1. სახელმწიფო აღიარებს დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დატოვებული უძრავი ქონების რესტიტუციის უფლებას, რომელიც მემკვიდრეობით გადადის.
2. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა დევნილის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება, რომლის დატოვებაც მას მოუხდა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო, დაცული იქნეს ძარცვის, განადგურების, თვითნებური და სხვაგვარი უკანონო გამოყენებისა და მითვისებისაგან.
3. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ, როდესაც დევნილი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნდება, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა დევნილის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება, რომლის დატოვებაც მას მოუხდა, კანონიერ მესაკუთრესა და მფლობელს დაუბრუნდეს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლება ნარჩუნდება დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შემთხვევაში
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 06.02.2014).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-315(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2024
კასატორმა "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" კანონის მე-15 და მე-18 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ კანონმდებელმა დევნილის სტატუსის მქონე პირის მემკვიდრის უფლება მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების შემთხვევაში…
- საქმე №ბს-247-245(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.11.2016
თუ პირი იმთავითვე არ იყო დევნილის სტატუსის მატარებელი სუბიექტი (ამგვარი სტატუსის შესაბამისი წესით მინიჭების მიუხედავად), მისი მშობლების ან სხვა ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, სტატუსი მასზე მემკვიდრეობით არ გადადის. კანონის მე-15 მუხლი ნათლად ადგენს, რომ დევნილის მემკვიდრეებზე გადადის მხოლოდ შესაბამისი ქონებრივი უფლებები. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ, დ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 01.04.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/02/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება