათ შორის, პოტენციურმა) და/ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა იცის მომსახურების მიზანი, განსახორციელებელი ღონისძიებები და მხარეთა უფლება-მოვალეობები. მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან ინფორმაციის გაზიარება დაინტერესებული პირისთვის ხელს უწყობს ბენეფიციართა მოთხოვნილებების სათანადოდ დაკმაყოფილებას და საჭირო გადაწყვეტილების მიღებას. 2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომად ჰქონდეს: ა.ა) დეტალური საინფორმაციო ფურცელი (დანართი №1.1); ა.ბ) სააღმზრდელო პროგრამა, სადაც აღწერილი უნდა იყოს აღზრდის მეთოდიკა და დღის წესრიგი; ა.გ) შინაგანაწესი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად შეიცავს: ა.გ.ა) ბენეფიციართა მხრიდან სოციალურად მიუღებელი ქცევების მართვის წესებსა და მეთოდებს; ა.გ.ბ) უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურებს; ა.გ.გ) ინფექციური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებულ წესებს; ა.გ.დ) კონფიდენციალურობის დაცვის საკითხებს; ა.გ.ე) თანამშრომლების, მოხალისეებისა და პრაქტიკაზე მყოფი სტუდენტების ქცევის წესებს; ა.დ)შესაბამის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული დღის ცენტრის მომსახურების შემთხვევაში – ამ პროგრამის ფარგლებში მოქმედი სხვა დღის ცენტრების საკონტაქტო ინფორმაცია (დღის ცენტრებისთვის აღნიშნული განახლებული ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო); ა.ე) სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების შემთხვევაში შესაბამისი ლიცენზია და შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციისას აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრების შემთხვევაში შესაბამის პროგრამაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და სალიცენზიო პირობების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის ხელმისაწვდომად ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტები: ბ.ა) ბენეფიციართა პირადი საქმე; ბ.ბ) პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალი; ბ.გ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მათთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულებები; ბ.დ) ბენეფიციარის/მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ.ე) აზრის გამოხატვის პასუხად გატარებული ღონისძიებების წერილობითი აღრიცხვა; ბ.ვ) ძალადობის ფაქტების პასუხად გატარებული ღონისძიებების წერილობითი აღრიცხვა; ბ.ზ) უბედური შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი. მუხლი 2. მომსახურების ინკლუზიურობა (სტანდარტი №2)
1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარი სარგებლობს მომსახურებით, რომელიც აკმაყოფილებს მის ინდივიდუალურ საჭიროებებს და შეესაბამება მის შესაძლებლობებს. ბენეფიციარებს აქვთ მომსახურებით სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობა. მათ ხელი მიუწვდებათ თემში არსებულ სხვადასხვა მომსახურებაზე. მომსახურების მიმწოდებელი აღიარებს რა ბავშვის უფლებათა კონვენციით განსაზღვრულ პრინციპებს, მომსახურების მიწოდების პროცესში იცავს თითოეული ბენეფიციარის უფლებებსა და თავისუფლებებს. 2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) ბენეფიციარებს მიაწოდოს ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე დაფუძნებული მომსახურება, რომლის პროცესში მომსახურების მიმღები დაცულია დისკრიმინაციის, მიკერძოებული ან უარყოფითი დამოკიდებულების თუ ქმედებისაგან, რამაც შეიძლება თავი იჩინოს მომსახურების მიწოდებისას მომსახურების მიმწოდებლისგან, სხვა ბენეფიციარისგან ან სხვა პირისგან; ბ) ბენეფიციარს მიაწოდოს მომსახურება, მიუხედავად მისი რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბენეფიციარის/მისი კანონიერი წარმომადგენლის ჯანმრთელობის ან სხვა რამ ვითარებისა. გ) ხელი შეუწყოს ბენეფიციარებს თემში არსებულ სხვა სოციალურ მომსახურებებთან (განათლება, ჯანმრთელობა და სხვა) დაკავშირებაში; მუხლი 3. კონფიდენციალობის დაცვა (სტანდარტი №3)
1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციართა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლების დაცვა უზრუნველყოფილია. ბენეფიციარი/მისი კანონიერი წარმომადგენელი ინფორმირებულნი არიან, რომ მათი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობა დაცულია. ასევე, ისინი საქმის კურსში არიან იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობა შეიძლება დაირღვეს. 2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) ბენეფიციარს/მის კანონიერ წარმომადგენელს აცნობოს მომსახურებისას მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის შესახებ, ასევე იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც კონფიდენციალობა შეიძლება დაირღვეს; ბ) დაიცვას ბენეფიციარის კორესპონდენციების, საუბრებისა და პირადი შეხვედრების კონფიდენციალურობა; გ) იქონიოს შესაბამისი გარემო (ოთახი ან გამოყოფილი ადგილი) ინდივიდუალური კონსულტაციებისათვის, რაც უზრუნველყოფს ბენეფიციარის საუბრების კონფიდენციალურობას; დ) ბენეფიციარის პირადი საქმე შეინახოს არახელმისაწვდომ ადგილას; ე) ბენეფიციარის პირადი ინფორმაცია (ჯანმრთელობის, ოჯახის, ქცევითი თავისებურებების და ა.შ.) საჯაროდ არ განიხილოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსგავსი განხილვა მომსახურების ნაწილია (მაგ.: შემთხვევის შესახებ კონფერენცია, ჯგუფური კონსულტაცია, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა სამსახურისთვის გადაგზავნა (მაგ.: პოლიციისთვის, სამედიცინო დაწესებულებისთვის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვისა და სალიცენზიო პირობების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის); ვ) ბენეფიციარის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე ბენეფიციარისგან/მისი კანონიერი წარმომადგენლისგან მიიღოს წერილობითი თანხმობა; ზ) ბენეფიციარის შესახებ კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია ბენეფიციარის/მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე გასცეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; თ) ბავშვისთვის მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, მის შესახებ არსებული ინფორმაცია სამი წლის ვადით ინახება მომსახურების მიმწოდებელთან. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია წყვეტს საქმიანობას და ბენეფიციარები გადადიან სხვა მომსახურებაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან შეთანხმებით ყველა დოკუმენტაცია გადადის მომსახურების ახალ მიმწოდებელთან, ხოლო თუ ბენეფიციარი ბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახში, ბავშვის კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებით (თანხმობით) ხდება დოკუმენტაციის გატანა/განადგურება. მუხლი 4. მომსახურებისას ინდივიდუალური მიდგომა (სტანდარტი №4)
1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურება მორგებულია მის განსაკუთრებულ საჭიროებებზე. მომსახურების ინდივიდუალური მიდგომა ზრდის ბენეფიციარის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მოტივაციას – მონაწილეობა მიიღონ მომსახურების დაგეგმვის პროცესში. 2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) სოციალური მუშაკის მიერ წარმოებული შეფასების საფუძველზე, ასევე, ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, ბენეფიციართან/მის კანონიერ წარმომადგენელთან და ოჯახთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ერთად, მომსახურებაში ჩარიცხვიდან 30 დღის განმავლობაში შეიმუშავოს მომსახურების ინდივიდუალური გეგმა (შემდგომში – გეგმა) დანართი 1.2–ის შესაბამისად; დღის ცენტრის მომსახურების მიმწოდებელმა უნდა მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და გამოითხოვოს ბენეფიციარის შესახებ სოციალური მუშაკის მიერ წარმოებული შეფასების დოკუმენტი. ბ) გეგმა ნათლად აღწერს: ბ.ა) რა სახის მომსახურებას (მხარდაჭერას) მიიღებს ბენეფიციარი; ბ.ბ) გეგმით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების განრიგს; ბ.გ) მომსახურების მიწოდების მოსალოდნელ შედეგებს; ბ.დ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ დასახული გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირ(თა)ის ვინაობას და ვალდებულებებს; გ) მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდოს ბენეფიციარს გეგმის ასლი; დ) პერიოდულად, შეთანხმებული განრიგის შესაბამისად (სულ მცირე 6 თვეში ერთხელ, თუ საჭიროება არ მოითხოვს ამ ვადის შემცირებას), ბენეფიციართან და/ან კანონიერ წარმომადგენელთან და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელთან ერთად გადახედოს/შეაფასოს ბენეფიციარის გეგმა; ე) აწარმოოს ბენეფიციართა პირადი საქმეები, სადაც დაცული იქნება გეგმები, მათი განხორციელებისა და მიღწევების შესახებ ჩანაწერები, აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა დამატებითი ინფორმაცია, მაგალითად, ინფორმაცია ბენეფიციარის განათლების, ჯანმრთელობის, სოციალიზაციისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ასევე „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული არაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებისთვის). მუხლი 5. ემოციური და სოციალური განვითარება (სტანდარტი №5)
1. მოსალოდნელი შედეგი – მომსახურებაში შექმნილი გარემო უზრუნველყოფს ბენეფიციართა ემოციურ და სოციალურ განვითარებას, ამზადებს მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელს უწყობს მათ სოციალურ ინტეგრაციას და ოჯახთან კონტაქტების გაძლიერებას (თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს). ბენეფიციარები კეთილგანწყობას გამოხატავენ ერთმანეთისადმი, ასევე, გარშემომყოფებისადმი. გამოხატავენ ნდობაზე და პატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობას. ჩართულნი არიან ყოველდღიურ საქმიანობაში. 2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) შექმნას გარემო, რომელიც უზრუნველყოფს ბენეფიციართა შორის, ასევე, თანამშრომლებისადმი ნდობაზე და კეთილგანწყობაზე დაფუძნებული მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას; ბ) ხელი შეუწყოს ბენეფიციარების თანატოლებთან და თემის სხვა წევრებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას; გ) დაეხმაროს ბენეფიციარებს სოციალური და ყოფითი უნარების (თვითმოვლა, საკუთარი კუთხის დალაგება, ტანსაცმლის მოწესრიგება/გარეცხვა და სხვა) შეძენაში. ასევე, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა/განვითარებაში; დ) ხელი შეუწყოს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს, ოჯახს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბენეფიციართან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნებასა და მშობლის ვალდებულებათა რეალიზებაში (თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს, რაც არის ასახული გეგმაში). აღნიშნულთან დაკავშირებით მომსახურების მიერ წარმოებს ჩანაწერები, რაც თავს იყრის გეგმაში. მუხლი 6. კვება (სტანდარტი №6)
1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარებს აქვთ ხარისხიანი, უსაფრთხო და სათანადო ოდენობის საკვები, რომელიც შეესაბამება მათ მოთხოვნილებებს. 2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) ბენეფიციარები, მათი სურვილის გათვალისწინებით, უზრუნველყოს: ა.ა) 24-საათიანი მომსახურებისას – ოთხჯერადი ჯანსაღი კვებით; ა.ბ) 8-საათიანი მომსახურებისას – სამჯერადი ჯანსაღი კვებით; ა.გ) 5-საათიანი მომსახურებისას – ორჯერადი ჯანსაღი კვებით; ბ) საკვების შეზღუდვა არ გამოიყენოს ბენეფიციარისთვის დისციპლინური ზომის სახით; გ) კვების მიწოდების პროცესში გაითვალისწინოს ბენეფიციართა ასაკი, სურვილი და ჯანმრთელობის მდგომარეობა (მაგ.: დიეტა ან სხვა) შესაბამისი სპეციალისტის რეკომენდაციით ან რელიგიური მრწამსით განსაზღვრული თავისებურებები; დ) დღე-ღამის განმავლობაში ბენეფიციარები უზრუნველყოს საკმარისი რაოდენობის უსაფრთხო სასმელი წყლით; ე) განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარებს დაეხმაროს ჭამის პროცესში. მუხლი 7. დასვენებისა და გაჯანსაღების შესაძლებლობები (სტანდარტი №7)
1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარები ჩართულნი არიან არაფორმალურ აქტივობებში (მაგ.: საზაფხულო ბანაკები, გასართობი ღონისძიებები, ექსკურსია, ლაშქრობა და სხვა), რაც ეხმარება მათ ემოციურ, ფიზიკურ, სოციალურ, ინტელექტუალურ და შემოქმედებით განვითარებაში. 2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) დაგეგმოს და განახორციელოს თამაშები და ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება როგორც შენობაში, ისე მის გარეთ (ღია ცის ქვეშ); ბ) მომსახურების ფიზიკური გარემოს გათვალისწინებით, აღჭურვოს იგი ბენეფიციარის ასაკისა და ინტერესების შესაბამისი რესურსებით (მაგ.: სათამაშოები, სპორტული ინვენტარი, წიგნები და სხვა). იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება ვერ უზრუნველყოფს ბენეფიციარებს ამგვარი აქტივობებისთვის საჭირო რესურსით, მომსახურებამ უნდა უზრუნველყოს მათი ჩართვა თემში არსებულ მომსახურებებში (მაგ.: ბიბლიოთეკა, სპორტული/შემოქმედებითი წრეები და სხვა); გ) 24-საათიანი მომსახურების გაწევისას უზრუნველყოს ბენეფიციართა ჯგუფური დასვენება საქართველოს კურორტებზე წელიწადში არანაკლებ 12 დღის განმავლობაში; დ) ასაკობრივი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ბენეფიციართათვის ხელმისაწვდომი გახადოს ტელევიზორის, კომპიუტერის და სხვა ტექნიკის მოხმარება, რაც დაბალანსებულია დასვენება-გაჯანსაღების სხვა ღონისძიებებთან მიმართებაში. მუხლი 8. განათლება (სტანდარტი №8)
1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარს აქვს სათანადო გარემო განათლების მიღებისთვის, ვინაიდან, განათლება ეხმარება მას უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაში და რეალიზებაში, რაც წარმოადგენს დამოუკიდებელი ცხოვრების განმსაზღვრელ კომპონენტს. ბენეფიციარი, ასაკისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით ჩართულია საგანმანათლებლო/პროფესიული სწავლების პროცესში. 2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს ბენეფიციარის ჩართვა სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში და ხელი შეუწყოს მას პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღებაში; ბ) უფლებამოსილ ორგანოთა ჩართულობით უზრუნველყოს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბენეფიციარის დაკავშირება შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ან სპეციალისტთან; გ) ინდივიდუალური სასწავლო გეგმის არსებობის შემთხვევაში, ითანამშრომლოს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გეგმის განხორციელების მიზნით; დ) სისტემატური ზედამხედველობა გაწიოს ბენეფიციარის საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასწრებაზე; ე) წაახალისოს და დაეხმაროს ბენეფიციარს ფორმალური და არაფორმალური (მაგ.: სპორტული, სამხატვრო, მუსიკალური, სახელობო და სხვა წრეები) განათლების მიღებაში. საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს იგი დამატებითი მეცადინეობებით; ვ) გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენციით” გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები და ბავშვთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის პრინციპები ბენეფიციარებს მიაწოდოს მათთვის გასაგები ფორმით. მუხლი 9. ჯანმრთელობის დაცვა (სტანდარტი №9)
1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარები იზრდებიან გარემოში, სადაც წახალისებულია ცხოვრების ჯანსაღი წესი და სათანადოდ ექცევა ყურადღება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას. 2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს ბენეფიციართა იმუნიზაციისა და სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმების პროცესის ხელშეწყობა; ბ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურების გაწევის ხელმისაწვდომობა; გ) ბენეფიციარს მისცეს რჩევები პირადი ჰიგიენისა და სექსუალური განათლების, აივ/შიდსისა და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ, ასევე ალკოჰოლის, ნარკოტიკების, თამბაქოს და სხვა მავნე ნივთიერებების გამოყენების მოსალოდნელ შედეგებზე და ჯანსაღი ცხოვრების წესზე; დ) სპეციალურ ჟურნალში აღრიცხოს უბედური შემთხვევები, რამაც გამოიწვია ბენეფიციართა დაზიანება; ე) აწარმოოს ინფექციებზე კონტროლი ექიმის მიერ რეკომენდებული ღონისძიებებით; ვ) საჭიროების შესაბამისად რეგულარული კავშირი ჰქონდეს ოჯახის/უბნის ექიმთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 10. უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურები (სტანდარტი №10)
1. მოსალოდნელი შედეგი: ა) ბენეფიციარს/მის კანონიერ წარმომადგენელს აქვს პროტესტისა და მომსახურების მიწოდების ფორმისა და ხარისხის შესახებ უკუკავშირის გამოხატვის საშუალება; ბ) უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურები ცნობილია ბენეფიციარისთვის/მისი კანონიერი წარმომადგენლისთვის და მომსახურების მიწოდებაში ჩართული ნებისმიერი პირისთვის. 2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) ჩამოაყალიბოს უკუკავშირისა და პროტესტის გამოხატვის მარტივი და ნათელი პროცედურა, რომელიც მოცემულია შინაგანაწესში და ცნობილია ბენეფიციარებისთვის; ბ) მომსახურებაში შექმნას პირობები იმისათვის, რათა ბენეფიციარს/მის კანონიერ წარმომადგენელს შეეძლოს მომსახურების სტრუქტურისა და შინაარსის შესახებ ანონიმური უკუკავშირის მიწოდება (მაგ.: არსებობს კითხვარი, უკუკავშირის ჟურნალი ან ანონიმური კომენტარების გამოხატვის სხვა საშუალებები ); გ) ბენეფიციარის კომენტარები რეგულარულად განიხილებოდეს, სულ მცირე, თვეში ერთხელ; დ) გაითვალისწინოს ბენეფიციარის აზრი და შეხედულებები მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას და უზრუნველყოს მისი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ე) აწარმოოს პროტესტის/უკუკავშირის ყველა გონივრული შემთხვევის აღრიცხვა. მუხლი 11. ძალადობისგან დაცვა (სტანდარტი №11)
1. მოსალოდნელი შედეგი – ყველა ბენეფიციარი დაცულია ნებისმიერი სახის ძალადობისგან (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური, იძულება) როგორც მომსახურებაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) იცნობდეს და იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით („ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 31 მაისის ერთობლივი ბრძანება №152/ნ – №496 – №45/ნ); ბ) საჭიროების შემთხვევებში, უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება ბენეფიციართა ფსიქო-სოციალური დახმარების მიზნით; გ) ძალადობის ყველა ფაქტი თუ განცხადება ასევე, მის საპასუხოდ გატარებული ღონისძიება, წერილობით აღრიცხოს სპეციალურ ჟურნალში. მუხლი 12. ზრუნვა და მეთვალყურეობა (სტანდარტი №12)
1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარები სათანადო ზრუნვისა და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. მომსახურება იყენებს ქცევის მართვის პოზიტიურ ფორმებსა და ქცევის შეზღუდვის წესებს, რასაც იცნობენ ბენეფიციარები და თანამშრომლები. 2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) შინაგანაწესით განსაზღვროს ბენეფიციართა ქცევის მართვის მეთოდები და გააცნოს ბენეფიციარებს და თანამშრომლებს; ბ) ბენეფიციართა მიმართ გამოიყენოს ქცევის მართვის პოზიტიური ფორმები (მაგ.: წახალისება, შექება, დაჯილდოება და სხვა); გ) ბენეფიციარის მიერ ქცევის წესების დარღვევისას, გამოიყენოს ქცევის შეზღუდვა არაძალადობრივი მეთოდებით; დ) ბენეფიციარის მიმართ არ გამოიყენოს ფიზიკური შეზღუდვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ბენეფიციარის მხრიდან საკუთარი თავის ან სხვათა დაზიანების საშიშროება; ე) ბენეფიციარის გაუჩინარების შემთხვევაში, გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს გაუჩინარებიდან 24 საათისა, შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, კანონიერ წარმომადგენელს და/ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. მუხლი 13. დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება და მომსახურების დატოვება (სტანდარტი 13)
1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარები მზად არიან დაბრუნდნენ ოჯახში, გადავიდნენ სხვა მომსახურებაში ან დატოვონ მომსახურება დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად საგანგებოდ შემუშავებული გეგმის მიხედვით. მოცემული გეგმის შემუშავების პროცესში ჩართულნი არიან სოციალურ მუშაკი, მომსახურების მიმწოდებელი, ბენეფიციარი და/ან მისი კანონიერი წარმომადგენელი/ოჯახი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა პირები. 2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) მომსახურების მიწოდების პროცესში ხელი შეუწყოს ბენეფიციარებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარებისათვის; ბ) ხელი შეუწყოს ბენეფიციარებს 14 წლის ასაკიდან განავითარონ თავისი შესაძლებლობები უმაღლესი განათლების მიღების ან პროფესიული ინტერესების გამოვლენის თვალსაზრისით, რაც აისახება გეგმაში; გ) ხელი შეუწყოს ბენეფიციარებს მომსახურებიდან გასვლის პროცესში, იქნება ეს სხვა მომსახურებაში გადასვლა, ოჯახში დაბრუნება, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება თუ სხვა; დ) ხელი შეუწყოს ბენეფიციარს და/ან მის კანონიერ წარმომადგენელს ჩართული იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც ეხება მისი მომსახურებიდან გასვლას; ე) მომსახურებიდან გასვლისას ბენეფიციარს და/ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის შესაბამისად, მიაწოდოს მომსახურებაში დაცული პირადი საქმის ყველა დოკუმენტი ან/და მისი ასლი. მუხლი 14. ბენეფიციარზე ორიენტირებული გარემო (სტანდარტი №14)
1. მოსალოდნელი შედეგი – მომსახურების მიწოდება ხორციელდება ისეთ გარემოში, რომელიც შეესაბამება მომსახურების მიზანს და სათანადოდ აკმაყოფილებს ბენეფიციარის საჭიროებებს. მომსახურება ხორციელდება კეთილმოწყობილ, სუფთა და კომფორტულ გარემოში. 2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) მომსახურება განახორციელოს ისეთ გეოგრაფიულ გარემოში, სადაც ბენეფიციარებს ადვილად მიუწვდებათ ხელი ფორმალური/არაფორმალური განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტებზე; ბ) მომსახურებისთვის განკუთვნილი შენობა აკმაყოფილებდეს შემდეგ ნორმებს: ბ.ა) ფიზიკური გარემო ჰქონდეს მაქსიმალურად მიმსგავსებული ოჯახურ პირობებს; ბ.ბ) უზრუნველყოფილი იყოს სეზონის შესაბამისი ტემპერატურა (მათ შორის, ზამთრის პერიოდში არანაკლებ 18 გრადუსისა, ხოლო ზაფხულის თვეებში არაუმეტეს 25 გრადუსისა ); ბ.გ) დაცული იყოს ტოქსიკური ნივთიერებებისგან; გ) მომსახურების ფართობი და აღჭურვილობა შეესაბამებოდეს ბენეფიციართა რაოდენობას, რაც მოიცავს: გ.ა) სამზარეულოს/სასადილოს: გ.ა.ა) არის შესაბამისად აღჭურვილი სამზარეულო სამზადითა და სამრეცხაოთი, ჰქონდეს ადგილი მშრალი პროდუქტებისთვის, მაცივარი, გამწოვი ვენტილაცია (აღნიშნული არ ვრცელდება იმ დღის ცენტრზე, სადაც ადგილზე არ ხდება საკვების მომზადება); გ.ა.ბ) უნდა ჰქონდეს ბენეფიციართა ერთდროული კვებისათვის საკმარისი სასადილო ფართობი, სასადილო მაგიდასთან (მაგიდებთან) ბენეფიციარის ინდივიდუალური ადგილი და სკამი, იქონიოს და გამოიყენოს სათანადო რაოდენობის ჩაისა და სადილის ჭურჭელი (მაგ.: თეფშები, ფინჯნები, ლანგრები და სხვა) და უჟანგავი ლითონის კოვზები, დანები და ჩანგლები; გ.ბ) 24-საათიანი მომსახურებისას – საძინებელ ოთახს (ოთახებს): გ.ბ.ა) ერთ ბენეფიციარზე არანაკლებ 6 კვ.მ ფართობისა; გ.ბ.ბ) ერთ ოთახში უნდა განთავსდეს არა უმეტეს სამი ბენეფიციარისა; გ.ბ.გ) თითოეული ბენეფიციარისთვის ლოგინს, საწოლს, ტუმბოს და ერთ კარადას, არა უმეტეს სამი ბენეფიციარისათვის; გ.გ) საერთო მოხმარების ფართს (სხვადასხვა აქტივობებისთვის), გარდა, სააბაზანოს, საპირფარეშოებისა და სხვა სათავსებისა, რომელიც 24-საათიანი მომსახურების შემთხვევაში არის არანაკლებ 3 კვ.მ-ისა ერთ ბენეფიციარზე, ხოლო დღის ცენტრის შემთხვევაში – 6 კვ.მ-ისა ერთ ბენეფიციარზე; გ.დ) საშხაპეს/საშხაპეებს (მხოლოდ 24-საათიანი მომსახურებისას), საპირფარეშოს/საპირფარეშოებს (ვენტილაციით), პირსაბანს/პირსაბანებს(ცივი/ცხელი წყლით) – 5 ბენეფიციარზე არანაკლებ ერთისა (24-საათიანი მომსახურებისას) და 15 ბენეფიციარზე არანაკლებ ერთისა (დღის ცენტრის მომსახურებისას). შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციართა შემთხვევაში, აღნიშნული გარემო მორგებული უნდა იყოს ამ კატეგორიის ბენეფიციართა საჭიროებებზე; გ.ე) სპეციალურ ოთახს ან ადგილს, სადაც შესაძლებელია ბენეფიციართან ინდივიდუალური მუშაობა, კონფიდენციალური გასაუბრება და კონსულტირება; დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარებს შეუქმნას თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობები. მომსახურების გარემო და მოწყობილობები შეესაბამება შშმ ბავშვთა მომსახურების შინაარსსა და მათ შესაძლებლობებს, საჭიროებებსა და ინტერესებს; ე) ჰქონდეს ბენეფიციართა ასაკისა და საჭიროების შესაბამისი სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და შემეცნებითი დანიშნულების ნივთები; ვ) 24-საათიანი მომსახურებისას – თითოეული ბენეფიციარი უზრუნველყოს პირადი ჰიგიენისათვის საჭირო ინდივიდუალური ნივთებით (მაგ.: პირსახოცი, კბილის ჯაგრისი, საპონი და სხვა), ასევე სუფთა თეთრეულით; ზ) დღის ცენტრის მომსახურებისას გამოყოფილია ბენეფიციარების პირადი ნივთების შენახვისთვის განკუთვნილი დაცული ადგილი; თ) შენობაში აკრძალულია თამბაქოს მოხმარება.–. მუხლი 15. უსაფრთხოება და სანიტარიული მდგომარეობა (სტანდარტი №15)
1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარები მომსახურებას იღებენ უსაფრთხო გარემოში, სადაც დაცულია სანიტარიული წესები. 2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) მომსახურების შენობაში უზრუნველყოს ტელეფონით სარგებლობა; ბ) თვალსაჩინო ადგილზე ჰქონდეს გამოკრული პოლიციის, სახანძროს, სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, გაზის, ელექტროენერგიის, წყლის და კანალიზაციის მომწოდებელი ადგილობრივი სამსახურების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, სახალხო დამცველის აპარატის საკონტაქტო ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) შენობაში და მთელ ტერიტორიაზე შეინარჩუნოს სისუფთავე; დ) კიბეებს და აივნებს ჰქონდეს მოაჯირი; ე) საკვები ადეკვატურად შეინახოს – მალფუჭებადი საკვები ინახება მაცივარში; ვ) მედიკამენტები ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ იმ უფლებამოსილი პირისათვის, რომელიც პასუხისმგებელია ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე; ზ) თითოეულ საპირფარეშოში ჰქონდეს ჰიგიენის შესაბამისი ნივთები; თ) ნაგავი შეინახოს დახურულ კონტეინერში, სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას. ნაგვის გატანა ხდებოდეს, სულ მცირე, დღეში ერთხელ; ი) უზრუნველყოს ბენეფიციართა პირადი ნივთების ხელშეუხებლობა. მუხლი 16. მოთხოვნები პერსონალის მიმართ (სტანდარტი №16)
1. მოსალოდნელი შედეგი – მომსახურებაში ბენეფიციართა აღზრდა-განვითარებას ახორციელებენ საკმარისი რაოდენობისა და შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომლები. 2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) მომსახურებაში ჩართულ პერსონალს, გარდა ტექნიკური პერსონალისა, გავლილი აქვს სატრენინგო კურსი, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული არაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებისთვის); ბ) უზრუნველყოს თანამშრომელთა რეგულარული ზედამხედველობა და მათთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; გ) დაიცვას აღმზრდელებისა და ბენეფიციარების შემდეგი თანაფარდობა: გ.ა) 24-საათიან მომსახურებაში ყოველ 5 ბენეფიციარზე მინიმუმ ერთი აღმზრდელი. მომსახურების ადგილზე (ცალკე მდგომ შენობაში) ბენეფიციართა საერთო რაოდენობა არ აღემატება 10-ს, გარდა კრიზისული ცენტრისა (სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც ემსახურება მიუსაფარ და/ან ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს), სადაც ბენეფიციართა საერთო რაოდენობა არ აღემატება 20-ს; გ.ბ) დღის ცენტრის მომსახურებაში ყოველ 15 ბენეფიციარზე მინიმუმ ერთი აღმზრდელი/პედაგოგი. დანართი №1.1 საინფორმაციო ფურცელი
1. მომსახურების განმახორციელებელი (დასახელება)–––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2. მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
3. ტელეფონის ნომერი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
4. სამიზნე ჯგუფი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
5. ბენეფიციართა რაოდენობა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 6. მომსახურების გეოგრაფიული არეალი (დღის ცენტრების შემთხვევაში) –––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 7. სამუშაო დღეები: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 8. სამუშაო საათები: – დან – მდე
9. არდადეგების პერიოდი (დღის ცენტრების შემთხვევაში) ––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
10. მომსახურების შინაარსი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დანართი №1.2
მომსახურების ინდივიდუალური გეგმა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
+
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1🔗
„სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, 1. დამტკიცდეს ტექნიკური რეგლამენტი – ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები (დანართი №1).2. ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები სავალდებულოა ყველა პირისათვის (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა), რომელიც ახორციელებს ბავშვთა 24-საათიან მომსახურებას (გარდა მინდობით აღზრდისა, ნებართვის მქონე სტაციონარული დაწესებულებისა, ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებისა, სკოლა-პანსიონისა და ისეთი მომსახურებისა, რომელიც ხორციელდება წელიწადში არაუმეტეს 3 თვისა) და სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე ბავშვთა დღის ცენტრებისთვის.
3. (ამოღებულია - 22.08.2014, №508).
4. 2014 წლის 1 იანვრამდე მოქმედი დიდი ზომის ბავშვთა 24-საათიანი მომსახურებები (15-ზე მეტი ბავშვით), რომლებიც სრულად ვერ აკმაყოფილებენ ამ დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“, „გ.ბ.გ“, „გ.ბ.დ“, „გ.დ“ ქვეპუნქტებითა და მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, 2020 წლის 1 სექტემბრამდე გავრცელდეს შემდეგი სტანდარტები:
ა) ბენეფიციართა/აღმზრდელთა თანაფარდობა განისაზღვროს ყოველ 9 ბენეფიციარზე არანაკლებ ერთი აღმზრდელით;
ბ) ყოველ საძინებელ ოთახში:
ბ.ა) უნდა განთავსდეს არაუმეტეს 9 ბენეფიციარისა;
ბ.ბ) თითოეული ბენეფიციარისთვის უნდა იყოს ლოგინი და საწოლი;
გ) საპირფარეშო (ვენტილაციით), საშხაპე, პირსაბანი (ცივი/ცხელი წყლით) 10 ბენეფიციარზე უნდა იყოს არანაკლებ ერთისა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციართა შემთხვევაში, აღნიშნული გარემო მორგებული უნდა იყოს ამ კატეგორიის ბენეფიციართა საჭიროებებზე;
დ) ბენეფიციართა კვებისათვის იყოს საკმარისი სასადილო ფართობი, სასადილო მაგიდასთან (მაგიდებთან) ბენეფიციარის ინდივიდუალური ადგილი და სკამი, იქონიოს და გამოიყენოს სათანადო რაოდენობის ჩაისა და სადილის ჭურჭელი (მაგ.: თეფშები, ფინჯნები, ლანგრები და სხვა), უჟანგავი ლითონის კოვზები, დანები და ჩანგლები.
5. (ამოღებულია - 22.08.2014, №508).
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №508 - ვებგვერდი, 22.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №667 - ვებგვერდი, 31 .12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივნისის დადგენილება №348 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.
+
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №667 - ვებგვერდი, 31 .12.2019წ.
ტექნიკური რეგლამენტი – ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები
მუხლი 1. ინფორმაცია მომსახურების შესახებ (სტანდარტი №1)🔗
1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარმა (მათ შორის, პოტენციურმა) და/ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა იცის მომსახურების მიზანი, განსახორციელებელი ღონისძიებები და მხარეთა უფლება-მოვალეობები. მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან ინფორმაციის გაზიარება დაინტერესებული პირისთვის ხელს უწყობს ბენეფიციართა მოთხოვნილებების სათანადოდ დაკმაყოფილებასა და საჭირო გადაწყვეტილების მიღებას.
ა.ბ) სააღმზრდელო პროგრამა, სადაც აღწერილი უნდა იყოს აღზრდის მეთოდიკა;
ა.გ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შემთხვევაში, ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, გაწერილი უნდა იყოს ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, ყოველდღიურ რუტინაზე დაფუძნებული აქტივობები, მათ შორის, საექთნო მოვლის, აღმზრდელებისა და ექთან-აღმზრდელების მოვალეობები, რომლებსაც იყენებენ მომსახურების მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტები;
ა.დ) შინაგანაწესი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად შეიცავს:
ა.დ.ა) ბენეფიციართა მხრიდან სოციალურად მიუღებელი ქცევების მართვის წესებსა და მეთოდებს;
ა.დ.ბ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ფარგლებში რთული ქცევის მართვის სტრატეგიასა და მისი დანერგვის გზებს;
ა.დ.გ) უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურებს;
ა.დ.დ) ინფექციური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებულ წესებს;
ა.დ.ე) კონფიდენციალურობის დაცვის საკითხებს;
ა.დ.ვ) თანამშრომლების, მოხალისეებისა და პრაქტიკაზე მყოფი სტუდენტების ქცევის წესებს;
ა.დ.ზ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შინაგანაწესში აღწერილია აღმზრდელთა ცვლის საკითხები;
ა.დ.თ) შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების განხორციელების გეოგრაფიულ არეალში მოქმედი სხვა დღის ცენტრების საკონტაქტო ინფორმაცია, (მომსახურების მიმწოდებლის მიერ მოთხოვნის შესაბამისად, განახლებული ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო);
ბ) სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების შემთხვევაში, შესაბამისი ლიცენზია და შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციისას, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე ბავშვთა დღის ცენტრების შემთხვევაში, შესაბამის პროგრამაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) სახელმწიფო სოციალური პროგრამის მონიტორინგის განმახორციელებლისთვის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის ხელმისაწვდომი ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტები:
გ.ა) ბენეფიციართა პირადი საქმე;
გ.ბ) პირის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან გაყვანის აღრიცხვის ჟურნალი;
გ.გ) 24-საათიანი მომსახურების შემთხვევაში, აღმზრდელებისა და სპეციალისტების კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, გარდა ტექნიკური პერსონალისა;
გ.დ) თანამშრომლებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები ან მათი ასლები;
გ.ე) ცნობები თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ნასამართლობის შესახებ (რომელიც უნდა განახლდეს წელიწადში ერთხელ);
გ.ვ) აზრის გამოხატვის პასუხად გატარებული ღონისძიებების წერილობითი აღრიცხვის შესაბამისი ჟურნალი;
გ.ზ) ძალადობის ფაქტების პასუხად გატარებული ღონისძიებების წერილობითი აღრიცხვის შესაბამისი ჟურნალი;
გ.თ) გადაუდებელი/კრიზისული სიტუაციების ანგარიშის ჟურნალი (ბავშვის დაზიანების, მოწამვლისა და სხვა შემთხვევებში);
დ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ფარგლებში, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებისა, მომსახურებას უნდა ჰქონდეს შემდეგი ჟურნალები და დოკუმენტაცია:
დ.ა) სამედიცინო ინტერვენციის ჟურნალი, რომელიც მოიცავს პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ ინფორმაციას (თარიღი და დრო, პირველადი დახმარების მიმღები ბენეფიციარი, პერსონალი, რომელმაც განახორციელა ჩარევა, გამოყენებული მედიკამენტი და ჩარევის ფორმა);
დ.ბ) მედიკამენტების გამოყენების აღრიცხვის ჟურნალი (ბენეფიციარის სახელი და გვარი, მედიკამენტის დასახელება, დოზა, მედიკამენტის მიღების თარიღი და დრო, პასუხისმგებელი პირი და მისი ხელმოწერა);
დ.გ) სტაციონარში გადაყვანის შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალი (თარიღი, გადაყვანის საჭიროება, თანმხლები პირი, შემდგომი ინტერვენცია).
3. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და სალიცენზიო პირობების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის ხელმისაწვდომი ჰქონდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, გარდა „გ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, რომლის გაცემისთვის საჭიროა პირის თანხმობა.
1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარი სარგებლობს მომსახურებით, რომელიც აკმაყოფილებს მის ინდივიდუალურ საჭიროებებს და შეესაბამება მის შესაძლებლობებს. ბენეფიციარებს აქვთ მომსახურებით სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობა. მათ ხელი მიუწვდებათ თემში არსებულ სხვადასხვა მომსახურებაზე. მომსახურების მიმწოდებელი, აღიარებს რა ბავშვის უფლებათა კოდექსით, ბავშვის უფლებათა კონვენციითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით განსაზღვრულ პრინციპებს, მომსახურების მიწოდების პროცესში იცავს თითოეული ბენეფიციარის უფლებებსა და თავისუფლებებს.
ა) ბენეფიციარებს მიაწოდოს ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე დაფუძნებული მომსახურება, რომლის პროცესში მომსახურების მიმღები დაცულია დისკრიმინაციის, მიკერძოებული ან უარყოფითი დამოკიდებულებისა თუ ქმედებისაგან, რამაც შეიძლება, თავი იჩინოს მომსახურების მიწოდებისას მომსახურების მიმწოდებლისგან, სხვა ბენეფიციარისგან ან სხვა პირისგან;
ბ) ბენეფიციარს მიაწოდოს მომსახურება, მიუხედავად მისი რასის, კანის ფერის, სქესის, შეზღუდული შესაძლებლობის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბენეფიციარის/მისი კანონიერი წარმომადგენლის ჯანმრთელობის ან სხვა რამ ვითარებისა;
გ) ხელი შეუწყოს ბენეფიციარებს თემში არსებულ სხვა მომსახურებებთან (განათლება, ჯანმრთელობა, სოციალური პროგრამები და მომსახურებები და სხვა) დაკავშირებაში.
1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციართა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლების დაცვა უზრუნველყოფილია. ბენეფიციარი/მისი კანონიერი წარმომადგენელი ინფორმირებულნი არიან, რომ მათი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობა დაცულია. ასევე ისინი საქმის კურსში არიან იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობა შეიძლება დაირღვეს.
ბ) დაიცვას ბენეფიციარის კორესპონდენციების, საუბრებისა და პირადი შეხვედრების კონფიდენციალობა;
გ) იქონიოს შესაბამისი გარემო (ოთახი ან გამოყოფილი ადგილი) ინდივიდუალური კონსულტაციებისათვის, რაც უზრუნველყოფს ბენეფიციარის საუბრების კონფიდენციალობას;
ე) ბენეფიციარის პირადი ინფორმაცია (მათ შორის, ჯანმრთელობის, ოჯახის, ქცევითი თავისებურებების შესახებ) საჯაროდ არ განიხილოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსგავსი განხილვა მომსახურების ნაწილია (მაგ.: შემთხვევის შესახებ კონფერენცია, ჯგუფური კონსულტაცია, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა სამსახურისთვის გადაგზავნა (მაგ.: პოლიციისთვის, სამედიცინო დაწესებულებისთვის, სახელმწიფო სოციალური პროგრამის მონტორინგის განმახორციელებლისთვის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და სალიცენზიო პირობების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის);
ვ) ბენეფიციარის შესახებ ინფორმაციის (პერსონალური მონაცემის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) გავრცელებამდე ბენეფიციარისგან/მისი კანონიერი წარმომადგენლისგან მიიღოს წერილობითი თანხმობა;
ზ) ბენეფიციარის შესახებ კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია ბენეფიციარის/მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე გასცეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია წყვეტს საქმიანობას და ბენეფიციარები გადადიან სხვა მომსახურებაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან შეთანხმებით ყველა დოკუმენტაცია გადადის მომსახურების ახალ მიმწოდებელთან;
ი) ბავშვისთვის მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, მის შესახებ არსებული ინფორმაცია სამი წლის ვადით ინახება მომსახურების მიმწოდებელთან. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ხდება დოკუმენტაციის გატანა/განადგურება ან/და მომსახურების მიმწოდებელთან არსებული ელექტრონული ჩანაწერების წაშლა, რომლის შესახებაც მომსახურების მიმწოდებელი წერილობით აცნობებს მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ერთეულს. თუ ბენეფიციარი ბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახში/გახდა სრულწლოვანი, დოკუმენტაციის გატანა/განადგურება ხდება ბავშვის კანონიერ წარმომადგენელთან/ბენეფიციართან შეთანხმებით (თანხმობით).
ა) 24-საათიანი მომსახურების შემთხვევაში, სოციალური მუშაკის მიერ წარმოებული შეფასების საფუძველზე, ასევე ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, ბენეფიციარსა/მის კანონიერ წარმომადგენელსა და ოჯახთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ერთად მომსახურებაში ჩარიცხვიდან 30 დღის განმავლობაში შეიმუშაოს მომსახურების ინდივიდუალური გეგმა, დანართი №1.2-ის შესაბამისად;
ბ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავების პროცესში, სოციალურ მუშაკთან ერთად, ჩართულნი არიან მომსახურების მულტიდისციპლინური გუნდი (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და პედიატრი) და აღმზრდელები. საჭიროების შემთხვევაში, მომსახურება იწვევს სხვადასხვა სპეციალისტს (მეტყველების თერაპევტი, ფიზიოთერაპევტი, ფსიქიატრი, სმენის სპეციალისტი, ორიენტაციისა და მობილობის სპეციალისტი და სხვა);
გ) მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა და დღის ცენტრის მომსახურების შემთხვევაში, სოციალური მუშაკის მიერ ინდივიდუალური გეგმის შემუშავებიდან 15 დღის ვადაში გაწეროს მომსახურების ინდივიდუალური გეგმა დანართ №1.2-ის შესაბამისად;
გ1) მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების დღის ცენტრის მომსახურების შემთხვევაში, შეიმუშაოს მომსახურების ინდივიდუალური გეგმა, ბენეფიციარისთვის მომსახურების გაწევის დაწყებიდან 30 დღის განმავლობაში;
დ) მომსახურების ინდივიდუალური გეგმა ნათლად უნდა აღწერდეს:
დ.ა) რა სახის მომსახურებას (მხარდაჭერას) მიიღებს ბენეფიციარი;
დ.ბ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შემთხვევაში, ბავშვის მოვლის, მათ შორის, საექთნო მოვლის, განვითარების ამოცანებსა და ბენეფიციარის სხვადასხვა მომსახურებებში ჩართვის საკითხებს;
დ.გ) გეგმით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების განრიგს;
დ.დ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შემთხვევაში, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის ფარგლებში ამოცანების მიღწევის რუტინაზე დაფუძნებული ყოველდღიური აქტივობების შესახებ ინფორმაციას;
დ.ე) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შემთხვევაში, ბავშვების ფიზიკური, ფუნქციური და კომუნიკაციის უნარების განვითარების მიღწევის გზებს;
დ.ვ) მომსახურების მიწოდების მოსალოდნელ შედეგებს;
დ.ზ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ დასახული გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) ვინაობასა და ვალდებულებებს;
დ.თ) მიზნის მიღწევის სავარაუდო ხელისშემშლელ ფაქტორებს;
დ.ი) მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაციას;
ე) მოთხოვნის შესაბამისად, მიაწოდოს ბენეფიციარს მომსახურების ინდივიდუალური გეგმის ასლი;
ვ) პერიოდულად, შეთანხმებული განრიგის შესაბამისად (6 თვეში ერთხელ, თუ საჭიროება არ მოითხოვს ამ ვადის შემცირებას), ბენეფიციართან და/ან კანონიერ წარმომადგენელსა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელთან ერთად გადახედოს/შეაფასოს ბენეფიციარის მომსახურების ინდივიდუალური გეგმა. ვადამდე ადრე ინდივიდუალური გეგმის ცვლილების შემთხვევაში, შეიმუშაოს ახალი გეგმა;
ზ) აწარმოოს ბენეფიციართა პირადი საქმეები, სადაც დაცული იქნება ინდივიდუალური განვითარების გეგმის ასლები და მომსახურების ინდივიდუალური გეგმები, ინფორმაცია ბენეფიციარის განათლებასთან, ჯანმრთელობასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ასევე „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივნისის დადგენილება №348 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.
1. მოსალოდნელი შედეგი – მომსახურებაში შექმნილი გარემო უზრუნველყოფს ბენეფიციართა ემოციურ და სოციალურ განვითარებას, შშმ ბავშვების შემთხვევაში – ფუნქციურ განვითარებას, ამზადებს მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელს უწყობს მათ სოციალურ ინტეგრაციასა და ოჯახთან კონტაქტების გაძლიერებას (თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს). ბენეფიციარები კეთილგანწყობას გამოხატავენ ერთმანეთისადმი, ასევე გარშემომყოფებისადმი. გამოხატავენ ნდობასა და პატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობას. ჩართულნი არიან ყოველდღიურ საქმიანობაში.
ა) შექმნას გარემო, რომელიც უზრუნველყოფს ბენეფიციართა შორის, ასევე თანამშრომლებისადმი ნდობასა და კეთილგანწყობაზე დაფუძნებული მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას;
ბ) ხელი შეუწყოს ბენეფიციარების თანატოლებსა და თემის სხვა წევრებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას;
გ) დაეხმაროს ბენეფიციარებს სოციალური და ყოფითი უნარების (თვითმოვლა, საკუთარი კუთხის დალაგება, ტანსაცმლის მოწესრიგება/გარეცხვა და სხვა) შეძენაში. ასევე საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში/განვითარებაში;
დ) ხელი შეუწყოს ბენეფიციარის ოჯახს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბენეფიციართან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნებასა და ვალდებულებათა რეალიზებაში (თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს, რაც არის ასახული მომსახურების ინდივიდუალურ გეგმაში). აღნიშნულთან დაკავშირებით, მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოებს ჩანაწერები, რაც თავს იყრის მომსახურების ინდივიდუალურ გეგმაში.
1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარებს აქვთ ხარისხიანი, უსაფრთხო და სათანადო ოდენობის საკვები, რომელიც შეესაბამება მათ მოთხოვნილებებს.
ა.ა) 24-საათიანი მომსახურებისას – ოთხჯერადი ჯანსაღი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
ა.ბ) იმ 24-საათიანი ზრუნვის დაწესებულებებში, სადაც მომსახურებას იღებენ 0-დან 18 თვემდე ასაკის ბენეფიციარები, ჩვილი ბავშვების კვება და კვების განრიგი ინდივიდუალურია და განისაზღვრება მომსახურების პედიატრის მიერ;
ა.გ) 6 საათამდე მომსახურებისას – ორჯერადი ჯანსაღი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი, ხოლო 3 საათამდე მომსახურებისას ერთჯერადი ჯანსაღი კვებით;
ბ) საკვების შეზღუდვა არ გამოიყენოს ბენეფიციარისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით;
გ) კვების მიწოდების პროცესში გაითვალისწინოს ბენეფიციართა ასაკი, სურვილი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, (მაგ.: დიეტა, თხევადი საკვები ან სხვა) შესაბამისი სპეციალისტის რეკომენდაციით ან რელიგიური მრწამსით განსაზღვრული თავისებურებები;
დ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შემთხვევაში, კვება წარმოადგენს ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული რუტინის ნაწილს და შესაბამისად, ხდება ბავშვის სტიმულირება კვების პროცესშიც დამოუკიდებელი კვებისთვის საჭირო უნარების განვითარებისთვის (მათ შორის, ღეჭვის უნარები, რათა მოხდეს თხევადი საკვების შეცვლა მყარი საკვებით);
ე) დღე-ღამის განმავლობაში ბენეფიციარები უზრუნველყოს საკმარისი რაოდენობის უსაფრთხო სასმელი წყლით, ხოლო მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შემთხვევაში, პედიატრის მიერ განსაზღვრული სასმელი წყლის მინიმალური დღიური ოდენობით;
ვ) ბენეფიციარების ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, წაახალისოს მათი დამოუკიდებლად კვება. საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს ბენეფიციარებს კვების პროცესში. კვების პოზის შერჩევისას გაითვალისწინოს ბავშვის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მდგომარეობა და სუნთქვის სირთულეები;
ზ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შემთხვევაში, ზონდის მეშვეობით ბავშვის გამოკვება უზრუნველყოს ექთან-აღმზრდელმა, რომელსაც აქვს ექთნის კვალიფიკაცია და გავლილი აქვს შესაბამისი მომზადება;
თ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ფარგლებში, ბენეფიციარების საჭიროებიდან გამომდინარე, უნდა არსებობდეს ინდივიდუალურად ადაპტირებული ჭურჭელი, რათა კვებისა და სითხის მიღების პროცესში მოხდეს მათი ჩართულობისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა.
1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარები ჩართულნი არიან სხვადასხვა აქტივობებში (მაგ.: საზაფხულო ბანაკები, გასართობი ღონისძიებები, ექსკურსია, ლაშქრობა და სხვა), რაც ეხმარება მათ ემოციურ, ფიზიკურ, სოციალურ, ინტელექტუალურ და შემოქმედებით განვითარებაში.
გ) 24-საათიანი მომსახურების გაწევისას უზრუნველყოს ბენეფიციართა ჯგუფური დასვენება საქართველოს კურორტებზე ან/და დიდი ქალაქებიდან მოშორებულ სარეკრეაციო ზონაში მდებარე დასახლებებში წელიწადში არანაკლებ ერთდროულად 3 დღისა და ჯამურად არანაკლებ 12 დღის განმავლობაში;
დ) 24-საათიანი ზრუნვის დაწესებულებებში, სადაც მომსახურებას იღებენ მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საჭიროების გათვალისწინებით, უზრუნველყოს ბენეფიცარების დასვენება საქართველოს კურორტებზე ან/და დიდი ქალაქებიდან მოშორებულ სარეკრეაციო ზონაში მდებარე დასახლებებში;
ე) ასაკობრივი მოთხოვნილებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ბენეფიციართათვის ხელმისაწვდომი გახადოს ტელევიზორის, კომპიუტერისა და სხვა ტექნიკის მოხმარება, რაც დაბალანსებულია დასვენება-გაჯანსაღების სხვა ღონისძიებებთან მიმართებით.
1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარს აქვს სათანადო გარემო განათლების მიღებისთვის, ვინაიდან, განათლება ეხმარება მას უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებასა და რეალიზებაში, რაც წარმოადგენს დამოუკიდებელი ცხოვრების განმსაზღვრელ კომპონენტს. ბენეფიციარი, ასაკისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით, ჩართულია საგანმანათლებლო/პროფესიული სწავლების პროცესში.
ა) 24-საათიანი მომსახურების შემთხვევაში, უზრუნველყოს ბენეფიციარის ჩართვა სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში და ხელი შეუწყოს მას პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღებაში;
ბ) 24-საათიანი მომსახურების შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოთა ჩართულობით უზრუნველყოს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბენეფიციარის დაკავშირება შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ან სპეციალისტთან;
გ) 24-საათიანი მომსახურების შემთხვევაში, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის არსებობის შემთხვევაში, გეგმის განხორციელების მიზნით ითანამშრომლოს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
დ) 24-საათიანი მომსახურების შემთხვევაში, სისტემატური ზედამხედველობა გაუწიოს ბენეფიციარის საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასწრებას;
ვ) გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენციითა“ და „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, ბავშვთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის პრინციპები ბენეფიციარებს მიაწოდოს მათთვის გასაგები ფორმით.
1. მოსალოდნელი შედეგი – 24-საათიანი მომსახურების შემთხვევაში, ბენეფიციარები იზრდებიან გარემოში, სადაც წახალისებულია ცხოვრების ჯანსაღი წესი და სათანადოდ ექცევა ყურადღება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას. მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ფარგლებში ხორციელდება ბენეფიციარების საექთნო მოვლა, რომელიც მოიცავს ნაწოლების დამუშავებას, სწორი ნაწლავის გარე მედიკამენტოზურ დამუშავებას, კათეტერისა და სტომის გამოყენებასა და მათი ჰიგიენური დამუშავების პროცესს, დამხმარე სამედიცინო აღჭურვილობის დამუშავებასა და შენახვას, მედიკამენტების მიწოდებასა და ა.შ.
ა) უზრუნველყოს ბენეფიციართა იმუნიზაციისა და სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმების პროცესის ხელშეწყობა; იმუნიზაციის პროცესის დროს გაითვალისწინოს ბავშვების შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურების გაწევის ხელმისაწვდომობა, მათ შორის, დღის ცენტრის მომსახურებებში;
გ) ბენეფიციარს მისცეს რჩევები პირადი ჰიგიენისა და სქესობრივი განათლების, აივ/შიდსისა და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ, ასევე ალკოჰოლის, ნარკოტიკების, თამბაქოსა და სხვა მავნე ნივთიერებების გამოყენების მოსალოდნელ შედეგებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, მათ შორის, დღის ცენტრის მომსახურებებში;
დ) გადაუდებელი/კრიზისული სიტუაციების ანგარიშის ჟურნალში აღრიცხოს შემთხვევები, რამაც გამოიწვია ბენეფიციართა დაზიანება, მათ შორის, დღის ცენტრის მომსახურებებში;
ე) აწარმოოს ინფექციებზე კონტროლი ექიმის მიერ რეკომენდებული ღონისძიებებით, მათ შორის, დღის ცენტრის მომსახურებებში;
ვ) საჭიროების შესაბამისად, რეგულარული კავშირი ჰქონდეს ოჯახის/სოფლის/უბნის ექიმთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება აღჭურვოს ყველა იმ პირველადი საჭირო სამედიცინო ინვენტარით, რომელიც აუცილებელია ბავშვების ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობის შესანარჩუნებლად ან/და გასაუმჯობესებლად;
თ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებაში დადგენილი ჰქონდეს მედიკამენტების შენახვისა და გაცემის პროცედურა, ბავშვისათვის საჭირო და დროული სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის წესი;
ი) ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განახორციელოს მონიტორინგი მომსახურების პედიატრისა და აღმზრდელი-ექთნის საშუალებით;
კ) ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მონიტორინგის განხორციელების დადასტურების მიზნით, პირად საქმეში განათავსოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა, წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ).
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივნისის დადგენილება №348 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.
ბ) უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურები ცნობილია ბენეფიციარისა/მისი კანონიერი წარმომადგენლისა და მომსახურების მიწოდებაში ჩართული ნებისმიერი პირისთვის.
ა) ჩამოაყალიბოს უკუკავშირისა და პროტესტის გამოხატვის მარტივი და ნათელი პროცედურა, რომელიც მოცემულია შინაგანაწესში და ცნობილია ბენეფიციარებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლებისთვის;
ბ) მომსახურებაში შექმნას პირობები იმისათვის, რათა ბენეფიციარს/მის კანონიერ წარმომადგენელს შეეძლოს მომსახურების სტრუქტურისა და შინაარსის შესახებ ანონიმური უკუკავშირის მიწოდება (მაგ.: არსებობს კითხვარი, უკუკავშირის ჟურნალი ან ანონიმური კომენტარების გამოხატვის სხვა საშუალებები);
გ) განიხილოს ბენეფიციარის კომენტარები რეგულარულად, სულ მცირე, თვეში ერთხელ;
დ) გაითვალისწინოს ბენეფიციარის აზრი და შეხედულებები მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას და უზრუნველყოს მისი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
ე) აწარმოოს პროტესტის/უკუკავშირის ყველა გონივრული შემთხვევის აღრიცხვა, ბენეფიციართა შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
1. მოსალოდნელი შედეგი – ყველა ბენეფიციარი დაცულია ნებისმიერი სახის ძალადობისგან (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური, იძულება, უგულებელყოფა), როგორც მომსახურებაში, ისე მის ფარგლებს გარეთ (გარდა მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფისა და დღის ცენტრების მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამებით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
ა) იცნობდეს და იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით („ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილება);
ბ) ჰქონდეს შემუშავებული ძალადობისაგან დაცვის შიდა ინსტრუქცია;
გ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებაში ჰყავდეს პერსონალი, რომელიც ფლობს შშმ ბავშვებში ძალადობის იდენტიფიცირებისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს;
დ) საჭიროების შემთხვევებში, უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება ბენეფიციართა ფსიქო-სოციალური დახმარების მიზნით;
ე) ძალადობის შესახებ არსებული ყველა ფაქტი და/ან განცხადება, ასევე მის საპასუხოდ გატარებული ღონისძიება, წერილობით აღრიცხოს შესაბამის ჟურნალში.
ა) შინაგანაწესით განსაზღვროს ბენეფიციართა ქცევის მართვის მეთოდები და გააცნოს ბენეფიციარებსა და თანამშრომლებს;
დ) ბენეფიციარის მიმართ არ გამოიყენოს ფიზიკური შეზღუდვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ბენეფიციარის მხრიდან საკუთარი თავის ან სხვათა დაზიანების საშიშროება ფიზიკური შეზღუდვის გამოყენების შემთხვევაში, აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ერთეულს, ხოლო მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარის შემთხვევაში – უფლებამოსილ სოციალურ მუშაკს;
ე) ბენეფიციარის გაუჩინარების შემთხვევაში, გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს გაუჩინარებიდან 24 საათისა, შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, კანონიერ წარმომადგენელს და/ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
1. მოსალოდნელი შედეგი – 24-საათიანი მომსახურების შემთხვევაში, ბენეფიციარები მზად არიან დაბრუნდნენ ოჯახში, გადავიდნენ სხვა მომსახურებაში ან დატოვონ მომსახურება დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად, რომელიც ასახულია მომსახურების ინდივიდუალურ გეგმაში.
ა) მომსახურების მიწოდების პროცესში ხელი შეუწყოს ბენეფიციარებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში;
ბ) ხელი შეუწყოს ბენეფიციარებს, განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები უმაღლესი განათლების მიღების ან პროფესიული ინტერესების გამოვლენის თვალსაზრისით, რაც აისახება მომსახურების ინდივიდუალურ გეგმაში;
გ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ბავშვების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარების ხელშეწყობას მათი მომსახურებაში ჩარიცხვიდან;
დ) ხელი შეუწყოს ბენეფიციარებს მომსახურებიდან გასვლის პროცესში, იქნება ეს სხვა მომსახურებაში გადასვლა, ოჯახში დაბრუნება თუ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება;
ე) ხელი შეუწყოს ბენეფიციარს და/ან მის კანონიერ წარმომადგენელს ჩართული იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც ეხება მისი მომსახურებიდან გასვლას;
ვ) მომსახურებიდან გასვლისას ბენეფიციარის და/ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის შესაბამისად, მიაწოდოს მომსახურებაში დაცული პირადი საქმის ყველა დოკუმენტი ან/და მისი ასლი.
1. მოსალოდნელი შედეგი – მომსახურების მიწოდება ხორციელდება ისეთ გარემოში, რომელიც შეესაბამება მომსახურების მიზანს და სათანადოდ აკმაყოფილებს ბენეფიციარის საჭიროებებს. მომსახურება ხორციელდება კეთილმოწყობილ, სუფთა, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში. მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შემთხვევაში, გარემო ხელმისაწვდომი და ადაპტირებულია.
ა) მომსახურება განახორციელოს ისეთ გეოგრაფიულ გარემოში, სადაც ბენეფიციარებს ადვილად მიუწვდებათ ხელი ფორმალური/არაფორმალური განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტებზე; მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება არ უნდა იყოს დაშორებული ბავშვთა გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებიდან 20-25 კმ-ზე მეტი მანძილით, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;
ბ) მომსახურებისთვის განკუთვნილი ფართი აკმაყოფილებდეს შემდეგ ნორმებს:
ბ.ა) მომსახურების ფიზიკური გარემო ჰქონდეს მაქსიმალურად მიმსგავსებული ოჯახურ პირობებს. მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შემთხვევაში, შენობას უნდა ჰქონდეს პანდუსი, ადაპტირებული ასასვლელ-ჩამოსასვლელი, საჭიროების შემთხვევაში, ლიფტი;
ბ.ბ) უზრუნველყოფილი იყოს სეზონის შესაბამისი ტემპერატურით (მათ შორის, ზამთრის პერიოდში – არანაკლებ 18 გრადუსისა, ხოლო ზაფხულის თვეებში – არაუმეტეს 25 გრადუსისა). მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შემთხვევაში, უზრუნველყოს ოთახის ტემპერატურის ბენეფიციარების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება;
გ.ა.ბ) უნდა ჰქონდეს ბენეფიციართა კვებისათვის საკმარისი სასადილო ფართობი, აღჭურვილი შესაბამისი ინვენტარით (მაგიდასთან ადგილი და სკამი), იქონიოს და გამოიყენოს სათანადო რაოდენობის ჩაისა და სადილის ჭურჭელი (მაგ.: თეფშები, ფინჯნები, ლანგრები და სხვა) და უჟანგავი ლითონის კოვზები, დანები და ჩანგლები;
გ.ა.გ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებაში, სასადილო ოთახი იზოლირებული უნდა იყოს სამზარეულოსგან. სასადილოსა და სამზარეულოს ავეჯი და ინვენტარი ადაპტირებული უნდა იყოს ბავშვების საჭიროებების მიხედვით;
გ.ბ) 24-საათიანი მომსახურებისას – საძინებელი ოთახი (ოთახები):
გ.ბ.ა) ერთ ბენეფიციარზე არანაკლებ 6 კვ. მ ფართობისა;
გ.ბ.ბ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებაში 7 ბავშვისთვის განკუთვნილი 4 საძინებელი;
გ.ბ.გ) ერთ ოთახში უნდა განთავსდეს არაუმეტეს სამი ბენეფიციარისა; მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებაში არაუმეტეს 2 ბენეფიციარისა, ხოლო მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის შემთხვევაში, გადაუდებელი შემთხვევების ან/და ბენეფიციარებს შორის ნათესაური კავშირის არსებობისას, შესაძლებელია, ერთ ოთახში განთავსდეს 4 ბენეფიციარი;
გ.ბ.დ) თითოეული ბენეფიციარისთვის ლოგინს, საწოლს, ტუმბოსა და ერთ კარადას, არაუმეტეს სამი ბენეფიციარისათვის;
გ.გ.) საერთო მოხმარების ფართს (სხვადასხვა აქტივობებისთვის), გარდა სააბაზანოს, საპირფარეშოების, დერეფნისა (სიგანე 2 მ-ზე ნაკლები) და სხვა სათავსებისა, რომლებიც 24-საათიანი მომსახურების შემთხვევაში არის არანაკლებ 3 კვ. მ-ისა ერთ ბენეფიციარზე, ხოლო დღის ცენტრის შემთხვევაში – 5 კვ. მ-ისა ერთ ბენეფიციარზე;
გ.დ) საშხაპეს (მხოლოდ 24-საათიანი მომსახურებისას), საპირფარეშოს (ვენტილაციით), პირსაბანს (ცივი/ცხელი წყლით) – 10 ბენეფიციარზე არანაკლებ ორისა (24-საათიანი მომსახურებისას) და 15 ბენეფიციარზე არანაკლებ ერთისა (დღის ცენტრის მომსახურებისას). შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციართა შემთხვევაში, აღნიშნული გარემო მორგებული უნდა იყოს ამ კატეგორიის ბენეფიციართა საჭიროებებზე. მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებაში ბენეფიციარებისთვის არსებობს ორი სააბაზანო და ორი საპირფარეშო, თითოეულის ფართობი არანაკლებ 10 კვ. მეტრია. სააბაზანოსა და საპირფარეშოს აღჭურვა ხდება კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად;
ე) ჰქონდეს ბენეფიციართა ასაკისა და საჭიროების შესაბამისი სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და შემეცნებითი დანიშნულების ნივთები;
ზ) დღის ცენტრის მომსახურებისას გამოყოფილია ბენეფიციარების პირადი ნივთების შენახვისთვის განკუთვნილი დაცული ადგილი, ხოლო მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში – უზრუნველყოს ბენეფიციარები პირადი ნივთების შენახვისთვის განკუთვნილი ადგილით, არსებული საჭიროებების გათვალისწინებით;
თ) მომსახურებისთვის განკუთვნილ ფართში აკრძალოს თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება;
ი) თუ მომსახურება საჭიროებს ლიფტს, ლიფტის ყველა ღილაკზე აღნიშნული უნდა იყოს ტაქტილური რიცხვები, ხოლო უსინათლოებისათვის ბრაილის შრიფტი;
კ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებაში კარების სახელურების სიმაღლე იატაკიდან არ უნდა აღემატებოდეს 0,85 მეტრს. არ უნდა იქნეს გამოყენებული ერთმანეთში შემავალი კარები;
ლ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებაში დასრულებული იატაკიდან ფანჯრის რაფა არ უნდა იყოს 0.9 მ სიმაღლეზე ზემოთ ან დაბლა;
მ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებაში კიბის საფეხურის ზომები (სიმაღლე და სიღრმე) უნდა იყოს ერთნაირი და შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას.
ბ) თვალსაჩინო ადგილზე განათავსოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ცხელი ხაზი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი – 15 05, გაზის, ელექტროენერგიის, წყლისა და კანალიზაციის მიმწოდებელი ადგილობრივი სამსახურების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საკონტაქტო ინფორმაცია;
გ) მომსახურებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე შეინარჩუნოს სისუფთავე;
დ) კიბეებსა და აივნებს ჰქონდეს მოაჯირი. ეტლით მოსარგებლე ბენეფიციარებისათვის მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, მოაჯირი უნდა იყო ორდონიანი, იატაკიდან 0,7 მეტრისა და 0,9 მეტრის სიმაღლეზე;
ე) შეინახოს საკვები ადეკვატურად – მალფუჭებადი საკვები ინახება მაცივარში;
თ) ნაგავი შეინახოს დახურულ კონტეინერში, ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. ნაგვის გატანა უნდა ხდებოდეს, სულ მცირე, დღეში ერთხელ;
ი) უზრუნველყოს ბენეფიციართა პირადი ნივთების ხელშეუხებლობა;
კ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებაში, იატაკი ყველგან, საპირფარეშოს/სააბაზანოს ჩათვლით, არ უნდა იყოს ხორკლიანი, ბასრი ან სრიალა;
ლ) უზრუნველყოს ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება „სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ არსებული სტანდარტების მიხედვით; პერსონალს მიაწოდოს ინფორმაცია ცეცხლმაქრის შესაბამისად გამოყენებისა და ბავშვების უსაფრთხო ევაკუაციის შესახებ;
მ) ჰქონდეს ევაკუაციის გეგმა, რომელიც შესაბამისობაშია „სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტთან“ („ევაკუაციის გეგმის შედგენის წესი“). მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებაში საევაკუაციო გეგმა უნდა იყოს მომზადებული ბრაილის შრიფტითაც და მხედველობის დარღვევის მქონე ბენეფიციარები უნდა იცნობდნენ მას დეტალურად. პერსონალი უნდა ფლობდეს ინფორმაციას ევაკუაციის გეგმის შესახებ.
ა) 24-საათიანი მომსახურების შემთხვევაში, მომსახურებაში ბავშვის აღზრდის პროცესში ჩართულ პერსონალს, გარდა ტექნიკური პერსონალისა, გავლილი ჰქონდეს სატრენინგო კურსი, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან;
ბ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებაში, მომსახურების აღმზრდელებისთვის უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული ტრენინგი, რომელიც მოიცავს ზოგადი მოვლის, საექთნო მოვლისა და განვითარების საკითხებს;
გ) უზრუნველყოს თანამშრომელთა რეგულარული ზედამხედველობა და მათთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
დ) დაიცვას აღმზრდელებისა და ბენეფიციარების შემდეგი თანაფარდობა:
დ.ა) 24-საათიან მომსახურებაში დღის განმავლობაში ყოველ 5 ბენეფიციარზე მინიმუმ ერთი აღმზრდელი, ხოლო ღამითა და შაბათ-კვირას – 10 ბენეფიციარზე მინიმუმ ერთი, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა (ბენეფიციარის სტაციონარში, პოლიციაში და სხვ. მოხვედრა). მომსახურების ადგილზე (ცალკე გამოყოფილ ფართზე) ბენეფიციართა საერთო რაოდენობა არ აღემატება 10-ს, გარდა მიუსაფარ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებისა, სადაც ბენეფიციართა საერთო რაოდენობა არ აღემატება 15-ს;
დ.ბ) დღის ცენტრის მომსახურებაში ყოველ 15 ბენეფიციარზე მინიმუმ ერთი აღმზრდელი/პედაგოგი;
დ.გ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა საერთო რაოდენობა არ აღემატება 7-ს, რომელთაც დღის განმავლობაში ემსახურება მინიმუმ 3 აღმზრდელი, ხოლო ღამის განმავლობაში მინიმუმ 2 აღმზრდელი. მომსახურება ითვალისწინებს აღმზრდელების ცვლებში მონაცვლეობასაც. ბენეფიციარების საჭიროებიდან გამომდინარე, თითოეული ცვლის ფარგლებში აღმზრდელებიდან ერთ-ერთი არის ექთანი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ბავშვების საექთნო მოვლას;
დ.დ) იმ 24-საათიანი ზრუნვის დაწესებულებებში, სადაც მომსახურებას იღებენ შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვები, შესაძლებელია, ბენეფიციართა რაოდენობა განისაზღვროს 10-ით, რომელთაც დღის განმავლობაში ემსახურება მინიმუმ 4 აღმზრდელი, ხოლო ღამის განმავლობაში − მინიმუმ 2 აღმზრდელი;
ე) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებას აღმზრდელებთან ერთად უზრუნველყოფს მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც შედგება ოკუპაციური თერაპევტისგან, სოციალური მუშაკისაგან, ფსიქოლოგისა და პედიატრისგან.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 ივნისის დადგენილება №348 – ვებგვერდი, 05.06.2020წ.
(24- საათიანი მომსახურების განმახორციელებელი პირებისთვის) ბენეფიციარის სახელი, გვარი დაბადების თარიღი პირადი ნომერი მშობლ(ებ)ის სახელი, გვარი გეგმის შედგენაზე პასუხისმგებელი პირი(პირები):
გეგმის შედგენის თარიღი:
გეგმის გადასინჯვის თარიღი: მიზანი ბავშვის განვითარების ასპექტები აქტივობა მოსალოდნელი შედეგი განხორციელების ვადა პასუხისმგებელი პირ(ებ)ი ხელისშემშლელი ფაქტორები მიღწეული შედეგები1
ჯანმრთელობა1.
2.
...
2
განათლება1.
2.
...
3
განვითარება1.
2.
...
4
ბიოლოგიურ გარემოსთან კონტაქტების შენარჩუნება/ ბავშვის რეინტეგრაცია1.
2.
...
5
სოციალური ინტეგრაცია1.
2.
...
6
სხვა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.03.2021.
- როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“?
- „ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 15.01.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №66. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.017684.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.03.2021.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 18 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.03.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“, №66, 15.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017684 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2198153/