საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხისა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
|
1. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ექვსზე მეტი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 53 ერთეულით და დამტკიცდეს ადმინისტრაციის საშტატო განრიგი და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები №1 დანართის შესაბამისად.
2. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ექვსი და ექვსზე ნაკლები თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 46 ერთეულით (გარდა სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, სადაც ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 47 ერთეულით) და დამტკიცდეს ადმინისტრაციის საშტატო განრიგი და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები №2 დანართის შესაბამისად.
|
შენიშვნა: სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციის საშტატო განრიგში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის ნაცვლად განისაზღვროს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილის დამატებით ერთი საშტატო ერთეული. |
შენიშვნა: სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, შესაბამისად, ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა შეადგენს 47 ერთეულს. |
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხისა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“, №97, 21.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.017716 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.04.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2206719-7/