1. დევნილის უფლებებს იცავენ სამინისტრო, სხვა სახელმწიფო დაწესებულებები და მუნიციპალიტეტები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
2. თანამდებობის პირის არამართლზომიერი მოქმედება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ თანამდებობის პირთან ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან/და სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6912 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6912
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.10.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 20. დევნილის უფლებების დაცვის გარანტია 1. დევნილის უფლებებს იცავენ სამინისტრო, სხვა სახელმწიფო დაწესებულებები და ადგილობრივიმუნიციპალიტეტები თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. 2. თანამდებობის პირის არამართლზომიერი მოქმედება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ თანამდებობის პირთან ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან/და სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №ბს-445(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
…იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. "დევნილთა შესახებ" კანონიდან სააპელაციო პალატამ ასევე მიუთია 6.1, მე-13, მე-14, მე-19 და 20.1 მუხლებზე. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 04.07.2019წ.
- საქმე №ბს-169(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“, „ლ“, „ნ“, „ო“ ქვეპუნქტებზე, მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-13 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებზე, მე-14 მუხლის პირველ, მე-3, მე-6 პუნქტებზე, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-20 მუხლზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული…
- საქმე №ბს-720(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2023
…არიან ფართის მართლზომიერი მფლობელები (მოსარგებლეები),,ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“, „თ“, „პ“ ქვეპუნქტების, 12.1 მუხლის „გ“ ქევპუნქტის, 14.3 და 20.1 მუხლების საფუძველზე. აღნიშნულის თაობაზე არსებობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკა (მაგ: სუს-ის გადაწყვეტილებები: №3კ/868-01, 28/11/2001;
- საქმე №ბს-352(19კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2023
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-20 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნა, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის (დევნილი ოჯახის) საცხოვრებელი პირობები შესაბამისობაში უნდა იყოს იმ მინიმალურ მოთხოვნებთან, რაც უზრუნველყოფს დევნილის ღირსეული არსებობის შესაძლებლობას და საფრთხეს არ შეუქმნის მისი და/ან მასთან მცხოვრები სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
- საქმე №ბს-1071(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2023
…სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.08.2021წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4, 6.1, 13.2, 14.1, 19.1, 20.1 მუხლებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ.
- საქმე №ბს-1092(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.11.2022
- საქმე №ბს-739(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.09.2022
- საქმე №ბს-752(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.09.2022
- საქმე №ბს-354(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2022
- საქმე №ბს-495(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.06.2022
- საქმე №ბს-168(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.06.2022
- საქმე №ბს-357(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2022
- საქმე №ბს-149(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.04.2022
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 01.04.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება