კარი II — მუნიციპალიტეტის ორგანოებითავი IVმუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და მუნიციპალიტეტის კომისიის დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;
გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე) ხელს აწერს კომისიის სხდომების ოქმებს;
ვ) მოქმედებს კომისიის სახელით;
ზ) ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვან მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, შესაბამისი კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
საქართველოს 2021 წლის 19 ნოემბრის ორგანული კანონი №1031 – ვებგვერდი, 22.11.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 19.11.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 19.11.2021 ორგანული კანონი №1031
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.11.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 37. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს თავისიმუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და მუნიციპალიტეტის კომისიის დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას; გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას; დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; ე) ხელს აწერს კომისიის სხდომების ოქმებს; ვ) მოქმედებს კომისიის სახელით; ზ) ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვან მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, შესაბამისი კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ბს-938(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2023
პალატამ მიუთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 32-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, 28-ე მუხლზე, 37-ე მუხლის მეორე ნაწილზე, 41-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-16 მუხლის მეორე ნაწილზე და ჩათვალა, რომ არ დგინდება 9 თვის განმავლობაში მოსარჩელის მონაწილეობით კომისიის მიერ რაიმე საკითხის განხილვა, იმ პირობებში, როდესაც კომისიის თავმჯდომარე ანაზღაურებად თანამდებობათა რიცხვს განეკუთვნება.
- საქმე №ბს-1352(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2020
ამასთან, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილი იყო თანამდებობიდან გადაეყენებინა მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე.
- საქმე №050310018002435324 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.09.2019
…თანამდებობის პირები არიან: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 37.3 მუხლით მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე.
- საქმე №120310018002325562 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 03.05.2018
…ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 32-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები არიან: მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე: ე) ხელს აწერს კომისიის სხდომების ოქმებს;
- საქმე №120310018002325573 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 11.04.2018
…ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 32-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები არიან: მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე: ე) ხელს აწერს კომისიის სხდომების ოქმებს;
- საქმე №120310018002325546 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 11.04.2018
- საქმე №120310018002267134 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 09.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება