სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 |
|
2022 წლის 21 იანვარი ქ. სამტრედია |
|
2. საკრებულოს თითოეული წევრს ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, საკრებულოს წევრს მიეცეს გაწეული ხარჯისათვის, საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
3. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის შესაძლებლია, გათვალისწინებული იქნეს, (მუნიციპალიტეტის საკრებულოს, კომისიების და ფრაქციების სხდომებზე დასასწრებად საჭირო ხარჯები; საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან შეხვედრების შესახებ საკრებულოს წევრების მიერ წარმოდგენილი ოქმები; მობილური კავშირის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ფაქტიური ხარჯი. ასევე სხვა ხარჯები – ფიქსირებულად თვეში 50 ლარის ოდენობით) საკრებულოს წევრობასთან დაკავშიებული მოვალეობის განხორციელების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის პირველი რიცხვიდან მიმდინარე თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრისათვის განსაზღვროს ხარჯის ანაზღაურების ნაკლები ოდენობა.
1
+
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 06.02.2024წ.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’, საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 5 მაისის დადგენილება №58 - ვებგვერდი, 06.05.2022წ.
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 41-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტის, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე- 17 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ 20-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული ოდენობა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 06.02.2024წ.
+
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული ოდენობა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების (საქმიანობის) განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის №27 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 11/06/2018, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.120.016294).
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 5 მაისის დადგენილება №58 - ვებგვერდი, 06.05.2022წ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 06.02.2024წ.
+
მუხლი 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 900,40 (ცხრაასი ლარი და 40 თეთრი) ლარით.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №83 - ვებგვერდი, 22.12.2022წ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 06.02.2024წ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 27.12.2024წ.
მუხლი 2. საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება
1. პირველი მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურება მიეცემა საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის:
ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით.
ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით.
გ) საკრებულოს ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით.
დ) ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შეხვედრის საოქმო ჩანაწერებით (მოხსენებითი ბარათი).
2. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის, ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა შეუმცირდეს 15%-ის ოდენობით.
3. საკრებულოს წევრი (გარდა თანამდებობის პირებისა), რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს არც ერთ მოთხოვნას, ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხა არ მიეცემა.
4. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა,) ამ დანართის პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა მიეცეს გაწეული ხარჯისათვის, საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის აპარატის უფროსის მიერ, ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
5. საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის აპარატის უფროსი, მონაცემების საფუძველზე, ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის პირველი რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრისათვის განსაზღვროს ხარჯის ანაზღაურების ნაკლები ოდენობა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 06.02.2024წ.
მუხლი 3. საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა.
მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, ახდენს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“?
- „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ მიღებულია 21.01.2022. მიმღები ორგანო — სამტრედიის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №30. სარეგისტრაციო კოდი — 190020020.35.120.016390.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.12.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“, №30, 21.01.2022, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.120.016390 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5359158/