ა) 2014 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცება;
ბ) 2014 წლის 1 ივნისამდე, საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის გერბის, დროშისა და სხვა სიმბოლოების დადგენისა და გამოყენების წესების განსაზღვრა;
გ) 2014 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის წესების, ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე ანგარიშსწორების წესების დამტკიცება;
დ) 2015 წლის 1 იანვრამდე მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის უზრუნველსაყოფად;
ე) 2016 წლის 1 იანვრამდე მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, წყლისა და მიწის რესურსების, განსაზღვრის მიზნით.
2. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2014 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს სარეგისტრაციო მონაცემების მიხედვით მუნიციპალიტეტის რეგისტრაციის, სარეგისტრაციო მონაცემების განახლებისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცება.
4. მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყონ თავიანთი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
საქართველოს 2014 წლის 25 დეკემბრის ორგანული კანონი №2973 – ვებგვერდი, 30.12.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.12.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 25.12.2014 ორგანული კანონი №2973
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 165. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი სხვა ღონისძიებებიღონისძიებები1. 1. საქართველოს მთავრობამ: ა) 2014 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცება; ბ) 2014 წლის 1 ივნისამდე, საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის გერბის, დროშისა და სხვა სიმბოლოების დადგენისა და გამოყენების წესების განსაზღვრა; გ) 2014 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის წესების, ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე ანგარიშსწორების წესების დამტკიცება; დ) 2015 წლის 1 იანვრამდე მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის უზრუნველსაყოფად; ე) 2016 წლის 1 იანვრამდე მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, წყლისა და მიწის რესურსების, განსაზღვრის მიზნით. 2. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილებათა დელეგირების მიზნით შესაბამისი სფეროების განსაზღვრა და საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის წარდგენა. 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2014 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს სარეგისტრაციო მონაცემების მიხედვით მუნიციპალიტეტის რეგისტრაციის, სარეგისტრაციო მონაცემების განახლებისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცება. 4. მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყონ თავიანთი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-794(3კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.04.2024
კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 165-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30.12.2014წ.
- საქმე №ბს-1112(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2021
N6-17 გადაწყვეტილებით „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა“ დამტკიცდა იმჟამად მოქმედი „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ კანონის საფუძველზე, რომლის გაუქმებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 165.4, 75-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, გენერალური გეგმა ძალადაკარგულად გამოცხადდა და ქ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება