კარი II — მუნიციპალიტეტის ორგანოებითავი IVმუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით საჯარო მოსამსახურის მივლინების ხარჯების ანაზღაურებისათვის დადგენილი წესები.
4. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება ფულადი ჯილდოს და სახელფასო დანამატის სახით.
საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №2820 - ვებგვერდი, 03.12.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №1837 - ვებგვერდი, 29.12.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.12.2017 ორგანული კანონი №1837
- 28.11.2014 ორგანული კანონი №2820
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 41. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის ანაზღაურებაანაზღაურება1. 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. ანაზღაურებადია მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის საქმიანობა. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით საჯარო მოსამსახურის მივლინების ხარჯების ანაზღაურებისათვის დადგენილი წესები. 4. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება ფულადი ჯილდოს და სახელფასო დანამატის სახით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-938(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2023
პალატამ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 32-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, 28-ე მუხლზე, 37-ე მუხლის მეორე ნაწილზე, 41-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-16 მუხლის მეორე ნაწილზე და ჩათვალა, რომ არ დგინდება 9 თვის განმავლობაში მოსარჩელის მონაწილეობით კომისიის მიერ რაიმე საკითხის განხილვა, იმ პირობებში, როდესაც კომისიის თავმჯდომარე ანაზღაურებად თანამდებობათა რიცხვს განეკუთვნება.
- საქმე №ბს-1352(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2020
…თავმჯდომარეს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლებოდა, თუ მას მხარს დაუჭერდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებდა სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ.
- საქმე №200310015001105271 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.07.2018
…პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. ამავე კანონის 41-ე მუხლის თანახმად, მართზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში)არსბულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება