საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (12 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №146 |
|
2014 წლის 13 თებერვალი ქ. თბილისი |
|
დებულება
1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, ფონდს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში.
3. ფონდი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. ფონდი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
5. ფონდს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ფონდის სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და საბანკო დაწესებულებაში, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0177, თამარაშვილის ქ. №15ა.
ფონდის მიზნებია:
ა) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მიზნით, სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის ხელშეწყობა;
ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემა და მათი დაცვა, დახმარება და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
გ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა;
ე) სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაცია და დახმარება.
ფონდის ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარება და მათი კანონიერი ინტერესების დაცვა;
ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა თავშესაფრით, იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და/ან სხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფა;
გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა რეაბილიტაციის, ოჯახსა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა;
დ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემა;
ე) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარება და მათი კანონიერი ინტერესების დაცვა;
ვ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა თავშესაფრით, იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და/ან სხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფა, ოჯახსა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა;
ზ) ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, სადღეღამისო მომსახურების ფარგლებში მოვლა-პატრონობა, კვება, პირველადი სამედიცინო მომსახურება, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარება/ორგანიზება;
თ) ფონდის სადღეღამისო მომსახურებით მოსარგებლე გარდაცვლილ პირთა დაკრძალვა;
ი) სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა რეაბილიტაცია და დახმარება;
კ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა (შემდგომში – ფონდის ბენეფიციარი) პატივისა და ღირსების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა;
ლ) ფონდის ბენეფიციართა პერსონალური მონაცემების დაცვა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
მ) ფონდის ბენეფიციართა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ნ) ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
ო) სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამების განხორციელება ან განხორციელების ხელშეწყობა;
პ) დაკისრებული მიზნების მისაღწევად ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების, ასევე, სტრუქტურული ერთეულებისა (თავშესაფრების) და ტერიტორიული ერთეულების (ფილიალების) შექმნა, გარდაქმნა და ლიკვიდაცია;
ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტრუქტურული ერთეულებისა (თავშესაფრების) და ტერიტორიული ერთეულების (ფილიალების) საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია, მართვა და კონტროლი;
რ) ფონდის თანამშრომელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
ს) ფონდის ბენეფიციართა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო დამატებითი ფინანსური სახსრების მოძიება;
ტ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან ფონდის საქმიანობისათვის საჭირო, კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაციის გამოთხოვა და მიღება;
უ) კონფერენციების, სემინარების, შეხვედრების ორგანიზება და მოწყობა. ასევე, ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებების გამოყენება;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში, ფონდის საქმიანობისათვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავება და მიღება;
ქ) ფონდის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
ღ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.
1. ფონდის ხელმძღვანელი ორგანოებია:
ა) სამეთვალყურეო საბჭო;
ბ) დირექტორი.
2. ფონდი დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და სტრუქტურული (თავშესაფარი) და ტერიტორიული (ფილიალი) ერთეულების მეშვეობით.
3. სტრუქტურული ერთეულის (თავშესაფარი) სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება შინაგანაწესით, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი.
4. ტერიტორიული ერთეულის (ფილიალი) სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი.
5. სტრუქტურულ (თავშესაფარი) და ტერიტორიულ (ფილიალი) ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო არის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სფეროში ფონდის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შექმნილი ორგანო.
2. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მომუშავე სახელმწიფო უწყებების, არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ამავე სფეროს სპეციალისტები და მეცნიერები.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წარდგინებით 3 წლით ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭოს 7 წევრს.
4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს ფონდის დირექტორი, ფონდის სტრუქტურული ერთეულის (თავშესაფარი) ხელმძღვანელი ან ფონდის სხვა თანამშრომელი.
5. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს საბჭოს წევრები ირჩევენ თავისი შემადგენლობიდან არანაკლებ 5 ხმით.
6. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
7. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას და ადგენს დღის წესრიგს.
8. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს არანაკლებ 5 წევრი. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
9. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
10. საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დააფიქსიროს სხდომის ოქმში.
11. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ვალდებული არიან, უზრუნველყონ იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრის საქმიანობის განხორციელებისას.
1. ფონდს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდეგში – მინისტრი) წარდგინებით.
2. ფონდის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს ფონდის საქმიანობას და აწესრიგებს ფონდის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) მოქმედებს ფონდის სახელით და წარმოადგენს ფონდს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ან ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს; მინისტრის ბრძანებით ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში, სამინისტროსთან ათანხმებს თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს;
დ) ფონდის თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ე) ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, აუქმებს ან ცვლის ფონდის დირექტორის მოადგილ(ეებ)ის, სტრუქტურული (თავშესაფარი) და ტერიტორიული (ფილიალი) ერთეულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს ფონდის საშტატო ნუსხას და შრომის ანაზღაურების ფონდს;
ზ) ამტკიცებს ფონდის ცენტრალური აპარატის დებულებას, სტრუქტურული ერთეულის (თავშესაფარი) შინაგანაწესსა და ტერიტორიული ერთეულის (ფილიალი) დებულებას;
თ) განკარგავს ფონდის სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია ფონდის საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე;
ი) ახორციელებს ფონდის ცენტრალური აპარატის, სტრუქტურული (თავშესაფარი) და ტერიტორიული (ფილიალი) ერთეულების საფინანსო–სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;
კ) უფლებამოსილია, სხვადასხვა უწყებიდან მოიწვიოს სპეციალისტები ან/და დამოუკიდებელი ექსპერტები;
ლ) ანაწილებს მოვალეობებს ფონდის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს ფონდის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
მ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ფონდის საქმიანობისათვის საჭირო ღონისძიებების რეგულირებისა და სრულყოფის შესახებ;
ნ) ზრუნავს ფონდის თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
ო) სამინისტროს წარუდგენს ფონდის ბიუჯეტის პროექტს;
პ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ფონდის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.
1. ფონდის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ფონდის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აგრეთვე, ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტურობას.
2. მინისტრი აჩერებს ან აუქმებს ფონდის არამართლზომიერ გადაწყვეტილებას ან უკანონო აქტს.
3. სამინისტრო უფლებამოსილია, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.
4. ფონდმა, სამინისტროს თანხმობითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება, განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხის და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, ფონდის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკავშირებულია ფონდის ქონებასთან, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე სამინისტროს უარი უნდა იყოს დასაბუთებული.
1. ფონდს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ფონდის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე, სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები.
3. ფონდის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მიღებული სახსრები, მათ შორის, მიზნობრივი გრანტები;
გ) იურიდიული და ფიზიკური პირების, მათ შორის, ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ფონდის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
5. ფონდი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.
6. ფონდის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
1. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ფონდის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
ფონდის დებულებაში ცვლილება შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1🔗
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თანდართული დებულება.
+
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 აპრილიდან.
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 აპრილიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
3. ფონდი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. ფონდი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
6. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0177, თამარაშვილის ქ. №15ა.
6. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0177, თამარაშვილის ქ. №15ა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის დადგენილება №101 – ვებგვერდი, 21.02.2019წ.
ა) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მიზნით, სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის ხელშეწყობა;
გ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
დ) სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა დახმარება და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
ე) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა კრიზისული ცენტრის მომსახურებ(ებ)ით უზრუნველყოფა;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის დადგენილება №305 – ვებგვერდი, 06.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის დადგენილება №299 – ვებგვერდი, 23.06.2017წ.
მუხლი 3. ფონდის ფუნქციები და უფლებამოსილებები🔗
ა) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა/დაზარალებულთა, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა იურიდიული (მათ შორის, კანონიერი ინტერესების დაცვა) და/ან ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარებით/რეაბილიტაციით და/ან სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით უზრუნველყოფა, ასევე ოჯახსა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა;
ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა/დაზარალებულთა, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მასხვერპლთა/დაზარალებულთა, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა, მსხვერპლზე/დაზარალებულზე დამოკიდებულ პირებთან ერთად, თავშესაფრით (მათ შორის, დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით, რაც მოიცავს კვებით, ჰიგიენისა და პირველადი მოხმარების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფას) ან კრიზისული ცენტრით (დროებითი სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე) და არსებული მომსახურებებით (სამართლებრივი დახმარება (მათ შორის, კანონიერი ინტერესების დაცვა) და/ან ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარება/რეაბილიტაცია და/ან სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით უზრუნველყოფა და/ან ოჯახსა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა და/ან სხვა სახის მომსახურება) უზრუნველყოფა;
გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის/ დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემა;
დ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სავარაუდო მსხვერპლთა, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა, სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა, მათზე დამოკიდებულ პირებთან ერთად, კრიზისული ცენტრით და იქ არსებული მომსახურებებით, მათ შორის, დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით, რაც მოიცავს კვებით, ჰიგიენისა და პირველადი მოხმარების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფას, ასევე სამართლებრივი და/ან ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარებით და/ან პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით, უზრუნველყოფა;
ე) საჭიროების შემთხვევაში, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა/სავარაუდო მსხვერპლთა თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფა;
ვ) ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, სადღეღამისო მომსახურების ფარგლებში მოვლა-პატრონობა, კვება, პირველადი სამედიცინო მომსახურება, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარება/ორგანიზება;
ზ) ფონდის სადღეღამისო მომსახურებით მოსარგებლე გარდაცვლილ პირთა დაკრძალვა;
თ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა/სავარაუდო მსხვერპლთა და მათზე დამოკიდებულ პირთა, ასევე ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა (შემდგომში – ფონდის ბენეფიციარი) პატივისა და ღირსების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა;
ი) ფონდის ბენეფიციართა პერსონალური მონაცემების დაცვა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კ) ფონდის ბენეფიციართა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ლ) ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
მ) სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამების განხორციელება ან განხორციელების ხელშეწყობა;
ნ) დაკისრებული მიზნების მისაღწევად, ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების, ასევე სტრუქტურული (თავშესაფრების, კრიზისული ცენტრების) და ტერიტორიული ერთეულების (ფილიალების) შექმნა, გარდაქმნა და ლიკვიდაცია;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტრუქტურული (თავშესაფრების, კრიზისული ცენტრების) და ტერიტორიული ერთეულების (ფილიალების) საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია, მართვა და კონტროლი;
პ) ფონდის თანამშრომელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
ჟ) ფონდის ბენეფიციართა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო დამატებითი ფინანსური სახსრების მოძიება;
რ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან ფონდის საქმიანობისათვის საჭირო, კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაციის გამოთხოვა და მიღება;
ს) კონფერენციების, სემინარების, შეხვედრების ორგანიზება და მოწყობა. ასევე ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებების გამოყენება;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, ფონდის საქმიანობისათვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავება და მიღება;
უ) ფონდის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
ფ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის დადგენილება №305 – ვებგვერდი, 06.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის დადგენილება №299 – ვებგვერდი, 23.06.2017წ.
2. ფონდი დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და სტრუქტურული (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი) და ტერიტორიული (ფილიალი) ერთეულების მეშვეობით.
21. ფონდის ცენტრალური აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს დირექტორი.
3. სტრუქტურული ერთეულის (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი) სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება შინაგანაწესით, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს დირექტორი.
5. სტრუქტურულ (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი) და ტერიტორიულ (ფილიალი) ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის დადგენილება №305 – ვებგვერდი, 06.07.2016წ.
4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს ფონდის დირექტორი, ფონდის სტრუქტურული ერთეულის (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი) ხელმძღვანელი ან ფონდის სხვა თანამშრომელი.
6. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის დადგენილება №305 – ვებგვერდი, 06.07.2016წ.
1. ფონდს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით.
ბ1) ფონდის თანამშრომელს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, დაიცვას ფონდის ბენეფიციარის კანონიერი ინტერესები;
დ1) უფლებამოსილია, ფონდის თანამშრომლებს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისთვის, ან შესრულებული სამუშაოსთვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, სამინისტროსთან შეთანხმებით დაუწესოს დამატებითი საზღაური (დანამატი);
ე) ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, აუქმებს ან ცვლის ფონდის დირექტორის მოადგილ(ეებ)ის, სტრუქტურული (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი) და ტერიტორიული (ფილიალი) ერთეულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
ზ) ამტკიცებს ფონდის ცენტრალური აპარატის დებულებას, სტრუქტურული ერთეულის (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი) შინაგანაწესსა და ტერიტორიული ერთეულის (ფილიალი) დებულებას;
ი) ახორციელებს ფონდის ცენტრალური აპარატის, სტრუქტურული (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი) და ტერიტორიული (ფილიალი) ერთეულების საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №572 – ვებგვერდი, 30.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის დადგენილება №305 – ვებგვერდი, 06.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის დადგენილება №299 – ვებგვერდი, 23.06.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის დადგენილება №101 – ვებგვერდი, 21.02.2019წ.
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და დანამატისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, ფონდის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №572 – ვებგვერდი, 30.09.2014წ.
ფონდის დებულებაში ცვლილება შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.01.2020.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 13.02.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №146. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.017765.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.01.2020.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 12 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.01.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“, №146, 13.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017765 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.01.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2246470/