ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2015 წლის 24 სექტემბერი დაბა ხულო |
|
2. თუ საკრებულოს წევრმა, მისთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ განახორციელა საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობა, გონივრულ ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში – მასზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა ჩაეთვლება არასაპატიოდ და გავრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება.
ვამტკიცებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: –––––––--––––––––
(სახელი, გვარი, ხელმოწერა) (20–––––––– წელი ––––––––––––––-----––– თვე)
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: –––––––––––––––––––––––––––––––––– |
+
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 156-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 25.12.2023წ.

დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი №1 დანართისა და ხარჯების ანაზღაურების ნუსხა №2 დანართის შესაბამისად.
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 25.12.2023წ.
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მოქმედებს 2015 წლის პირველი სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე
+
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 25.12.2023წ.
+
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საკრებულოს თანამდებობის პირები, მათ მიერ საკრებულოს სხდომების, კომისიების სხდომების, დროებითი სამუშაო კომისიების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის, ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის, ასევე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ყოველთვიური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 700 ლარის ოდენობით.
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №49 - ვებგვერდი, 26.01.2018წ.
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 25.12.2023წ.
+
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებას (ან განუხორციელებლობას) ადასტურებს ხელმოწერით და საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას, თანახმად დანართი 2-ისა, წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 25.12.2023წ.
+
საკრებულოს თავმჯდომარე, წარმოდგენილ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას (დანართი №2) ცვლილებებით ან უცვლელად ამტკიცებს და გადასცემს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურს.
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ნოემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი,05.12.2017წ.
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №49 - ვებგვერდი, 26.01.2018წ.
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 25.12.2023წ.
+
1. საკრებულოს წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ განახორციელებს თავის უფლებამოსილებას, აღნიშნულ ვადაში არ აუნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები.
2. თუ საკრებულოს წევრმა, მისთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ განახორციელა თავისი უფლებამოსილება, გონივრულ ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განუხორციელებლობა ჩაეთვლება არასაპატიოდ და მასზე გავრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტი.
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 25.12.2023წ.
+
მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურმა უზრუნველყოს თანხის გაცემა ყოველთვიურად, ამ წესით გათვალისწინებული ფორმის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით, საკრებულოს წევრების მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ნოემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი,05.12.2017წ.
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის დადგენილება №49 - ვებგვერდი, 26.01.2018წ.
+
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 25.12.2023წ.
+
ვამტკიცებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: –––––––--––––––––
(სახელი, გვარი, ხელმოწერა)
(20–––––––– წელი ––––––––––––––-----––– თვე)
(20–––––––– წელი ––––––––––––––-----––– თვე)
№
საკრებულოსწევრის გვარი,
წევრის გვარი,
1
2
3
4
5
6
7
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: ––––––––––––––––––––––––––––––––––
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.01.2026.
- როდის იქნა მიღებული „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 24.09.2015. მიმღები ორგანო — ხულოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.136.016183.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.01.2026.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.01.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №24, 24.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.136.016183 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2991843/