თავი V — დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე მისი ქვეყნის სხვა ნაწილში განსახლებისა და ინტეგრაციის და დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების შემდეგ მისი რეინტეგრაციის სახელმწიფო გარანტიები
სამინისტრო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ:
ა) შესაბამისი პირობების შექმნას დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე მისი ქვეყნის სხვა ნაწილში ნებაყოფლობით, ღირსეულად და უსაფრთხოდ განსახლებისა და ცხოვრების დაწყების პროცესის განხორციელებისათვის;
ბ) შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც უზრუნველყოფს დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე ქვეყნის სხვა ნაწილში განსახლების შემთხვევაში მის ინტეგრაციას, რათა შეიქმნას დევნილის უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები, დევნილებმა შეუზღუდავად და თანაბრად მიიღონ მონაწილეობა სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებში და ისარგებლონ სოციალური მომსახურებით;
გ) დევნილის ჩართულობას ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 06.02.2014).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-899(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.12.2022
…მიუთითეს გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი ნორმები და მოითხოვეს,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-3, მე-4, მე-6, მე-12, მე-13, მე-17, მე-19 მუხლების დაცვით მათი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიცია 2017 წლის 24 მარტს წარდგენილი…
- საქმე №080210018002219298 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.02.2019
…გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. ამავე კანონის მე-17 მუხლის,,ა“ პუნქტის თანახმად სამინისტრო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში…
- საქმე №330310019002993218 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.05.2019
…გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. მითითებული კანონის მე-17 მუხლის თანახმად, სამინისტრო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 01.04.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება