შპს „აღმოსავლეთის წყლისათვის“ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხული თანხის შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის“ გადაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№76
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 27/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №76

2010 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

შპს „აღმოსავლეთის წყლისათვის“საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხული თანხის შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის“გადაცემის შესახებ

1. „შპს „აღმოსავლეთის წყლისათვის“საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 ოქტომბრის № 808 განკარგულების საფუძველზე ყვარლის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესასრულებლად შპს „აღმოსავლეთის წყლისათვის“სსიპ – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს მეშვეობით ჩარიცხული თანხა – 189 000 (ას ოთხმოცდაცხრა ათასი) ლარი შპს „აღმოსავლეთის წყალმა“გადარიცხოს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ანგარიშზე, ზემოაღნიშნული განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების განსახორციელებლად.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.

პრემიერ-მინისტრი                                                              ნ. გილაური