აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№421
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 16/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №421

2007 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცეს შემდეგი სახელმწიფო ქონება:

ა) უძრავი ქონება (№1 დანართის მიხედვით);

ბ) შპს „ბათუმის გემთსაშენი ქარხნის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი (№2 დანართის მიხედვით);

გ) მოძრავი  ქონება – 5 ერთეული „ნავი 4,25“.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება განკარგულების შესრულების მიზნით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 პრემიერ-მინისტრი                  ზ. ნოღაიდელი

დანართი №1

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადასაცემი სახელმწიფო ქონების ნუსხა

დასახელება

მისამართი

შენობის ფართობი, კვ.მ

დაკავებული მიწის

ფართობი, კვ.მ

1.

არასაცხოვრებელი ფართობი

ქ. ბათუმი, მეტაქსას

ქ. -10-10ა

425,65

წილობრივად

დამაგრებული ფართობი

2.

შენობა-ნაგებობები

ქ. ბათუმი, ზ. გამსახურდიას ქ. №42

822,41

489,6

3.

შენობა-ნაგებობა

ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №37

232,6

337,4

4.

შენობა-ნაგებობები

ქ. ბათუმი, მ. კომახიძის ქ. №119

3630,65

3313

 

დანართი №2

აჭარის ავტონომიური რესპუბლკის საკუთრებაში გადასაცემი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის შესახებ ინფორმაცია

 

საწარმოს

დასახელება

იურიდიული

მისამართი

საწესდებო

კაპიტალი

(ლარი)

საწარმოს

საქმიანობის

სფერო

საანგარიშო

წლის მოგება, ზარალი (ლარობით

ათასამდე)

კრედიტორული დავალიანება

(ლარობით

ათასამდე)

დებიტორული

დავალიანება

(ლარობით

ათასამდე)

შპს

„ბათუმის

გემთსაშენი

ქარხანა“

ქ. ბათუმი,

მწვანე

ქ. №1

14 184 450

მცურავი საშუალებების

მშენებლობა და რემონტი

14 587

944776

2213055