შპს „მაქსანია 2014“-სთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№225
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016643
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №225

2014 წლის 10 თებერვალი

 ქ. თბილისი

შპს „მაქსანია 2014“-სთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის თაობაზე

1. საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 კვტ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 250 მმ მილსადენის მშენებლობის მიზნით, შპს „მაქსანია 2014“-ს (ს/კ 442729077) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში 754,16 კვ.მ ფართობით (წალენჯიხის სატყეო უბნის ჯვრის სატყეოს კვარტალ №13-ის ლიტ. №5-ში - 58 კვ.მ; ლიტ. №14-ში – 109 კვ.მ; კვარტალ №35-ის ლიტ. №2-ში – 117 კვ.მ და მის მიმდებარედ არსებულ ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში –  470,16 კვ.მ) სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის  (ხე-მცენარეების მოჭრის უფლების გარეშე) ვადა განესაზღვროს 49 წლამდე.

2. შპს ,,მაქსანია 2014“ ვალდებულია, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში, სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ მიწის ფართობზე სპეციალური ტყითსარგებლობის შედეგად ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზემოქმედების საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.

 

პრემიერ-მინისტრი                                                         ირაკლი ღარიბაშვილი