ჭიდაობაში 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№213
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 01/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №213

2013 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

ჭიდაობაში 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

1. ქ. თბილისში, 2013 წლის 15-25 მარტს, ჭიდაობაში (თავისუფალი ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა და ქალთა ჭიდაობა) 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას ჭიდაობაში 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა ივანიშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ლევან ყიფიანი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

მაია ფანჯიკიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

დავით სერგეენკო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

თამაზ თევზაძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე

ლერი ხაბელოვი – საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი

შოთა ხაბარელი – საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

ელდარ კურტანიძე – ა(ა)იპ – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი

ედიშერ მაჩაიძე – ა(ა)იპ – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი

მამუკა ქაცარავა – ქალაქ თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი.

2. კომისიამ განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები ჭიდაობაში 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შეუფერხებლად და მაღალ დონეზე ორგანიზების უზრუნველსაყოფად.

3. შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ კომისიის გადაწყვეტილებების განხორციელებას.

პრემიერ-მინისტრი                                             ბ. ივანიშვილი