„საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
1
დოკუმენტის ტექსტი
+
|
„საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
+
მუხლი 1
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ სააქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ“ დებულება.
+
მუხლი 2
დადგენილება ასევე გამოქვეყნდეს „ზღვაოსანთა უწყებებში“, ლოციებსა და სხვა სახელმძღვანელოებში, რომლებიც გამოიყენება ნაოსნობისთვის.
+
მუხლი 3
ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს ძალადაკარგულად გამოაცხადოს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 ივნისის №380 ბრძანებულება „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
|
Annotate
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების მოძრაობის გამყოფი სქემების, საზღვაო დერეფნებისა და სპეციალური საზღვაო რაიონების დადგენის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე, №57, 15.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017691 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2201928-1/