საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაფუძნების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.02.2014 ბოლო ცვლილება 19.02.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№122
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017741
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №122

2014 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა დაფუძნების შესახებ
+
მუხლი 1
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შეიქმნას:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრი.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა)  ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლი;

ბ) მათი დებულებების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების დანიშვნა.

+
მუხლი 2
 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შესაბამისი ბრძანებულებებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებაში (დებულებაში) შესაბამისი ცვლილების ამ დადგენილებასთან შესაბამისობა.
+
მუხლი 3
 აღნიშნული დადგენილების მიღება არ უკავშირდება ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდულ პირებში ხელმძღვანელების ან მათ თანამშრომელთა ხელახალ დანიშვნას/გადანიშვნას ან/და დებულების ახლიდან დამტკიცებას.
+
მუხლი 4
 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაფუძნების შესახებ“, №122, 06.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017741 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2236528-2/