კარი II — მუნიციპალიტეტის ორგანოებითავი IVმუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულომ არ მიიღო გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია.
4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გარდა ამ კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება შეუჩერდება ამ კანონის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გამგებლის/მერის მოვალეობის შესრულებისას.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის ორგანული კანონი №918 - ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.06.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 01.06.2017 ორგანული კანონი №918
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 34. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება, მისთვის უფლებამოსილების შეჩერებაშეჩერება1. 1. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულომ არ მიიღო გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია. 4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გარდა ამ კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება შეუჩერდება ამ კანონის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გამგებლის/მერის მოვალეობის შესრულებისას.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-556-549(კ-კს-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.07.2016
…არ არიან არცერთ ფრაქციაში, ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შექმნა და საქმიანობის წესები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად კი, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
- საქმე №100310018002760999 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.05.2019
…შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოაყენებს ერთ-ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.
- საქმე №100310018002760999 · საჩხერის რაიონული სასამართლო · 04.02.2019
…შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოაყენებს ერთ-ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება