1. სამინისტრო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ეხმარებიან დევნილს მისი უფლებების განხორციელებაში, კერძოდ:
ა) ეხმარებიან დევნილს დასაქმებაში, მისი პროფესიისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
ბ) გასცემენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დევნილის შემწეობასა და სხვა დახმარებებს;
გ) უზრუნველყოფენ დევნილის მიერ განათლების კონსტიტუციური უფლების განხორციელებას და ზოგადი განათლების დაფინანსებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) წყვეტენ დევნილის საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებს;
ე) ეხმარებიან დევნილს სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტაში;
ვ) მონაწილეობენ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შედეგად გარდაცვლილთა და დაღუპულთა სამარხებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ღონისძიებებში;
ზ) ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ ეხმარებიან დევნილს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებაში;
თ) უზრუნველყოფენ დევნილს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იძულებითი გადაადგილებისას აუცილებელი პირველადი დახმარებით;
ი) დევნილის გარდაცვალებისას ანაზღაურებენ მისი დაკრძალვის ხარჯებს დადგენილი წესით, შესაძლებლობის ფარგლებში.
2. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული დევნილის/დევნილი ოჯახის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის ხარჯები დადგენილი წესით იფარება სახელმწიფო პროგრამებით ან დაზღვევით.
3. ყველა დევნილს, თუ მისი შრომითი საქმიანობის შეწყვეტა დაკავშირებულია დევნილობასთან, დევნილობის პერიოდში უნარჩუნდება შრომის უწყვეტი სტაჟი, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა იგი.
4. სამინისტრო კოორდინაციას უწევს საქართველოს სხვა სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობას დევნილთა უფლებების განხორციელების სფეროში.
თავი Vდევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე მისი ქვეყნის სხვა ნაწილში განსახლებისა და ინტეგრაციის და დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების შემდეგ მისი რეინტეგრაციის სახელმწიფო გარანტიე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 06.02.2014).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. დევნილის სოციალური დაცვა 1. სამინისტრო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ეხმარებიან დევნილს მისი უფლებების განხორციელებაში, კერძოდ: ა) ეხმარებიან დევნილს დასაქმებაში, მისი პროფესიისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით; ბ) გასცემენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დევნილის შემწეობასა და სხვა დახმარებებს; გ) უზრუნველყოფენ დევნილის მიერ განათლების კონსტიტუციური უფლების განხორციელებას და ზოგადი განათლების დაფინანსებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) წყვეტენ დევნილის საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებს; ე) ეხმარებიან დევნილს სოციალური და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტაში; ვ) მონაწილეობენ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შედეგად გარდაცვლილთა და დაღუპულთა სამარხებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ღონისძიებებში; ზ) ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ ეხმარებიან დევნილს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებაში; თ) უზრუნველყოფენ დევნილს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იძულებითი გადაადგილებისას აუცილებელი პირველადი დახმარებით; ი) დევნილის გარდაცვალებისას ანაზღაურებენ მისი დაკრძალვის ხარჯებს დადგენილი წესით, შესაძლებლობის ფარგლებში. 2. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული დევნილის/დევნილი ოჯახის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის ხარჯები დადგენილი წესით იფარება სახელმწიფო პროგრამებით ან დაზღვევით. 3. ყველა დევნილს, თუ მისი შრომითი საქმიანობის შეწყვეტა დაკავშირებულია დევნილობასთან, დევნილობის პერიოდში უნარჩუნდება შრომის უწყვეტი სტაჟი, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა იგი. 4. სამინისტრო კოორდინაციას უწევს საქართველოს სხვა სამინისტროებისა და უწყებების საქმიანობას დევნილთა უფლებების განხორციელების სფეროში. თავი VVდევნილის დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე მისი ქვეყნის სხვა ნაწილში განსახლებისა და ინტეგრაციის და დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების შემდეგ მისი რეინტეგრაციის სახელმწიფო გარანტიებიგარანტიე
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-551(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.02.2025
რაც შეეხება მოსარჩელეებისთვის ზიანის სახით მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების საკითხს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის…
- საქმე №ბს-89(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.12.2023
ამავე კანონის მე-12 და მე-16 მუხლებიდან გამომდინარე, დევნილს უფლება აქვს მიიღოს დევნილის შემწეობა 45 ლარის ოდენობით, რომელსაც გასცემს სამინისტრო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
- საქმე №ბს-499(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.07.2023
ამავე კანონის მე-12 და მე-16 მუხლებიდან გამომდინარე, დევნილს უფლება აქვს მიიღოს დევნილის შემწეობა 45 ლარის ოდენობით, რომელსაც გასცემს სამინისტრო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
- საქმე №ბს-668(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2022
…პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, დევნილის შემწეობა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური გასაცემელი. ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ პუნქტის თანახმად, სამინისტრო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის…
- საქმე №ბს-627(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2021
მოსარჩელისთვის ყოველთვიური კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-12, მე-16 მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე მუხლებსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე.
- საქმე №020210018002329268 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 20.09.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 01.04.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება