საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის მდ. რიონიდან მოშორებით, სხვა დერეფანში გადატანისა და „წითელი ხიდი–წალკა–ალასტანის“ 300 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის აშენებული მონაკვეთის რეაბილიტაციის და ახალქალაქის განშტოების 6 კმ სიგრძის ასაშენებელ მონაკვეთებზე შესასრულებელი სამუშაოებისათვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან გათავისუფლების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№660
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 13/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 660

2007 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს  ნავთობისა  და  გაზის  კორპორაციის ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის მდ. რიონიდან მოშორებით, სხვა დერეფანში გადატანისა და „წითელი ხიდი–წალკა–ალასტანის“300 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის აშენებული მონაკვეთის რეაბილიტაციის და ახალქალაქის განშტოების 6 კმ სიგრძის ასაშენებელ მონაკვეთებზე შესასრულებელი სამუშაოებისათვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისაგან გათავისუფლების თაობაზე

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში, მდ. რიონზე წყლის დონის საგრძნობმა მატებამ გამოიწვია მარჯვენა სანაპირო ზოლის ინტენსიური ეროზია, რის შედეგადაც მდინარის კალაპოტში მოექცა და საყრდენის გარეშე დარჩა ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის (30-ე კმ-ზე) დ=500 მმ-იანი 80-90 მეტრი სიგრძის მილი. აღნიშნული მილის გაწყვეტის რეალური საშიშროების გამო აუცილებელია ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის მდ. რიონიდან მოშორებით, სხვა დერეფანში გადატანა, ასევე, აუცილებელია „წითელი ხიდი- წალკა- ალასტანის“300 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის უკვე აშენებული მონაკვეთის რეაბილიტაცია და ახალქალაქის განშტოების 6 კმ სიგრძის გაზსადენის გაყვანა. აღნიშნულ მონაკვეთებზე სამუშაოთა მოკლე დროში განხორციელებისა და რეგიონისათვის დამახასიათებელი რთული კლიმატური პირობების გამო „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის № 154 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის განცხადების საფუძველზე:

1. გათავისუფლდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წარმოდგენისაგან საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის მდ. რიონიდან მოშორებით, სხვა დერეფანში გადატანისა და „წითელი ხიდი – წალკა – ალასტანის“300 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის უკვე აშენებული მონაკვეთის რეაბილიტაციის და ახალქალაქის განშტოების 6 კმ სიგრძის ასაშენებელ მონაკვეთებზე სამუშაოთა შესრულების დაჩქარების მიზნით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                   ზ. ნოღაიდელი