ა) ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შეიმუშავებს მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის კრიტერიუმებს;
ბ) ქალაქის კატეგორიის დასახლებებისთვის (თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხისთვის) თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემუშავებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის კრიტერიუმების საფუძველზე, ამ კანონის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ამზადებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ახალი თვითმმართველი თემების შექმნის შესახებ;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ამზადებს წინადადებებს სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე არაუგვიანეს 1 წლისა საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ამ მუნიციპალიტეტების გაყოფის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინადადებების შემუშავებისას სამთავრობო კომისია ხელმძღვანელობს ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემუშავებული კრიტერიუმებით და ამ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნებით.
3. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე შემუშავებული წინადადებების გათვალისწინებით, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტების შექმნისა და გაუქმების შესახებ წარდგინებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქალაქის კატეგორიის დასახლებებისთვის (თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხისთვის) თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამოყოფის საკითხი საქართველოს პარლამენტში ინიციირებული უნდა იქნეს სამთავრობო კომისიის მიმართვიდან 15 დღის ვადაში.
4. (ამოღებულია - 26.07.2017, №1251).
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.07.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.07.2017 ორგანული კანონი №1251
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 152. მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციაოპტიმიზაცია1. 1. „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის №297 დადგენილებით შექმნილი საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია (შემდგომ − სამთავრობო კომისია): ა) ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შეიმუშავებს მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის კრიტერიუმებს; ბ) ქალაქის კატეგორიის დასახლებებისთვის (თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხისთვის) თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემუშავებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის კრიტერიუმების საფუძველზე, ამ კანონის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ამზადებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ახალი თვითმმართველი თემების შექმნის შესახებ; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ამზადებს წინადადებებს სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე არაუგვიანეს 1 წლისა საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ამ მუნიციპალიტეტების გაყოფის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინადადებების შემუშავებისას სამთავრობო კომისია ხელმძღვანელობს ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემუშავებული კრიტერიუმებით და ამ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნებით. 3. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე შემუშავებული წინადადებების გათვალისწინებით, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტების შექმნისა და გაუქმების შესახებ წარდგინებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქალაქის კატეგორიის დასახლებებისთვის (თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხისთვის) თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამოყოფის საკითხი საქართველოს პარლამენტში ინიციირებული უნდა იქნეს სამთავრობო კომისიის მიმართვიდან 15 დღის ვადაში. 4. (ამოღებულია - 26.07.2017, №1251).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-651-626(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.07.2015
საკასაციო სასამართლო მიუთითებს,,მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის N515 განკარგულებაზე, რომლითაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და 152-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნა საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წინადადება ქალაქ გორისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის…
- საქმე №ბს-782-768(კს-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2015
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ,,მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტიs N515 განკარგულების 1-ლი მუხლის,,ე’’ პუნქტის თანახმად, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და 152-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წინადადებები: ქალაქ თელავისათვის თვითმმართველი ქალაქის…
- საქმე №090310018002586556 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.04.2019
პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 152-ე მუხლის (მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაცია) საფუძველზე 2014 წლიდან ამბროლაურის მუნიციპალიტეტს გამოეყო ქალაქი ამბროლაური.
- საქმე №050310018002301500 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 18.03.2019
პალატა აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 152-ე მუხლის (მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაცია) საფუძველზე 2014 წლიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო ქალაქი ოზურგეთი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება