1. საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანი დაცული უნდა იყოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან იძულებითი გადაადგილებისაგან.
2. სახელმწიფო ვალდებულია:
ა) მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა ისეთი ვითარების თავიდან ასაცილებლად, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პირთა იძულებითი გადაადგილება;
ბ) უზრუნველყოს იძულებითი გადაადგილებისას დაზარალებულთა სიცოცხლის, ღირსების, უსაფრთხოებისა და თავისუფლების უფლების დაცვა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იძულებითი გადაადგილება განპირობებულია გარდაუვალი აუცილებლობით;
გ) მინიმუმამდე შეამციროს გარდაუვალი აუცილებლობით განპირობებული იძულებითი გადაადგილება და ამით გამოწვეული ზიანი;
დ) უზრუნველყოს, რომ იძულებითი გადაადგილება არ გაგრძელდეს იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ამას მოცემული ვითარება მოითხოვს.
თავი IIდევნილის ცნება. დევნილთა დისკრიმინაციის დაუშვებლო
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 06.02.2014).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. მოსახლეობის დაცვა იძულებითი გადაადგილებისაგან 1. საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანი დაცული უნდა იყოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან იძულებითი გადაადგილებისაგან. 2. სახელმწიფო ვალდებულია: ა) მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა ისეთი ვითარების თავიდან ასაცილებლად, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პირთა იძულებითი გადაადგილება; ბ) უზრუნველყოს იძულებითი გადაადგილებისას დაზარალებულთა სიცოცხლის, ღირსების, უსაფრთხოებისა და თავისუფლების უფლების დაცვა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იძულებითი გადაადგილება განპირობებულია გარდაუვალი აუცილებლობით; გ) მინიმუმამდე შეამციროს გარდაუვალი აუცილებლობით განპირობებული იძულებითი გადაადგილება და ამით გამოწვეული ზიანი; დ) უზრუნველყოს, რომ იძულებითი გადაადგილება არ გაგრძელდეს იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ამას მოცემული ვითარება მოითხოვს. თავი IIIIდევნილის დევნილის ცნება. დევნილთა დისკრიმინაციის დაუშვებლობადაუშვებლო
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(21)
- საქმე №ბს-689(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.03.2026
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (1996წ.) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, დევნილის ერთ-ერთ უფლებას განეკუთვნებოდა სოციალური და სხვა დახმარებების მიღება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
- საქმე №ბს-683(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2025
№1982 კანონით) 11, მე-5 მუხლები, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-18 მუხლები,,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე…
- საქმე №ბს-679(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2025
…საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე.
- საქმე №ას-468-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2025
კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-5 მუხლზე (ყველა ადამიანი დაცული უნდა იყოს მუდმივი საცხოვრებელი…
- საქმე №ბს-837(3კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2025
კასატორმა მიუთითა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" კანონის მე-5 მუხლის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების შესაბამისად, დევნილი ვალდებულია ერთი თვის ვადაში აცნობოს სამინისტროს დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ, გაიაროს რეგისტრაცია სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში.
- საქმე №ბს-611(3კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2025
- საქმე №ბს-169(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
- საქმე №ბს-1254(3კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №ბს-94(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.03.2023
- საქმე №ბს-352(19კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2023
- საქმე №ბს-1313(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2023
- საქმე №ბს-849(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
- საქმე №ბს-764(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2022
- საქმე №ბს-206(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2022
- საქმე №ბს-663(3კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2021
- საქმე №ბს-925(3კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2021
- საქმე №ას-83-83-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2018
- საქმე №ბს-717-702(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2013
- საქმე №ბს-781-765(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2013
- საქმე №330210016001289416 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.04.2018
- საქმე №330310019002937041 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.12.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 01.04.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება