2. მუნიციპალიტეტის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა დგინდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
21. 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში მუნიციპალიტეტის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დაშვებულ ზღვრულ რაოდენობას შეიძლება აღემატებოდეს მხოლოდ 2017 წლის 1 ივლისამდე საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პირთა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების შემთხვევაში.
22. ამ მუხლის 21 პუნქტის გათვალისწინებით, 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამავე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაშვებული ზღვრული რაოდენობების ჯამს.
3. გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25 პროცენტს.
4. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება თვითმმართველ ქალაქ თბილისზე, აგრეთვე ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებზე.
5. ამ კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრისათვის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს. ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიურ რაოდენობაში არ ითვლება სამსახურებრივი მივლინების ხარჯები. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება თბილისის საკრებულოს წევრზე.
საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №2820 - ვებგვერდი, 03.12.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №1837 - ვებგვერდი, 29.12.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 22.12.2017 ორგანული კანონი №1837
- 26.07.2017 ორგანული კანონი №1251
- 22.07.2015 ორგანული კანონი №4087
- 28.11.2014 ორგანული კანონი №2820
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 156. ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის განსაზღვრისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ხარჯების ანაზღაურების დროებითი წესებიწესები1. 1. გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხებით გათვალისწინებულ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობაა არანაკლებ 30 ერთეულისა. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 45 000-ზე ნაკლებია, საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო მოსამსახურეთა მინიმალური რაოდენობის (30 საშტატო ერთეული), შესაბამის საკრებულოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 3.2 კოეფიციენტზე ნამრავლისა და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 450 ამომრჩეველზე 1 საშტატო ერთეულის დამატებით მიღებულ ჯამს. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 45 000-ზე მეტია, საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო მოსამსახურეთა მინიმალური რაოდენობის (30 საშტატო ერთეული), შესაბამის საკრებულოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 2.3 კოეფიციენტზე ნამრავლისა და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე 1 საშტატო ერთეულის დამატებით მიღებულ ჯამს. 2. მუნიციპალიტეტის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა დგინდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 21. 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში მუნიციპალიტეტის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დაშვებულ ზღვრულ რაოდენობას შეიძლება აღემატებოდეს მხოლოდ 2017 წლის 1 ივლისამდე საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პირთა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების შემთხვევაში. 22. ამ მუხლის 21 პუნქტის გათვალისწინებით, 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამავე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაშვებული ზღვრული რაოდენობების ჯამს. 3. გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25 პროცენტს. 4. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება თვითმმართველ ქალაქ თბილისზე, აგრეთვე ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებზე. 5. ამ კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრისათვის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს. ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიურ რაოდენობაში არ ითვლება სამსახურებრივი მივლინების ხარჯები. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება თბილისის საკრებულოს წევრზე.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ბს-1035(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2018
…შეფასების კომისიის 2017 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით. გ. გ-ს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 22 სექტემბრის N4829 წერილით ეცნობა მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციის გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 156–ე მუხლით გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული საშტატო რაოდენობის მიხედვით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა განისაზღვრა 118 ერთეულით.
- საქმე №ას-1913-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლი, არ გაითვალისწინა 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის დანაწესი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან გამომდინარე ცვლილებები, რომელიც გარკვეულ მოთხოვნებს უწესებდა საჯარო დაწესეულებებს, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 156-ე მუხლში შეტანილი ცვლილება და აღნიშნული მუხლით დათქმული ვადები. მხედველობაში არ მიიღო გარემოება, რომ იმ ეტაპისთვის 83 საშტატო ერთეული იქნა გადაყვანილი 6-თვიან შრომით ხელშეკრულებებზე.
- საქმე №110210018002281109 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 01.04.2019
კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლი, არ გაითვალისწინა 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის დანაწესი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან გამომდინარე ცვლილებები, რომელიც გარკვეულ მოთხოვნებს უწესებდა საჯარო დაწესეულებებს, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 156-ე მუხლში შეტანილი ცვლილება და აღნიშნული მუხლით დათქმული ვადები. მხედველობაში არ მიიღო გარემოება, რომ იმ ეტაპისთვის 83 საშტატო ერთეული იქნა გადაყვანილი 6-თვიან შრომით ხელშეკრულებებზე.
- საქმე №200310018002326254 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.05.2019
…ორგანოა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ორგანული კანონით,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" მაშინ, როდესაც თელავის მუნიციპალიტეტში ნაწილობრივ განხორციელდა შესაბამისი სტრუქტურული ცვლილება, რაც განპირობებული იყო საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად "გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ადგილობრივ თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობაა არანაკლებ 30 ერთეულისა.
- საქმე №180310218002323651 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.12.2018
…გამგებლის წარმომადგენლები, რომლებიც შრომითი ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებულნი და მათი რაოდენობა შეადგენდა 18-ს) ახალი მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა კი ითვალისწინებს 166 საშტატო ერთეულს (აღნიშნული ოდენობა დადგენილია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 156-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად), რომელიც მოიცავს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსაც - რაოდენობით 22 ერთეულს.
- საქმე №110210118002380582 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 14.11.2018
- საქმე №110210018002336017 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 31.08.2018
- საქმე №180310518002320773 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.08.2018
- საქმე №110210018002336017 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 28.05.2018
- საქმე №090310018002292174 · ამბროლაურის რაიონული სასამართლო · 11.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება