„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 27 ივლისის №1453 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№296
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 28/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №296

2013 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 27 ივლისის №1453 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 27 ივლისის №1453 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომპანიამ უზრუნველყოს ქ.წყალტუბოში შემდეგი სამუშაოების და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა:“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა.ე) წყალტუბოს სტადიონის რეკონსტრუქციის საპროექტო მომსახურება, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად;“;

გ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კომპანიამ ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ვ“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელოს სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე;“;

დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტის „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“, „ა.ვ“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

პრემიერ‑მინისტრი                                          ბ. ივანიშვილი