ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №52 |
|
2018 წლის 10 მაისი ქ. ტყიბული
|
|
2. საკრებულოს წევრს შეიძლება აუნაზღაურდეს მხოლოდ ის გონივრული მატერიალური ხარჯი, რომლის გაწევაც მას მოუხდა წარმომადგენლობით ორგანოში წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების (საკრებულოს სხდომებზე დასწრება, საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება, დადგენილების პროექტის ინიციირება, საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა, მოქალაქეთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა, ანგარიშის საჯარო განხილვა) განხორციელებისას. მხედველობაში ასევე მიიღება საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი მოსახლეობასთან შეხვედრის დამადასტურებელი ოქმები, აგრეთვე ხარჯების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები (ანგარიშფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი, ქვითარი და ა.შ.).
3. საკრებულოს წევრის ხარჯების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციის სხდომებზე საკრებულოს წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები, რაც დასტურდება შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერით ან/და სარეგისტრაციო ფურცლით.
4. საკრებულოს წევრმა საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციის სხდომებზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს წერილობითი ან ელექტრონული განცხადების სახით. თუ საკრებულოს წევრმა სხდომის დაწყებამდე არ წარმოადგინა წერილობითი ან ელექტრონული განცხადება, იგი ვალდებულია შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში საკრებულოს აპარატში წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი საბუთი (ცნობა ან მოხსენებითი ბარათი), წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიოდ.
5. საკრებულოს წევრის ხარჯების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის საკრებულოს წევრი ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა საკრებულოს აპარატში წარადგინოს მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია მის მიერ საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებში, ფრაქციების და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობისთვის, ასევე საკრებულოს სხვა დავალებების შესრულებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ, რასაც შეიძლება ახლდეს საწვავის ან/და სხვა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ანგარიშფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი, ქვითარი და ა.შ.).
2. საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) საკრებულოს წევრების მიერ გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობის მითითებით და უგზავნის მას მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბუჯეტო სამსახურს.
3. მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბუჯეტო სამსახური, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას არაუგვიანეს ყოველი თვის 30 რიცხვისა, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილ საბანკო ანგარიშზე.
1
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად“.
+
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11.01.2016 წ., 0190020020.35.125.016193).
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე
+
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია კობახიძე
+
მუხლი 1. რეგულირების სფერო
+
მუხლი 2. საკრებულოს წევრის ხარჯების ზღვრული ოდენობა
საკრებულოს წევრის ხარჯების ზღვრული ოდენობა არ აღემატება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს და შეადგენს თვეში 900,3 (ცხრაასი ლარი და 30 თეთრი) ლარს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 17.01.2022 წ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 26.12.2022 წ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 26.12.2023 წ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №47 - ვებგვერდი, 26.12.2024წ.
+
მუხლი 3. საკრებულოს წევრის ხარჯების გამოანგარიშების წესი
+
მუხლი 4. საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
+
მუხლი 5. დასკვნითი დებულებები
1. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.01.2026.
- როდის იქნა მიღებული „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 10.05.2018. მიმღები ორგანო — ტყიბულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №52. სარეგისტრაციო კოდი — 190020020.35.125.016318.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.01.2026.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.01.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №52, 10.05.2018, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.125.016318 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4187764/