სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.01.2022 ბოლო ცვლილება 24.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.120.016390
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/01/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2022 წლის 21 იანვარი

ქ. სამტრედია

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 06.02.2024წ.


საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’, საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 5 მაისის დადგენილება №58 - ვებგვერდი, 06.05.2022წ.


+
მუხლი 1
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული ოდენობა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 06.02.2024წ.

+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების (საქმიანობის) განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის №27 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 11/06/2018, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.120.016294).
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია
+



დანართი №1

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 5 მაისის დადგენილება №58 - ვებგვერდი, 06.05.2022წ.

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 06.02.2024წ.


+
მუხლი 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა

საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 818,55 (რვაას თვრამეტი ლარი და 55 თეთრი)  ლარით.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №83 - ვებგვერდი, 22.12.2022წ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 06.02.2024წ.

მუხლი 2. საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების  განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება
1. პირველი მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურება მიეცემა საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის:
ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით.
ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით.
გ) საკრებულოს ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით.
დ) ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შეხვედრის საოქმო ჩანაწერებით (მოხსენებითი ბარათი).
2. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის, ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა შეუმცირდეს 15%-ის ოდენობით.
3. საკრებულოს წევრი (გარდა თანამდებობის პირებისა), რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს არც ერთ მოთხოვნას, ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხა არ მიეცემა.
4. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა,) ამ დანართის პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა მიეცეს გაწეული ხარჯისათვის, საკრებულოს  პირველადი სტრუქტურული ერთეულის აპარატის უფროსის მიერ, ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
5. საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის აპარატის უფროსი, მონაცემების საფუძველზე, ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის პირველი რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრისათვის განსაზღვროს ხარჯის ანაზღაურების ნაკლები ოდენობა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 06.02.2024წ.

მუხლი 3. საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა.
მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს  თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, ახდენს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“, №30, 21.01.2022, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.120.016390 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.02.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5359158-3/