არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№686
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 01/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №686

2013 წლის 1 ივ ლ ისი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ს– ,,საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციისათვის“ უძრავი ქონების უსას ყიდ ლო უზ უ ფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახე ბ

1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად , მიეცეს თანხმობა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს- ,,საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციას“ (ს/კ 212274590)უ სასყიდლ ო უზუფრუქტის ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 წლის ვადით გადასცეს ქ. თბილისში, კონსტიტუციის ქ. N2–ში მდებარე შენობ ა -ნაგებობა N1–2–ის ცოკოლის სართულზე არსებული 535,19 კვ.მ ფართი და მა ს ზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი(მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.16.01.010.018.02.523).

2. უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა განხორციელდეს შემდეგი პირობებით:

     ა) ა(ა)იპ –,,საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციამ“ განახორციელოს შენობის რეაბილიტაცია;

     ბ) ა(ა)იპ –,,საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციამ“ ამ განკარგულებით გადაცემულ მთელ ქონებაზე განახორციელოს ფსიქიკურად დაავადებულ პირთათვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სოციალური სერვისები.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები განხორციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

4. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                             ბიძინა ივანიშვილი