2. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნებისას ამ კანონის შესაბამისად აირჩევიან მუნიციპალიტეტების საკრებულოები და გამგებლები/მერები.
3. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები იმართება 2017 წლის ოქტომბერში. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებს არჩევნებამდე 60 დღით ადრე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით. 2014 წელს არჩეულ საკრებულოს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2017 წლის საკრებულოს მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობისთანავე. 2014 წელს არჩეულ გამგებელს/მერს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2017 წლის მერის მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული შესაბამისი მერის უფლებამოსილების დაწყებისთანავე.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.07.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.07.2017 ორგანული კანონი №1251
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 150. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები და უფლებამოსილების ვადავადა1. 1. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები, გარდა ამ კანონის 152-ე მუხლის საფუძველზე გაუქმებული მუნიციპალიტეტებისა, იმართება 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებულ მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში, აგრეთვე ამ კანონის 151-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თვითმმართველ ქალაქებსა და 152-ე მუხლის საფუძველზე შექმნილ ახალ მუნიციპალიტეტებში. 2. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნებისას ამ კანონის შესაბამისად აირჩევიან მუნიციპალიტეტების საკრებულოები და გამგებლები/მერები. 3. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები იმართება 2017 წლის ოქტომბერში. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებს არჩევნებამდე 60 დღით ადრე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით. 2014 წელს არჩეულ საკრებულოს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2017 წლის საკრებულოს მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობისთანავე. 2014 წელს არჩეულ გამგებელს/მერს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2017 წლის მერის მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული შესაბამისი მერის უფლებამოსილების დაწყებისთანავე.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება