სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.02.2014 ბოლო ცვლილება 17.09.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№121
სარეგისტრაციო კოდი
040170020.10.003.017740
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (16)

შემდგომი ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №121

2014 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №157 – ვებგვერდი, 03.04.2018წ.


+
მუხლი 1
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №157 – ვებგვერდი, 03.04.2018წ.

+
მუხლი 2
1. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს საერთო სასამართლოებს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ეროვნულ ბანკს, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებს, ავტომობილების შესყიდვისა და განაწილებისას იხელმძღვანელონ ამ დადგენილებით განსაზღვრული პრინციპებით.

2. ეთხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე მიიღონ ნორმატიული აქტი, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პრინციპების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №157 – ვებგვერდი, 03.04.2018წ.

2
მუხლი 3
ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება:

ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებზე, გარდა ამ დადგენილების 4 ​1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშეების და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ავტომობილებზე;

გ) „ოპერატიულ‑სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებზე „ოპერატიულ‑სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების ნაწილში;

დ)  საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე შეიარაღებული ძალების სამხედრო ფუნქციების განხორციელების ნაწილში;

ე) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საპროტოკოლო/სასტუმრო ავტომობილებზე;

ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებზე.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №625 – ვებგვერდი, 19.11.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №157 – ვებგვერდი, 03.04.2018წ.

+
მუხლი 4
საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა 2014 წლის 1 აპრილამდე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისიას წარუდგინონ  საკუთარი სპეციფიკის და თავისებურების გათვალისწინებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, აგრეთვე თავდაცვის ატაშეების და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების  ავტომობილების გადანაწილების, კუთვნილების და კლასიფიკაციის წესის, ასევე საპროტოკოლო/სასტუმრო ავტომობილების კლასიფიკაციისა და გამოყენების წესის პროექტი შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
+
მუხლი 4​1
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით ჩანაცვლება ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №157 – ვებგვერდი, 03.04.2018წ.

+
მუხლი 5
2014 წლის 1 ივლისამდე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისიას საკუთარი სპეციფიკის და თავისებურებების გათვალისწინებით:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარუდგინოს სახელმწიფო ავტომობილების, მათ შორის ოპერატიული და სპეციალიზირებული ავტომობილების გადანაწილების წესისა და დამატებითი კლასიფიკაციის პროექტი;

ბ) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელმა ორგანოებმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა წარუდგინოს ოპერატიული და სპეციალიზირებული ავტომობილების გადანაწილების წესისა და დამატებითი კლასიფიკაციის პროექტი.

+
მუხლი 6
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ავტომობილების მინების დამუქებისა და სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალების მონტაჟის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების განახლებული რეგულაციების შემუშავება არაუგვიანეს 2014 წლის 28 თებერვლამდე.
+
მუხლი 7
1.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების კლასიფიკაციის ნაწილში ახალ შესასყიდ/ჩანაცვლებულ ავტომობილებზე, ხოლო არსებული ავტოპარკის ოპტიმიზაციის გეგმა აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა დაწესებულებამ წარუდგინოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისიას 2014 წლის 1 აპრილამდე.

2. აღნიშნული დადგენილება, გარდა დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მესამე პუნქტისა და ავტომობილებისთვის დაწესებული საგარანტიო პირობებისა, ვრცელდება, აგრეთვე, მეორადი ავტომობილების შესყიდვაზე.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №625 – ვებგვერდი, 19.11.2014წ.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
+



სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №157 – ვებგვერდი, 03.04.2018წ.


+
მუხლი 1. მოქმედების სფერო

სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი“ (შემდგომში – წესი) ადგენს ერთიან სტანდარტს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის მსუბუქი ავტომობილების განპიროვნებული და მორიგე ფუნქციების განაწილებისას, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციასა და კლასების განაწილებას, განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებსა და ზღვრული ფლობის ღირებულებას.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №157 – ვებგვერდი, 03.04.2018წ.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება (შემდგომში − დაწესებულება) – საქართველოს სამინისტრო, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მათ სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს დაზვერვის სამსახური, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპი, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმო;

ბ) განპიროვნებული ავტომობილი ‑ ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება კონკრეტული დაწესებულების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე;

გ) სამორიგეო ავტომობილი ‑ ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე (გარდა საპროტოკოლო/სასტუმრო ავტომობილებისა) დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა ყოველი კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე;

დ) საშტატო რიცხოვნობა ‑ ფაქტიურ საშტატო რიცხოვნობას (გარდა ამ წესის მე‑4 მუხლით განსაზღვრული, მაგრამ საგანმანათლებლო რესურსცენტრების გათვალისწინებით საშტატო რიცხოვნობისა) გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა;

ე) გათანაბრებული თანამდებობის პირი ‑ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, რომელსაც განპიროვნებული ავტომობილით სარგებლობის უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს პრემიერ‑მინისტრის ან მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ‑სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №439 – ვებგვერდი, 27.08.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №157 – ვებგვერდი, 03.04.2018წ.

მუხლი 3. განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებლე თანამდებობობის პირები

განპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამდებობის პირებს:

ა) საქართველოს პრემიერ‑მინისტრი;

ბ) საქართველოს მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, საქართველოს პრემიერ‑მინისტრის მრჩეველი, საქართველოს პრემიერ‑მინისტრის თანაშემწე და მათთან გათანაბრებული თანამდებობის პირი;

გ) საქართველოს მინისტრებისა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრების პირველი მოადგილე, მოადგილეები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი

დ) დეპარტამენტის უფროსი ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი;

ე) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სსიპის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი, გარდა ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა;

ვ) სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს გამგეობის/სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

ზ) იმ სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელის მოადგილე, რომლის საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 100-ს, გარდა ამ წესის მე‑4 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა;

თ) იმ სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს დეპარტამენტის უფროსი ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი, რომლის საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 500‑ს, გარდა ამ წესის მე‑4 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა;

ი) ამ მუხლით განსაზღვრული დაწესებულებების რეგიონალური ან/და რაიონული წარმომადგენლობების ხელმძღვანელები.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №157 – ვებგვერდი, 03.04.2018წ.

მუხლი 4. დაწესებულებები, რომლებზეც არ ვრცელდება განპიროვნებული ავტომობილებით სარგებლობის უფლება

 ამ წესის მე‑3 მუხლით განსაზღვრული განპიროვნებული ავტომობილებით სარგებლობის უფლება არ ვრცელდება შემდეგ დაწესებულებებზე:

ა) საჯარო სკოლა;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება;

გ) საგანმანათლებლო რესურსცენტრი;

დ) თეატრი;

ე) ანსამბლი;

ვ) მუზეუმისა და ნაკრძალის ადმინისტრაცია;

ზ) სპორტული სახეობების ფედერაცია.

მუხლი 5. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი

1. სამორიგეო ავტომობილის რიცხვი დგინდება შემდეგი პროპორციით: 100 საშტატო რიცხოვნობამდე დაწესებულების შემთხვევაში ‑ 1 ავტომობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1 ავტომობილი.

2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაანგარიშების შედეგი ნაკლებია 1‑ზე, როდესაც დამრგვალება, მიუხედავად მეათედის ოდენობისა ხდება 1 მთელამდე.

3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს.

4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული ვითარება გრძელდება 6 თვეზე მეტი პერიოდით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისიას შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 მუხლი 6. ავტომობილების კლასიფიკაციის წესი

1. ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილის ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის.

2. ავტომობილის კლასიფიკაციის წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს თითოეული კლასისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის; დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა, გარდა კლასის ცვლილებისა, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისია შესაბამისი ობიექტურად დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე; მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ, შეთავაზებისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები, (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ძრავის კუბატურის ან ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა), მაგრამ  აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასის და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად, შესაბამისი პროცედურის დაცვით.

3. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 100 ათას კილომეტრზე ავტომობილის ექსპლუატაციით გამოწვეული საგარანტიო მოთხოვნების შესაბამისი ხარჯის და ავტომობილის შესყიდვის ფასის ერთობლიობით. 100 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია:

ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი;

ბ) ძრავის ზეთის ხარჯი;

გ) ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი;

დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი;

ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი;

ვ) კონდინციონერის ფილტრის ხარჯი;

ზ) ანთების სანთლები;

თ) ძრავის ღვედი;

ი) საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით.

ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 1-ის. 100 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს წინა და უკანა ხუნდები საჭიროების შემთხვევაში, სულ მცირე ხუთჯერ, ხოლო წინა და უკანა ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა გადასახდელი იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.

4. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს განფასებას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი) ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში. შემსყიდველი  ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტთან აფორმებს მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ – „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ავტომობილის ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, შემსყიდველი  ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ან მის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციასთან (მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას იმ საგარანტიო პირობების ანალოგიურად, რომელსაც თავდაპირველი მიმწოდებელი სთავაზობს შემსყიდველს) დებს ხელშეკრულებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 ​1 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წლოვანებას ან/და გარანტიის პირობებს. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას, ეროვნულ ვალუტაში, საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.

5. ყოველი კონკრეტული შესყიდვისას შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს ბაზრის კვლევას და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა თითოეული კლასის მიხედვით. შემსყიდველი ორგანიზაცია ბაზრის კვლევის ჩატარების და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ზღვრული ფლობის ღირებულების და საწვავის ფასი). მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარმოადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული სახელმწიფო პარკის მყისიერ მორგებას წინამდებარე წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით.

6. ამ წესის მიზნებისათვის ავტომობილების კლასიფიკაცია ხორციელდება შემდეგი ნიშნით: I, II, III, IV კლასისა და სპეციალიზებული კლასის ავტომობილები. ავტომობილის თითოეული კლასით მოსარგებლე პირთა კატეგორია, ასევე კონკრეტული კლასისათვის წაყენებული მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ამ წესის დანართით. ავტომობილების ზომები განისაზღვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №658 – ვებგვერდი, 05.12.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №448 – ვებგვერდი, 31.08.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18  იანვრის  დადგენილება №26  - ვებგვერდი, 21.01.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №157 – ვებგვერდი, 03.04.2018წ.

 მუხლი 7. წესით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენა

1. დაწესებულების სპეციფიკიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე წინამდებარე წესიდან გამონაკლისების შესახებ მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისია შესაბამისი დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე (მათ შორის, ფუნქციონალური საჭიროების ავტომობილების და შესაბამისი კლასის განსაზღვრის, ხელშეკრულებით არსებული საშტატო რიცხოვნობის და კლასის ცვლილების შესახებ).

 2. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას.

 

დანართი

 

კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება

ეს დანართი განსაზღვრავს ავტომობილების კონკრეტული კლასისათვის მიკუთვნების კრიტერიუმებს, ასევე განსაზღვრული ნიშნით მათი თანამდებობრივი ან ზოგადი დანიშნულებით გამოყენების წინაპირობებს. ვალუტის კურსი წარმოადგენს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ გაცვლით კურსს.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №157 – ვებგვერდი, 03.04.2018წ.

ა) IV კლასის ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ზოგადი დანიშნულების:

ა.ა) საკურიერო-საფელდეგერო;

ა.ბ) მცირე მომარაგების;

ა.გ) ქალაქის შიგნით თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის;

ა.დ) მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები – ცხრილი №1-ის შესაბამისად.

ა.ე) ზღვრული ფლობის ღირებულება – $15400 დოლარის ეკვივალენტი ლარში.

ბ) III კლასის ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ბ.ა) ზოგადი დანიშნულების:

ბ.ა.ა) სამორიგეო;

ბ.ა.ბ) მომარაგების;

ბ.ა.გ) თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით;

ბ.ა.დ) მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები ‑ ცხრილი №2-ის შესაბამისად;

ბ.ა.ე) მსუბუქი მაღალი განმავლობის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები - ცხრილი №3‑ის შესაბამისად;

ბ.ა.ვ) ზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი ავტომობილებისათვის-$16800 დოლარის ეკვივალენტი ლარში;

ბ.ა.ზ) ზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის -$24300 დოლარის ეკვივალენტი ლარში.

ბ.ბ) განპიროვნებული:

ბ.ბ.ა) რეგიონალური და/ან რაიონული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისათვის, რომელთა საშტატო რიცხოვნობა ნაკლებია 300 საშტატო ერთეულზე;

ბ.ბ.ბ) სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი და ხელმძღვანელის მოადგილე ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ნაკლებია 300 საშტატო ერთეულზე;

ბ.ბ.გ) სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელის მოადგილე ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 300 საშტატო ერთეულს;

ბ.ბ.დ) სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს დეპარტამენტის უფროსი ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 500 საშტატო ერთეულს.

გ) II კლასის ავტომობილები განკუთვნილია შემდეგი თანამდებობის პირებისათვის:

გ.ა) დეპარტამენტის უფროსი ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი;

გ.ბ) სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 300 საშტატო ერთეულს;

გ.გ) რეგიონალური და/ან რაიონული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი, რომელთა საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 300 საშტატო ერთეულს.

მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილი №4-ით; ხოლო მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები - ცხრილი №5-ით.

მსუბუქი ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულებაა $21000 დოლარის ეკვივალენტი ლარში, ხოლო მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულება - $26500 დოლარის ეკვივალენტი ლარში.

გ.დ) სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის,  50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელის მოადგილე, თუ საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 500 საშტატო ერთეულს.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №448 – ვებგვერდი, 31.08.2015წ.

დ) I-კლასის ავტომობილები განკუთვნილია შემდეგი თანამდებობის პირებისათვის:

დ.ა) მინისტრების და სახელმწიფო მინისტრების პირველი მოადგილე, მოადგილეები და მათთან გათანაბრებული თანამდებობის პირები;

დ.ბ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე და მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი;

დ.გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე;

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №439 – ვებგვერდი, 27.08.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №157 – ვებგვერდი, 03.04.2018წ.

დ.დ) სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა აღემატება 500 საშტატო ერთეულს.

I-კლასის მაღალი გამავლობის ავტომობილები ასევე შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს, რომელიც შეიძლება იქნეს გამოყენებული, როგორც ზამთრის პერიოდში, ასევე მძიმე რელიეფური პირობებისათვის. სეზონური ავტომობილების საჭიროების დადგენა ხდება კომისიის გადაწყვეტილებით.

მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილი №6-ით, ხოლო მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები - ცხრილი №7-ით.

მსუბუქი ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულებაა $31500 დოლარის ეკვივალენტი ლარში, ხოლო მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების ზღვრული ფლობის ღირებულება ‑ $47000 დოლარის ეკვივალენტი ლარში.

ე) სპეციალიზირებული კლასის ავტომობილები:

ე.ა) გამოიყენება სპეციალური დანიშნულებით, კონკრეტული საქმიანობის შესასრულებლად.  იმ შემთხვევაში, თუკი შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციფიკაცია განსხვავებულია ამ წესით დადგენილი სტანდარტებისგან, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია აღნიშნული სპეციფიკაციის ამსახველი პარამეტრები წარუდგინოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადაა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სპეციფიკაციის ამსახველი პარამეტრების წარდგენიდან 1 თვე. ავტოსატრანსპორტო საშუალება მიეკუთვნება სპეციალიზირებულ კლასს, თუკი კომისია მიიჩნევს მას ასეთად;

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №625 – ვებგვერდი, 19.11.2014წ.

ე.ბ) პიკაპი;

ე.გ) მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები დადგენილია ცხრილი №8‑ით;

ე.დ) ზღვრული ფლობის ღირებულებაა 30000$.

ვ) შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №157 – ვებგვერდი, 03.04.2018წ.

 ცხრილი №1

 

მე -4 კლასი

ძრავას მოცულობა არანაკლებ

(მონაცემები დამრგვალებულია

მეათედებამდე )

1.0

ცხენის ძალა არანაკლებ

68

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური , არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

3500

სიგანე არანაკლებ

1595

სიმაღლე არანაკლებ

1470

წვა (შერეული წვის პირობებში )

100 კმ /ზე არაუმეტეს

6 ლიტრი

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა ,

ხიდი , გადაცემათა კოლოფი ), 3 წელი ან

150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება )

სრულ ავტომანქანაზე , გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა

(ელექტრონათურები , ელექტრომცველები , შუშის საწმენდი

ჯაგრისები , გადაბმულობის ქურო , საყრდენი

დისკი და მომჭიმი საკისარი )

უსაფრთხოების დამადასტურებელ

დოკუმენტად ჩაითვალოს : შემოთავაზებული

მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე

აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი )

ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი ) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი )

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

წინა 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა , უკანა საქარე მინის ელ . გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №625 – ვებგვერდი, 19.11.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18  იანვრის  დადგენილება №26  - ვებგვერდი, 21.01.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №157 – ვებგვერდი, 03.04.2018წ.

ცხრილი №2

 

მე -3 კლასი მსუბუქი ავტომობილები

ძრავას მოცულობა არანაკლებ

(მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე )

1.1

ცხენის ძალა არანაკლებ

77

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური , არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

3850

სიგანე არანაკლებ

1695

სიმაღლე არანაკლებ

1455

წვა (შერეული წვის პირობებში )

100 კმ /ზე არაუმეტეს

8 ლიტრი

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა , ხიდი ,

გადაცემათა კოლოფი ), 3 წელი ან 150000 კილომეტრი

(რომელიც ადრე შესრულდება ) სრულ ავტომანქანაზე ,

გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები ,

ელექტრომცველები , შუშის საწმენდი ჯაგრისები ,

გადაბმულობის ქურო , საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი )

უსაფრთხოების დამადასტურებელ

დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული

მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე

აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი)

ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

 

აუცილებელი მოთხოვნა

წინა 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა,  უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №625 – ვებგვერდი, 19.11.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18  იანვრის  დადგენილება №26  - ვებგვერდი, 21.01.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №157 – ვებგვერდი, 03.04.2018წ.

ცხრილი №3

მე -3 კლასის მაღალი გამავლობის

მსუბუქი ავტომობილები

ძრავას მოცულობა არანაკლებ

(მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე)

1.0

ცხენის ძალა არანაკლებ

82

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

3665

სიგანე არანაკლებ

1600

სიმაღლე არანაკლებ

1575

წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ/ზე არაუმეტეს

9.3 ლიტრი

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,

გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი

(რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე,

გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები,

ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები,

გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ

დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული

მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე

აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი)

ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

წინა 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

აუცილებელი მოთხოვნა

4X4

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №625 – ვებგვერდი, 19.11.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №658 – ვებგვერდი, 05.12.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18  იანვრის  დადგენილება №26  - ვებგვერდი, 21.01.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №157 – ვებგვერდი, 03.04.2018წ.

ცხრილი №4

 

მე -2 კლასის მსუბუქი ავტომობილები

ძრავას მოცულობა არანაკლებ

(მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე )

1.0

ცხენის ძალა არანაკლებ

105

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური , არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4483

სიგანე არანაკლებ

1760

სიმაღლე არანაკლებ

1445

წვა (შერეული წვის პირობებში )

100 კმ /ზე არაუმეტეს

8.5

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა , ხიდი ,

გადაცემათა კოლოფი ), 3 წელი ან 150000 კილომეტრი

(რომელიც ადრე შესრულდება ) სრულ ავტომანქანაზე ,

გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები ,

ელექტრომცველები , შუშის საწმენდი ჯაგრისები ,

გადაბმულობის ქურო , საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი )

 

უსაფრთხოების დამადასტურებელ

დოკუმენტად ჩაითვალოს : შემოთავაზებული

მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე

აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი ) ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი )

ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი )

ელექტროშუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

აუცილებელი მოთხოვნა

უკანა საქარე მინის   ელ . გათბობა

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №625 – ვებგვერდი, 19.11.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18  იანვრის  დადგენილება №26  - ვებგვერდი, 21.01.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №157 – ვებგვერდი, 03.04.2018წ.

ცხრილი №5

მე -2 კლასის მაღალი გამავლობის

მსუბუქი ავტომობილები

ძრავას მოცულობა არანაკლებ

(მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე)

1.4

ცხენის ძალა არანაკლებ

120

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4223

სიგანე არანაკლებ

1765

სიმაღლე არანაკლებ

1570

წვა (შერეული წვის პირობებში)

100 კმ/ზე არაუმეტეს

10.3 ლიტრი

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,

გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი

(რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე,

გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები,

ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები,

გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ

დოკუმენტად  ჩაითვალოს: შემოთავაზებული

მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე

აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი)

ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

4X4

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №625 – ვებგვერდი, 19.11.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18  იანვრის  დადგენილება №26  - ვებგვერდი, 21.01.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №157 – ვებგვერდი, 03.04.2018წ.

ცხრილი №6

 

პირველი კლასის მსუბუქი ავტომობილები

ძრავას მოცულობა არანაკლებ

(მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე)

1.5

ცხენის ძალა არანაკლებ

154

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4820

სიგანე არანაკლებ

1825

სიმაღლე არანაკლებ

1455

წვა (შერეული წვის პირობებში)

100 კმ/ზე არაუმეტეს

15.5 ლიტრი

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,

გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი

(რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე,

გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები,

ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები,

გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ

დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული

მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე

აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი)

ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

სავარძლის სიმაღლის მარეგულირებელი

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის მარეგულირებელი

აუცილებელი მოთხოვნა

უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელ. რეგულირება

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №625 – ვებგვერდი, 19.11.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №658 – ვებგვერდი, 05.12.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18  იანვრის  დადგენილება №26  - ვებგვერდი, 21.01.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №157 – ვებგვერდი, 03.04.2018წ.

ცხრილი №7

პირველი კლასის მაღალი გამავლობის

მსუბუქი ავტომობილები

ძრავას მოცულობა არანაკლებ

(მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე)

2.3

ცხენის ძალა არანაკლებ

187

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4623

სიგანე არანაკლებ

1885

სიმაღლე არანაკლებ

1760

წვა (შერეული წვის პირობებში)

100 კმ/ზე არაუმეტეს

16 ლიტრი

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,

გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი

(რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე,

გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები,

ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები,

გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ

დოკუმენტად ჩაითვალოს: შემოთავაზებული

მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე

აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი)

ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

4X4 მექანიკური ან ავტომატური ჩართვის

და გამორთვის ფუნქციით

აუცილებელი მოთხოვნა

სავარძლის სიმაღლის მარეგულირებელი

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის მარეგულირებელი

აუცილებელი მოთხოვნა

შუშების ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელ. რეგულირება

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №625 – ვებგვერდი, 19.11.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18  იანვრის  დადგენილება №26  - ვებგვერდი, 21.01.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 მარტის დადგენილება №157 – ვებგვერდი, 03.04.2018წ.

 ცხრილი №8

სპეციალიზებული   ავტომობილები

ძრავას მოცულობა არანაკლებ

(მონაცემი დამრგვალებულია მეათედებამდე)

2.2

ცხენის ძალა არანაკლებ

102

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

5000

სიგანე არანაკლებ

1755

სიმაღლე არანაკლებ

1760

წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ-ზე არაუმეტესს

10.3 ლიტრი

საგარანტიო პირობები

3 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი),

ან 100 000 კილომეტრი რომელიც ადრე შესრულდება

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

აუცილებელი მოთხოვნა

4X4 მექანიკური ჩართვის და გამორთვის ფუნქციით

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის მარეგულირებელი

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელ. რეგულირება

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №625 – ვებგვერდი, 19.11.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №658 – ვებგვერდი, 05.12.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №448 – ვებგვერდი, 31.08.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18  იანვრის  დადგენილება №26  - ვებგვერდი, 21.01.2016წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, №121, 06.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.017740 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2236478-6/