1. დევნილის შემწეობა შეჩერდება ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვში, თუ:
ა) დასადგენია პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის წარდგენილი საბუთების სისწორე;
ბ) არ არის წარდგენილი დევნილის პირადი ნომერი;
გ) ვერ ხერხდება არასრულწლოვანი დევნილის კანონიერი წარმომადგენლის დადგენა.
2. დევნილის შემწეობა შეწყდება ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვში, თუ:
ა) პირს შეუწყდა დევნილის სტატუსი;
ბ) დევნილმა შემწეობის მიღებაზე პირადი განცხადებით თქვა უარი;
გ) დევნილი სამ თვეზე მეტი ხნით გავიდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასვლა დაკავშირებულია სამსახურებრივ მივლინებასთან, სწავლასთან ან სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობასთან (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით) და ეს დევნილმა წინასწარ აცნობა სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) დევნილმა პირადი განცხადებით განაცხადა თანხმობა სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის განკუთვნილი სოციალური დახმარების მიღებაზე;
ე) დევნილის დასაბეგრი შემოსავალი თვეში შეადგენს 1250 ლარს ან მეტს, რაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი მონაცემებით.
3. დევნილის შემწეობა აღდგება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, მის მიერ პირადი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
4. დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემდეგ. ამასთანავე:
ა) ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და მიუღებელი თანხა ანაზღაურდება, მაგრამ დევნილის შემწეობის შეჩერების დღიდან არაუმეტეს ერთი წლისა;
ბ) ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დევნილის შემწეობა არ ანაზღაურდება დევნილის შემწეობის შეწყვეტის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. დევნილის შემწეობის გაცემას უზრუნველყოფს კომპეტენტური ორგანო სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
საქართველოს 2019 წლის 1 ოქტომბრის კანონი №5042 – ვებგვერდი, 04.10.2019წ.
თავი IVდევნილის უფლებების დაცვა იძულებითი გადაადგილების
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.10.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 01.10.2019 კანონი №5042
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. დევნილის შემწეობის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის საფუძვლები 1. დევნილის შემწეობა შეჩერდება ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვში, თუ: ა) დასადგენია პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის წარდგენილი საბუთების სისწორე; ბ) არ არის წარდგენილი დევნილის პირადი ნომერი; გ) ვერ ხერხდება არასრულწლოვანი დევნილის კანონიერი წარმომადგენლის დადგენა. 2. დევნილის შემწეობა შეწყდება ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვში, თუ: ა) პირს შეუწყდა დევნილის სტატუსი; ბ) დევნილმა შემწეობის მიღებაზე პირადი განცხადებით თქვა უარი; გ) დევნილი სამ თვეზე მეტი ხნით გავიდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასვლა დაკავშირებულია სამსახურებრივ მივლინებასთან, სწავლასთან ან სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობასთან (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით) და ეს დევნილმა წინასწარ აცნობა სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) დევნილმა პირადი განცხადებით განაცხადა თანხმობა სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის განკუთვნილი სოციალური დახმარების მიღებაზე; ე) დევნილის დასაბეგრი შემოსავალი თვეში შეადგენს 1250 ლარს ან მეტს, რაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი მონაცემებით. 3. დევნილის შემწეობა აღდგება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, მის მიერ პირადი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 4. დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემდეგ. ამასთანავე: ა) ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და მიუღებელი თანხა ანაზღაურდება, მაგრამ დევნილის შემწეობის შეჩერების დღიდან არაუმეტეს ერთი წლისა; ბ) ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დევნილის შემწეობა არ ანაზღაურდება დევნილის შემწეობის შეწყვეტის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. დევნილის შემწეობის გაცემას უზრუნველყოფს კომპეტენტური ორგანო სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. თავი IVIVდევნილის დევნილის უფლებების დაცვა იძულებითი გადაადგილებისასგადაადგილების
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(25)
- საქმე №ბს-36(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2026
გარდა ამისა, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-11 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია დევნილის შემწეობის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის საფუძვლები.
- საქმე №ბს-683(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2025
№1982 კანონით) 11, მე-5 მუხლები, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-18 მუხლები,,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან…
- საქმე №ბს-669(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.09.2025
…შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი, თუმცა, ამგვარი გარემოებების არსებობის პირობებშიც სარჩელის შეტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე საარსებო შემწეობის გაცემის მოპასუხისთვის დავალება კანონსაწინააღმდეგოდ მიაჩნია, რადგანაც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემდეგ.
- საქმე №ბს-837(3კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2025
კასატორმა მიუთითა "სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ" კანონის 11.3 მუხლზე, რომლის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
- საქმე №ბს-1217(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2025
კასატორმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებზე მითითებით აღნიშნა, რომ…
- საქმე №ბს-243(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2024
- საქმე №ბს-874(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2024
- საქმე №ბს-878(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2024
- საქმე №ბს-89(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.12.2023
- საქმე №ბს-499(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.07.2023
- საქმე №ბს-780(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2022
- საქმე №ას-83-83-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2018
- საქმე №ბს-197-195(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2017
- საქმე №ბს-610-603(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2016
- საქმე №ას-118-113-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2014
- საქმე №ას-325-309-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.09.2013
- საქმე №ბს-717-702(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2013
- საქმე №ას-29-27-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.04.2013
- საქმე №ბს-308-304(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.12.2012
- საქმე №ას-142-136-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.11.2012
- საქმე №ას-746-702-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2012
- საქმე №330210016001289416 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 20.04.2018
- საქმე №330310017001936092 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.10.2019
- საქმე №330310018002774121 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.10.2019
- საქმე №330310018002776934 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.04.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 01.04.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება