კარი II — მუნიციპალიტეტის ორგანოებითავი IVმუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და ინიციირება;
გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა;
დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა;
ე) ამომრჩეველთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 05.02.2014).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 44. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმებიფორმებიმუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმებია: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და ინიციირება; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა; ე) ამომრჩეველთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმები.ფორმებ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-938(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2023
საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო პერიოდში გ. ქ-ის მხრიდან ამომრჩეველთა პრობლემური საკითხების გადაწყვეტის მიზნით, წინადადებების დასმა და სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავება, შესაბამისი შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 44-ე მუხლით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმებიდან გ.
- საქმე №ბს-1489(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.09.2020
…საკრებულოს წევრისათვის დაკისრებული მოვალეობების პირადად შესრულების ვალდებულება, დაუშვებელია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა, საკრებულოს წევრი თავის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს უშუალოდ (12.5 მუხ.). ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმებია: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება