კარი II — მუნიციპალიტეტის ორგანოებითავი IVმუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო
ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს, წარმართავს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე დახურულად აცხადებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვას;
გ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი პროცედურების დაცვას;
დ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ შემუშავებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენას, ადგენს განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
ე) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ვ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების მუშაობას;
ზ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
თ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების წარდგინებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს; მათთან დებს და აუქმებს ხელშეკრულებებს;
ი) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებს, განკარგულებებსა და სხდომების ოქმებს;
კ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს;
ლ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს;
მ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის დებულებას და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებას;
ნ) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ო) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;
პ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოში პირის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ;
ჟ) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე.
საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის ორგანული კანონი №4386 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №165 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2436 – ვებგვერდი, 29.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.12.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 16.12.2022 ორგანული კანონი №2436
- 21.12.2016 ორგანული კანონი №165
- 27.10.2015 ორგანული კანონი №4386
- 22.07.2015 ორგანული კანონი №4087
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 35. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებაუფლებამოსილება1. 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს, წარმართავს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე დახურულად აცხადებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვას; გ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი პროცედურების დაცვას; დ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ შემუშავებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენას, ადგენს განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას; ე) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; ვ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების მუშაობას; ზ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; თ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების წარდგინებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს; მათთან დებს და აუქმებს ხელშეკრულებებს; ი) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებს, განკარგულებებსა და სხდომების ოქმებს; კ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს; ლ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს; მ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის დებულებას და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებას; ნ) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ო) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ; პ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოში პირის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ; ჟ) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ბს-562(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
კანონით შეტანილ ცვლილებამდე რედაქციით, ითვალისწინებდა არა თვითმმართველობის, არამედ ადგილობრივ საკუთრებას, კანონის 35-ე მუხლი ადგენდა, რომ ქალაქის ტერიტორიის ფარგლებში არსებული მიწა შეადგენს ქალაქ თბილისის ბუნებრივ რესურსს, ნორმა ითვალისწინებდა ქალაქის მიწის ფონდის დაყოფას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით.
- საქმე №ბს-234(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2021
ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 35.1 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 59-ე მუხლი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 09.12.2014წ.
- საქმე №200210018002332280 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.06.2019
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ, დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით შეიძლება სხვა პირთა მოწვევაც, 35-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების წარდგინებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს;
- საქმე №120310018002325562 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 03.05.2018
…დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით იქმნება კომისიები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შექმნისა და საქმიანობის წესები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე კოდექსის 35-ე მუხლის მიხედვით მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
- საქმე №120310018002325573 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 11.04.2018
…დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით იქმნება კომისიები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შექმნისა და საქმიანობის წესები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე კოდექსის 35-ე მუხლის მიხედვით მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
- საქმე №120310018002325546 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 11.04.2018
- საქმე №120310018002302391 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 16.03.2018
- საქმე №120310018002267134 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 09.03.2018
- საქმე №120310017002239024 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 15.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება