1. გამგეობის სხდომაზე საკითხები, როგორც წესი, განიხილება წინასწარ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით რაიონულ ღონისძიებათა გეგმების შესაბამისად.
2. გამგეობის წევრები, გამგეობის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები და რაიონის ადგილობრივი სამსახურები თავიანთ წინადადებებს გამგეობის სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ წარუდგენენ აპარატის ხელმძღვანელს მომდევნო კვარტალის დაწყებამდე ორი კვირით ადრე და მიუთითებენ განხილვის ვადას.
3. აპარატი შემოსულ წინადადებათა საფუძველზე ადგენს გამგეობის სხდომებზე განსახილველ საკითხთა წლიური და კვარტალური ნუსხის პროექტებს, აზუსტებს საკითხის განხილვის ვადებს და წარუდგენს გამგებელს.
4. გამგეობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხის პროექტს ამტკიცებს გამგეობა გამგებლის წარდგინებით.
5. აპარატი აკონტროლებს გამგეობის სხდომებზე განსახილველ საკითხთა ნუსხის შესრულების მდგომარეობას და ყოველ თვის ბოლოს წარუდგენს გამგებელს შესაბამის ინფორმაციას
რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 34. გამგეობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხის მომზადება
თავი II — გამგეობის სხდომის ორგანიზაცია
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 34. მერიის სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხის მომზადება
- მუხლი 53. 1. საკრებულოს ბიურო განსახილველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა საკითხების ნუსხის საფუძველზე ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს
- მუხლი 17. სხვა ქვეყნებიდან ავტორიზებულ ტრადიციულ სურსათთან დაკავშირებული ნუსხის განახლება
- მუხლი 16. საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოსა და საშტატო ნუსხის დამტკიცების წესი
- მუხლი 16. სხვა ქვეყნებიდან ტრადიციული სურსათის ავტორიზაცია და ნუსხის განახლება
- მუხლი 5. საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფეროში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 26. აპარატი
- მუხლი 27. რაიონულ ღონისძიებათა გეგმები
- მუხლი 28. რაიონულ ღონისძიებათა გეგმების ამოცანები
- მუხლი 29. რაიონულ ღონისძიებათა გეგმების შემუშავების ორგანიზაცია
- მუხლი 30. რაიონულ ღონისძიებათა გეგმების დამტკიცება
- მუხლი 32. რაიონულ ღონისძიებათა გეგმების შესრულების კონტროლი
- მუხლი 35. გამგეობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა მომზადება
- მუხლი 36. გამგეობის სხდომის მომზადებისა და გამართვის წესი
- მუხლი 37. გამგეობის სხდომები
- მუხლი 38. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტები
- მუხლი 39. გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების ინიციირება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 34. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/22588/muxli-34/